სურა ალ-ბაიინა
PDF —
8 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ბაიინა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ბაიინა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ბაიინა თარგმანი. ალ-ბაიინა (Medinan) 8 აია.



სურა ალ-ბაიინა
8 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ წიგნის ხალხიდან [იუდეველები და ქრისტიანები] და მრავალღმერთიანთაგან (არაბებსა და სხვა ხალხებიდან), არ შორდებოდნენ თავიანთ ურწმუნოებას, სანამ მათთან არ მოვიდოდა ალლაჰისგან ნათელი ნიშანი (რომელიც მათ წერილებშიც იყო ნახსენები).
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
— შუამავალი [მუჰამმადი] ალლაჰისგან, რომელიც კითხულობს წმინდა ფურცლებს [ყურანის აიათებს, რომლებიც სუფთაა სიცრუისგან, ეჭვისგან და ურწმუნოებისგან].
ﮫﮬﮭﮮ
რომლებშიც არის სწორი წერილები .
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
და გაიყო (უთანხმოებაში ჩავარდნენ) ისინი, ვისაც მიეცა წერილი , მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათთან მოვიდა ნათელი ნიშანი.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
მიუხედავად იმისა, რომ მათ ებრძანათ მხოლოდ ალლაჰის მსახურება, რწმენის მხოლოდ მისთვის მიძღვნა — როგორც ჰანიფებს [ერთღმერთიანებს], ლოცვის შესრულება (როგორც ალლაჰმა უბრძანა) და სავალდებულო მოწყალების (ზაქათის) გაცემა. ეს არის სწორი სარწმუნოება!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ წიგნის ხალხიდან და მრავალღმერთიანთაგან, იქნებიან ჯოჯოხეთის ცეცხლში, — დარჩებიან იქ მარადჟამს. ისინი არიან ქმნილებათა შორის ყველაზე უარესნი.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს — ისინი არიან ქმნილებათა შორის საუკეთესოები.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
მათთვის (მორწმუნეთათვის) მათი უფლისგან საზღაური 'ადნის ბაღებია, რომელთა ქვეშ მდინარეები მოედინება; ისინი იქ მარად დარჩებიან (არასოდეს გამოვლენ იქიდან და არასოდეს მოკვდებიან). ალლაჰი კმაყოფილია მათით, და ისინი კმაყოფილნი არიან მისით. ეს არის მათთვის, ვისაც ეშინოდა თავისი უფლის (და თავს იკავებდა ცოდვებისგან).

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers