ალ-იმრანი · 38/200
თარგმანი გამოთქმა — სურა ალ-იმრანი
هُنَالِكَ دَعَا زَكَرِيَّا رَبَّهُ ۖ قَالَ رَبِّ هَبْ لِي مِن لَّدُنكَ ذُرِّيَّةً طَيِّبَةً ۖ إِنَّكَ سَمِيعُ الدُّعَاءِ ۝٣٨
Hunaaalika da`aa Zakariyyaa Rabbahoo qaala Rabbi hab lee mil ladunka zurriyyatan taiyibatan innaka samee`ud du`aaa
📖 ქართული მნიშვნელობა
მაშინ ზაქარიამ მიმართა თავის უფალს ლოცვით და თქვა: «უფალო ჩემო! მიბოძე შენგან კეთილი შთამომავლობა. ჭეშმარიტად, შენ ხარ ვედრების შემსმენი!»

🎧 მოსმენა


📜 აია 36-40 — სურა ალ-იმრანი

36فَلَمَّا وَضَعَتْهَا قَالَتْ رَبِّ إِنِّي وَضَعْتُهَا أُنثَىٰ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا وَضَعَتْ وَلَيْسَ الذَّكَرُ كَالْأُنثَىٰ ۖ وَإِنِّي سَمَّيْتُهَا مَرْيَمَ وَإِنِّي أُعِيذُهَا بِكَ وَذُرِّيَّتَهَا مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ
და როცა მან ('იმრანის ცოლმა) შვა იგი, თქვა (დამწუხრებულმა): «უფალო ჩემო! ჭეშმარიტად, მე იგი ქალად ვშვი». და ალლაჰმა უკეთ იცოდა, რა შვა მან. ('იმრანის ცოლმა) თქვა: «ვაჟი (რომელიც მსურდა, რომ ტაძარში ემსახურა) არ არის იგივე, რაც ქალი. და ჭეშმარიტად, მე მას მარიამი დავარქვი, და აჰა — ჭეშმარიტად, შენს დაცვას ვთხოვ მისთვის და მისი შთამომავლობისთვის ეშმაკისგან, დაწყევლილისგან (ქვებით განდევნილისგან)».
37فَتَقَبَّلَهَا رَبُّهَا بِقَبُولٍ حَسَنٍ وَأَنبَتَهَا نَبَاتًا حَسَنًا وَكَفَّلَهَا زَكَرِيَّا ۖ كُلَّمَا دَخَلَ عَلَيْهَا زَكَرِيَّا الْمِحْرَابَ وَجَدَ عِندَهَا رِزْقًا ۖ قَالَ يَا مَرْيَمُ أَنَّىٰ لَكِ هَٰذَا ۖ قَالَتْ هُوَ مِنْ عِندِ اللَّهِ ۖ إِنَّ اللَّهَ يَرْزُقُ مَن يَشَاءُ بِغَيْرِ حِسَابٍ
და მისმა უფალმა მიიღო იგი კეთილი მიღებით (უზენაესმა ალლაჰმა მიიღო მარიამის დედის აღთქმა), და აღზარდა იგი მშვენიერი აღზრდით, და მიაბარა იგი ზაქარიას (მისი დედის ძმას) . ყოველ ჯერზე, როცა ზაქარია შედიოდა მასთან სალოცავში (სადაც იგი ცხოვრობდა და ლოცულობდა), პოულობდა მასთან საზრდოს (ზამთარში — ზაფხულის ნაყოფს, ხოლო ზაფხულში — ზამთრის ნაყოფს). ზაქარიამ უთხრა: «ო, მარიამ! საიდან გაქვს ეს?» მან უპასუხა: «ეს ალლაჰისგან არის. ჭეშმარიტად, ალლაჰი ანიჭებს საზრდოს ვისაც ინებებს, ულევად — ანგარიშის გარეშე!»
38هُنَالِكَ دَعَا زَكَرِيَّا رَبَّهُ ۖ قَالَ رَبِّ هَبْ لِي مِن لَّدُنكَ ذُرِّيَّةً طَيِّبَةً ۖ إِنَّكَ سَمِيعُ الدُّعَاءِ
მაშინ ზაქარიამ მიმართა თავის უფალს ლოცვით და თქვა: «უფალო ჩემო! მიბოძე შენგან კეთილი შთამომავლობა. ჭეშმარიტად, შენ ხარ ვედრების შემსმენი!»
39فَنَادَتْهُ الْمَلَائِكَةُ وَهُوَ قَائِمٌ يُصَلِّي فِي الْمِحْرَابِ أَنَّ اللَّهَ يُبَشِّرُكَ بِيَحْيَىٰ مُصَدِّقًا بِكَلِمَةٍ مِّنَ اللَّهِ وَسَيِّدًا وَحَصُورًا وَنَبِيًّا مِّنَ الصَّالِحِينَ
და გამოაცხადეს მას (ზაქარიას) ანგელოზებმა, როცა იგი იდგა და ლოცულობდა სალოცავში: «ალლაჰი გახარებს ხარებით იაჰიას შესახებ — (ვაჟზე), რომელიც დაადასტურებს ალლაჰის სიტყვას, ის იქნება ბატონი, თავშეკავებული და მოციქული მართალთა შორის!»
40قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَقَدْ بَلَغَنِيَ الْكِبَرُ وَامْرَأَتِي عَاقِرٌ ۖ قَالَ كَذَٰلِكَ اللَّهُ يَفْعَلُ مَا يَشَاءُ
(ზაქარიამ) თქვა (სიხარულითა და გაოცებით): «უფალო ჩემო! როგორ მეყოლება მე ვაჟი, როცა სიბერემ უკვე მომიწია და ჩემი ცოლი უნაყოფოა?» (ანგელოზმა) თქვა: «ასე ქმნის ალლაჰი იმას, რასაც ინებებს».
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
38აია

თარგმანი — ალ-იმრანი 38

სურა ალ-იმრანი აია 38 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : მაშინ ზაქარიამ მიმართა თავის უფალს ლოცვით და თქვა: «უფალო ჩემო!…

სურა აია 38/200 — სურა ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ალ-იმრანი მოსმენა, სურა ალ-იმრანი თარგმანი, სურა ალ-იმრანი mp3, სურა ალ-იმრანი pdf. აია 36–40. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers