სურა ალ-ჯინი
PDF —
28 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ჯინი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ჯინი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჯინი თარგმანი. ალ-ჯინი (Meccan) 28 აია.



სურა ალ-ჯინი
28 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
უთხრი (ო, მოციქულო, შენ ხალხს): «მე შთამეგონა, რომ ჯინთა ჯგუფმა მოისმინა (ყურანი) და თქვეს: "ჭეშმარიტად, ჩვენ მოვისმინეთ გასაოცარი ყურანი,
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
(რომელიც) ჭეშმარიტ გზაზე მიუთითებს. და ჩვენ [ჯინებმა] ვირწმუნეთ იგი [ყურანი] და არავის გავუთანაბრებთ ჩვენს უფალს [ალლაჰის გარდა არავის ვაღიარებთ ღმერთად].
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
და (ასევე ვაღიარებთ), რომ მას [ალლაჰს] – უზენაესია ჩვენი უფლის სიდიადე! – არ აუყვანია თავისთვის არც მეუღლე და არც შვილი.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და რომ ჩვენს შორის უგუნური (იბლისი) ალლაჰზე ზღვარგადასულს ამბობდა.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და (ასევე ჩვენ ვაღიარებთ), რომ ვფიქრობდით, თითქოს ადამიანები და ჯინები არასოდეს იტყოდნენ სიცრუეს ალლაჰზე.
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და რომ ადამიანთა შორის იყვნენ კაცები, რომლებიც ჯინთა შორის მყოფ კაცებს მფარველობას სთხოვდნენ, ხოლო ისინი [ჯინები] (მხოლოდ) შიშს უმატებდნენ მათ.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
და მათ ეგონათ (ურწმუნოებს), როგორც თქვენ (ჯინები) ფიქრობდით, რომ ალლაჰი არასდროს არავის აღადგენდა.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
და (ასევე ჩვენ ვაღიარებთ), რომ ჩვენ შევეხეთ ცას (რათა, როგორც ჩვეულებრივ, ანგელოზების საუბრები მოგვესმინა), მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სავსე იყო ძლევამოსილი მცველებით [ანგელოზებით] და (რომლებიც ისროდნენ) (მოგიზგიზე) ცეცხლოვან სხეულებს.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
და რომ ჩვენ (ადრე) ვსხდებოდით მის [ცის] მახლობლად დასაჯდომ ადგილებზე, რათა მიგვეყურადებინა. მაგრამ ვინც ახლა ყურს უგდებს, ის თავისთვის პოულობს ჩასაფრებულ ცეცხლოვან სხეულს (რომელსაც ანგელოზები მას ესვრიან და რომელიც მას წვავს).
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
და (ასევე ჩვენ ვაღიარებთ), რომ არ ვიცით, ბოროტება იყო თუ ნაბოძები (იმით, რაც ცაში მოხდა) მათთვის, ვინც დედამიწაზეა, თუ მათმა უფალმა ჭეშმარიტი გზის ჩვენება ინება მათთვის.
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
და რომ ჩვენს შორის არიან (ზოგი) მართალნი [ღვთისმოშიშნი], და არიან ჩვენს შორის ისეთებიც, რომლებიც ამაზე დაბლა დგანან [ცოდვილები და ურწმუნოები]; და ჩვენ (სხვადასხვა) გზის მიმდევრები ვიყავით.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
და (ასევე ჩვენ ვაღიარებთ), რომ ვფიქრობდით, არასოდეს შევძლებდით ალლაჰის დასუსტებას დედამიწაზე და ვერასოდეს დავუსხლტებოდით მის (სასჯელს) გაქცევით.
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და რომ როდესაც ჩვენ გავიგონეთ ჭეშმარიტი ხელმძღვანელობის შესახებ [ყურანის შესახებ], ვირწმუნეთ იგი; ხოლო ვინც თავის უფალს ირწმუნებს, მას არ შეეშინდება არც (მისი კეთილი საქმეების) დაკლების და არც ჩაგვრის (რომ მისი ცუდი საქმეები მოემატება).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
და რომ ჩვენს შორის არიან ისინი, ვინც საკუთარი თავი (სრულად) ალლაჰს დაუმორჩილა, და ჩვენს შორის არიან ისინიც, ვინც გზას ასცდა; ხოლო ისინი, ვინც (სრულად) ალლაჰს დაემოჩილა, ჭეშმარიტ გზას გაჰყვნენ.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢ
რაც შეეხება გადახრილებს, ისინი ჯოჯოხეთისთვის საწვავად იქნებიან».
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
და (უთხარი, ო, შენ, შუამავალო, შენს ხალხს): «თუ ისინი ჭეშმარიტ გზას დაადგებოდნენ, ჩვენ [ალლაჰი] დავარწყულებდით მათ უხვი წყლით,
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
რათა ამით გამოვცადოთ ისინი. და ვინც ზურგს აქცევს თავისი უფლის ხსენებას, ის დაამკვიდრებს მას მკაცრ სასჯელში».
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
და რომ მეჩეთები ალლაჰისაა, ამიტომ ნუ მოუხმობთ ალლაჰთან ერთად ნურავის.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და (უთხარი) (ო, მოციქულო) (შენს ხალხს: «ალლაჰისგან გამოცხადებით მეუწყა), რომ როდესაც ალლაჰის მონა [მუჰამმადი] აღდგა და მას (ვედრებით) მიმართავდა, ისინი [ჯინები] (იმდენად დიდი რაოდენობით შეიკრიბნენ, რომ) ლამის გროვად შემოეხვივნენ მას, ერთმანეთზე დაწყობილნი (ყურანის კითხვის მოსასმენად)».
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
თქვი: «მე მხოლოდ ჩემს უფალს ვუხმობ და არავის ვუდგენ მას თანაზიარად».
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
თქვი: «მე არც თქვენთვის ზიანის მოყენება ძალმიძს და არც სწორ გზაზე დაყენება».
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
თქვი: «ჭეშმარიტად, ვერავინ დამიცავს ალლაჰისგან და ვერ ვპოვებ მის გარდა თავშესაფარს».
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
(თქვი: «მე თქვენთვის არაფერს განვაგებ), გარდა იმისა, რომ ალლაჰისგან ვაუწყო, რაც მან მიბრძანა, და (გადმოგცეთ) მისი გზავნილები. ხოლო ვინც არ დაემორჩილება ალლაჰს და მის მოციქულს, მაშინ, ჭეშმარიტად, მისთვის გეენის ცეცხლია, რომელშიც ისინი მარადიულად დარჩებიან».
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
(მრავალღმერთიანები და ურწმუნოები ჯიუტად დარჩებიან ურწმუნოებასა და ალლაჰის მოციქულის მიმართ მტრობაში), ვიდრე არ იხილავენ იმას (სასჯელს), რაც მათ აღთქმული ჰქონდათ, და ისინი გაიგებენ, ვინ არის დამხმარეებით უფრო სუსტი და მცირერიცხოვანი.
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
უთხარი (ო, მოციქულო): «მე არ ვიცი, ახლოს არის თუ არა ის, რაც თქვენ აღგეთქვათ, თუ ჩემმა უფალმა მისთვის გადავადება დაადგინა».
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
(ის) უხილავის მცოდნეა და არავის უმხელს თავის დაფარულს.
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
გარდა იმისა, ვისითაც იგი კმაყოფილია და (რომელიც) (მოციქულად) აირჩია [ასეთებს იგი აძლევს დაფარულის გარკვეულ ცოდნას], და მაშინ მის წინ და უკან აყენებს მცველებს [ანგელოზებს] .
ﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘ
რათა მან [მოციქულმა] იცოდეს, რომ მათ [ადრინდელმა მოციქულებმა] უკვე გადასცეს თავიანთი უფლის გზავნილები. ხოლო იგი [ალლაჰი] მოიცავს ყველაფერს, რაც მათ [ანგელოზებსა და მოციქულებს] აქვთ, და მან ყოველივე ზუსტად აღრიცხა.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers