ალ-ბაქარა · 244/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
وَقَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ ٢٤٤
Transliteration
Wa qaatiloo fee sabeelil laahi wa`lamooo annal laaha Samee`un `Aleem
თარგმანი (ქართული მნიშვნელობა)
📖 ქართული მნიშვნელობა
და იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე (ურწმუნოების წინააღმდეგ, რათა დამკვიდრდეს ალლაჰის კანონი) და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
Additional reference in Türkçe
🎧 მოსმენა
📜 აია 242-246 — ალ-ბაქარა
242كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمْ آيَاتِهِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
აი ასე, (როგორც ალლაჰმა ნათლად განმარტა ბავშვებისა და ქალების შესახებ დადგენილებები) — ალლაჰი გიხსნით თქვენ თავის აიათებს (და სხვა ყველა წესს, რომელიც გჭირდებათ ამ სამყაროსა და მარადიული ცხოვრებისათვის), რათა თქვენ გაიაზროთ (და იმოქმედოთ მათ შესაბამისად).
243۞ أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ خَرَجُوا مِن دِيَارِهِمْ وَهُمْ أُلُوفٌ حَذَرَ الْمَوْتِ فَقَالَ لَهُمُ اللَّهُ مُوتُوا ثُمَّ أَحْيَاهُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَشْكُرُونَ
ნუთუ შენ არ გინახავს (ან არ დაფიქრებულხარ) მათზე, ვინც თავიანთი საცხოვრებლებიდან გამოვიდნენ და ისინი ათასობით იყვნენ სიკვდილის შიშით? მაშინ ალლაჰმა უთხრა მათ: «მოკვდით!» და ისინი მაშინვე დაიხოცნენ . შემდეგ კი (გარკვეული დროის შემდეგ) მან კვლავ გააცოცხლა ისინი. უეჭველად, ალლაჰი უდიდესი წყალობის მომნიჭებელია ადამიანებისთვის, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა არ არის მადლიერი.
244وَقَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ
და იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე (ურწმუნოების წინააღმდეგ, რათა დამკვიდრდეს ალლაჰის კანონი) და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
245مَّن ذَا الَّذِي يُقْرِضُ اللَّهَ قَرْضًا حَسَنًا فَيُضَاعِفَهُ لَهُ أَضْعَافًا كَثِيرَةً ۚ وَاللَّهُ يَقْبِضُ وَيَبْسُطُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
ვინ მისცემს ალლაჰს კარგ სესხს (ანუ დახარჯავს თავის ქონებას მის გზაზე, მისი ჯილდოს იმედით), რათა მან გაუმრავლოს მას (ჯილდო) მრავალჯერ? ალლაჰი ამცირებს და ზრდის. და მასთან დაბრუნდებით.
246أَلَمْ تَرَ إِلَى الْمَلَإِ مِن بَنِي إِسْرَائِيلَ مِن بَعْدِ مُوسَىٰ إِذْ قَالُوا لِنَبِيٍّ لَّهُمُ ابْعَثْ لَنَا مَلِكًا نُّقَاتِلْ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۖ قَالَ هَلْ عَسَيْتُمْ إِن كُتِبَ عَلَيْكُمُ الْقِتَالُ أَلَّا تُقَاتِلُوا ۖ قَالُوا وَمَا لَنَا أَلَّا نُقَاتِلَ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَقَدْ أُخْرِجْنَا مِن دِيَارِنَا وَأَبْنَائِنَا ۖ فَلَمَّا كُتِبَ عَلَيْهِمُ الْقِتَالُ تَوَلَّوْا إِلَّا قَلِيلًا مِّنْهُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالظَّالِمِينَ
ნუთუ შენ არ გინახავს (ან არ დაფიქრებულხარ) ისრაელის ძეთა დიდებულებზე მუსას შემდეგ, როცა ერთხელ მათ თავიანთ წინასწარმეტყველს უთხრეს: «(დაგვინიშნე) მეფე, რათა მისი ხელმძღვანელობით გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე». მან (მათმა შუამავალმა) უთხრა: «მეშინია, რომ თუ თქვენზე სავალდებულო გახდება ბრძოლა, არ იბრძოლებთ». მათ თქვეს (მისი შიშის უარყოფით): «რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე, როცა ჩვენ გამოგვდევნეს ჩვენი სახლებიდან და ჩვენი შვილებისგან (რომლებიც ტყვედ წაიყვანეს)?» მაგრამ როცა მათ დაენიშნათ მეფე და ბრძოლა სავალდებულო გახდა, მათ ზურგი აქციეს (შეშინდნენ და გაიქცნენ), (გარდა მცირე ნაწილისა მათგან, რომლებიც ალლაჰმა განამტკიცა თავისი წყალობით). და ალლაჰმა იცის უსამართლონი.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
244აია
თარგმანი — ალ-ბაქარა 244
სურა ალ-ბაქარა აია 244 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე (ურწმუნოების წინააღმდეგ, რათა დამკვიდრდეს ალლაჰის კანონი)…სურა აია 244/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 242–246. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.
العربية
English
Bahasa Indonesia
Türkçe
Русский
فارسی
Français
اردو
বাংলা
Deutsch
Español
中文
हिन्दी
Português
Italiano
ภาษาไทย
Polski
Nederlands
Shqip
Kiswahili
O'zbek
தமிழ்
Melayu
Bosanski
Soomaali
Azərbaycan
کوردی
한국어
日本語
Svenska
Dansk
Norsk
پښتو
മലയാളം
සිංහල
Tamazight
Hausa
አማርኛ
Български
Тоҷикӣ
Қазақша
Filipino
سنڌي
Yorùbá
Fulfulde
Татарча
ئۇيغۇرچە
Кыргызча
ਪੰਜਾਬੀ
Jawa
తెలుగు
မြန်မာ
ગુજરાતી
Oromo
मराठी
Tiếng Việt
Malagasy
Нохчийн
Wolof
ދިވެހި
ಕನ್ನಡ
Українська
Ελληνικά
ქართული
ខ្មែរ
دری
Qafar af
Maranao
नेपाली
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers








