ფუსილათი · 45/54
თარგმანი გამოთქმა — ფუსილათი
وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ فَاخْتُلِفَ فِيهِ ۗ وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِن رَّبِّكَ لَقُضِيَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَفِي شَكٍّ مِّنْهُ مُرِيبٍ ۝٤٥
Wa laqad aatainaa Moosal Kitaaba fakhtulifa fee; wa lawlaa Kalimatun sabaqat mir Rabbika laqudiya bainahum; wa innahum lafee shakkim minhu mureeb
📖 ქართული მნიშვნელობა
და ჩვენ უკვე მივეცით მუსას წიგნი [თორა], და (მის ხალხში) მასთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება. [ზოგიერთმა ადამიანმა ირწმუნა თორა, სხვებმა კი არ ირწმუნეს იგი.] (და შენმა ხალხმაც, ო, მუჰამმად, იგივე გააკეთა ყურანთან დაკავშირებით.) და რომ არა შენი უფლის სიტყვა (რომ ის არავის დასჯას არ იჩქარებს), რომელიც ადრე იყო ნათქვამი, მაშინ, უეჭველად, (უკვე ამქვეყნად) მათ შორის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული [ის მათ შორის ურწმუნოებს დასჯიდა და მორწმუნეებს გადაარჩენდა]. და (ჭეშმარიტად) ისინი ამაში [ყურანში] ნამდვილად საცდუნებელ ეჭვში არიან.
🎧 მოსმენა

📜 აია 43-47 — ფუსილათი

43مَّا يُقَالُ لَكَ إِلَّا مَا قَدْ قِيلَ لِلرُّسُلِ مِن قَبْلِكَ ۚ إِنَّ رَبَّكَ لَذُو مَغْفِرَةٍ وَذُو عِقَابٍ أَلِيمٍ
(მრავალღმერთიანები) გეუბნებიან (ო, შუამავალო) იმავეს, რასაც ეუბნებოდნენ შენამდე მოსულ შუამავლებს. (ამიტომ, მოითმინე ალლაჰისკენ მოწოდების გზაზე). ჭეშმარიტად, შენი უფალი მპატიებელი და მკაცრია სასჯელში!
44وَلَوْ جَعَلْنَاهُ قُرْآنًا أَعْجَمِيًّا لَّقَالُوا لَوْلَا فُصِّلَتْ آيَاتُهُ ۖ أَأَعْجَمِيٌّ وَعَرَبِيٌّ ۗ قُلْ هُوَ لِلَّذِينَ آمَنُوا هُدًى وَشِفَاءٌ ۖ وَالَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ فِي آذَانِهِمْ وَقْرٌ وَهُوَ عَلَيْهِمْ عَمًى ۚ أُولَٰئِكَ يُنَادَوْنَ مِن مَّكَانٍ بَعِيدٍ
და ჩვენ რომ ის [ყურანი] უცხო ენაზე შეგვექმნა, ისინი იტყოდნენ: «ნეტავ მისი აიათები (არაბულად) განმარტებული ყოფილიყო!» უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): «ის [ყურანი] არის სახელმძღვანელო (რომ არ ასცდეთ სწორ გზას) და განკურნება (უცოდინრობისა და მისგან გამოწვეული დაავადებებისგან) მორწმუნეებისთვის; ხოლო ურწმუნოებს ყურებში სმენა არ აქვთ, და ეს მათთვის სიბრმავეა. ესენი (მრავალღმერთიანები) იმათ ჰგვანან, ვისაც შორიდან ეძახიან».
45وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ فَاخْتُلِفَ فِيهِ ۗ وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِن رَّبِّكَ لَقُضِيَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَفِي شَكٍّ مِّنْهُ مُرِيبٍ
და ჩვენ უკვე მივეცით მუსას წიგნი [თორა], და (მის ხალხში) მასთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება. [ზოგიერთმა ადამიანმა ირწმუნა თორა, სხვებმა კი არ ირწმუნეს იგი.] (და შენმა ხალხმაც, ო, მუჰამმად, იგივე გააკეთა ყურანთან დაკავშირებით.) და რომ არა შენი უფლის სიტყვა (რომ ის არავის დასჯას არ იჩქარებს), რომელიც ადრე იყო ნათქვამი, მაშინ, უეჭველად, (უკვე ამქვეყნად) მათ შორის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული [ის მათ შორის ურწმუნოებს დასჯიდა და მორწმუნეებს გადაარჩენდა]. და (ჭეშმარიტად) ისინი ამაში [ყურანში] ნამდვილად საცდუნებელ ეჭვში არიან.
46مَّنْ عَمِلَ صَالِحًا فَلِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ أَسَاءَ فَعَلَيْهَا ۗ وَمَا رَبُّكَ بِظَلَّامٍ لِّلْعَبِيدِ
ვინც მართლად იქცევა [კეთილ საქმეებს აკეთებს], საკუთარი თავისთვის იქცევა [სიკეთე მას დაუბრუნდება], და ვინც ბოროტს სჩადის, საკუთარი თავის საზიანოდ სჩადის, და შენი უფალი არ არის უსამართლო თავისი მსახურების მიმართ.
47۞ إِلَيْهِ يُرَدُّ عِلْمُ السَّاعَةِ ۚ وَمَا تَخْرُجُ مِن ثَمَرَاتٍ مِّنْ أَكْمَامِهَا وَمَا تَحْمِلُ مِنْ أُنثَىٰ وَلَا تَضَعُ إِلَّا بِعِلْمِهِ ۚ وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ أَيْنَ شُرَكَائِي قَالُوا آذَنَّاكَ مَا مِنَّا مِن شَهِيدٍ
(მხოლოდ) მასთან ბრუნდება ცოდნა აღდგომის დღისა [მხოლოდ მან იცის] საათის [განკითხვის დღის მოსვლის] შესახებ. და არც ხე იღებს ნაყოფს თავისი კვირტებიდან, არც მდედრი ფეხმძიმდება და არ შობს, მისი ცოდნის გარეშე. და იმ დღეს, როდესაც ის მათ [მრავალღმერთიანებს] დაუძახებს (ამ სიტყვებით): «სად არიან ჩემი თანამოზიარეები [ცრუ ღვთაებები, რომლებსაც ჩემთან აიგივებდით]?» – ისინი [მრავალღმერთიანები] იტყვიან: «ჩვენ (ახლა) [გაცნობეთ], რომ ჩვენ შორის არც ერთი მოწმე არ არის».
ფუსილათიყურანის საძიებელი
54აია
MeccanRevelation
45აია

თარგმანი — ფუსილათი 45

სურა ფუსილათი აია 45 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და ჩვენ უკვე მივეცით მუსას წიგნი [თორა], და (მის ხალხში)…

სურა აია 45/54 — ფუსილათი فصلت (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ფუსილათი მოსმენა, ფუსილათი თარგმანი, ფუსილათი mp3, ფუსილათი pdf. აია 43–47. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers