ალ-არაფი · 141/206
თარგმანი გამოთქმა — სურა ალ-არაფი
وَإِذْ أَنجَيْنَاكُم مِّنْ آلِ فِرْعَوْنَ يَسُومُونَكُمْ سُوءَ الْعَذَابِ ۖ يُقَتِّلُونَ أَبْنَاءَكُمْ وَيَسْتَحْيُونَ نِسَاءَكُمْ ۚ وَفِي ذَٰلِكُم بَلَاءٌ مِّن رَّبِّكُمْ عَظِيمٌ ۝١٤١
Wa iz anjainaakum min Aali Fir`awna yasoomoo nakum sooo`al `azaab, yuqattiloona abnaaa`akum wa yastahyoona nisaaa`akum; wa fee zaalikum balaaa`um mir Rabbikum `azeem
📖 ქართული მნიშვნელობა
და (გაიხსენეთ ჩვენი წყალობა, ო, ისრაელის ძენო), როდესაც ჩვენ გიხსენით თქვენ ფარაონის ხალხისგან, რომლებიც გიწევდნენ მძიმე სასჯელს [გტანჯავდნენ], ხოცავდნენ თქვენს ვაჟებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს (რათა ისინი გამოეყენებინათ მსახურებად). და ეს იყო თქვენთვის დიდი გამოცდა თქვენი უფლისგან!

🎧 მოსმენა


📜 აია 139-143 — სურა ალ-არაფი

139إِنَّ هَٰؤُلَاءِ مُتَبَّرٌ مَّا هُمْ فِيهِ وَبَاطِلٌ مَّا كَانُوا يَعْمَلُونَ
უეჭველად, ამათ (ამ ხალხს), რომლებიც თაყვანს სცემენ კერპებს, განადგურდება ის, რასაც ისინი ემყარებიან [მათი მრავალღმერთიანობა], და ამაო იქნება ის, რასაც ისინი აკეთებდნენ!
140قَالَ أَغَيْرَ اللَّهِ أَبْغِيكُمْ إِلَٰهًا وَهُوَ فَضَّلَكُمْ عَلَى الْعَالَمِينَ
(მუსამ) უთხრა (თავის ხალხს): «ნუთუ მე ვეძებო თქვენთვის სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა, მაშინ როცა მან მოგანიჭათ უპირატესობა სხვა ხალხებზე?»
141وَإِذْ أَنجَيْنَاكُم مِّنْ آلِ فِرْعَوْنَ يَسُومُونَكُمْ سُوءَ الْعَذَابِ ۖ يُقَتِّلُونَ أَبْنَاءَكُمْ وَيَسْتَحْيُونَ نِسَاءَكُمْ ۚ وَفِي ذَٰلِكُم بَلَاءٌ مِّن رَّبِّكُمْ عَظِيمٌ
და (გაიხსენეთ ჩვენი წყალობა, ო, ისრაელის ძენო), როდესაც ჩვენ გიხსენით თქვენ ფარაონის ხალხისგან, რომლებიც გიწევდნენ მძიმე სასჯელს [გტანჯავდნენ], ხოცავდნენ თქვენს ვაჟებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს (რათა ისინი გამოეყენებინათ მსახურებად). და ეს იყო თქვენთვის დიდი გამოცდა თქვენი უფლისგან!
142۞ وَوَاعَدْنَا مُوسَىٰ ثَلَاثِينَ لَيْلَةً وَأَتْمَمْنَاهَا بِعَشْرٍ فَتَمَّ مِيقَاتُ رَبِّهِ أَرْبَعِينَ لَيْلَةً ۚ وَقَالَ مُوسَىٰ لِأَخِيهِ هَارُونَ اخْلُفْنِي فِي قَوْمِي وَأَصْلِحْ وَلَا تَتَّبِعْ سَبِيلَ الْمُفْسِدِينَ
۞ და განვუსაზღვრეთ ჩვენ მუსას (შეხვედრის ვადა ტურას მთაზე) ოცდაათი ღამე (ზულ-ყა‘დას თვეში) (რათა ემარხა ამ დღეებში), და დავასრულეთ ისინი (პირველი) ათი (ღამით) (ზულ-ჰიჯჯას თვეში). და შედგა შენი უფლის ვადა ორმოცი ღამე. და უთხრა მუსამ თავის ძმას ჰარუნს (მანამდე, სანამ წავიდოდა თავის უფალთან საიდუმლო საუბარზე): «დარჩი ჩემს ნაცვლად ჩემს ხალხში, დაამყარე წესრიგი და ნუ გაჰყვები გზას მათსას, ვინც უწესრიგობას თესავს».
143وَلَمَّا جَاءَ مُوسَىٰ لِمِيقَاتِنَا وَكَلَّمَهُ رَبُّهُ قَالَ رَبِّ أَرِنِي أَنظُرْ إِلَيْكَ ۚ قَالَ لَن تَرَانِي وَلَٰكِنِ انظُرْ إِلَى الْجَبَلِ فَإِنِ اسْتَقَرَّ مَكَانَهُ فَسَوْفَ تَرَانِي ۚ فَلَمَّا تَجَلَّىٰ رَبُّهُ لِلْجَبَلِ جَعَلَهُ دَكًّا وَخَرَّ مُوسَىٰ صَعِقًا ۚ فَلَمَّا أَفَاقَ قَالَ سُبْحَانَكَ تُبْتُ إِلَيْكَ وَأَنَا أَوَّلُ الْمُؤْمِنِينَ
და როდესაც მოვიდა მუსა ჩვენს მიერ დადგენილ ვადაზე [ორმოცი დღის დასრულებისას] და ესაუბრა მას მისი ღმერთი. (მუსამ) თქვა: «უფალო ჩემო! მაჩვენე შენი თავი, რათა შეგხედო». (ალლაჰმა) თქვა: «შენ ვერ მიხილავ (ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში), მაგრამ შეხედე იმ მთას: თუ ის დარჩება თავის ადგილას, მაშინ მიხილავ». და როდესაც გამოეცხადა მისი ღმერთი მთას, ის (მთა) მტვრად გადაიქცა, და მუსა უგონოდ დაეცა . ხოლო როცა გონს მოვიდა, თქვა: «ყოვლადუნაკლო ხარ შენ! ვინანიებ შენს წინაშე, და მე ვარ პირველი მორწმუნეთაგან (ჩემი ხალხიდან)».
ალ-არაფიყურანის საძიებელი
206აია
MeccanRevelation
141აია

თარგმანი — ალ-არაფი 141

სურა ალ-არაფი აია 141 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და (გაიხსენეთ ჩვენი წყალობა, ო, ისრაელის ძენო), როდესაც ჩვენ გიხსენით…

სურა აია 141/206 — სურა ალ-არაფი الأعراف (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ალ-არაფი მოსმენა, სურა ალ-არაფი თარგმანი, სურა ალ-არაფი mp3, სურა ალ-არაფი pdf. აია 139–143. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers