ალ-ბაქარა · 192/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
فَإِنِ انتَهَوْا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ ۝١٩٢
Fa ini-ntahaw fa innal laaha Ghafoorur Raheem
📖 ქართული მნიშვნელობა
ხოლო თუ ისინი [მრავალღმერთიანები] თავს შეიკავებენ [შეწყვეტენ ბრძოლას აკრძალულ მეჩეთთან და ირწმუნებენ], მაშინ (იცოდეთ), რომ ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
🎧 მოსმენა

📜 აია 190-194 — ალ-ბაქარა

190وَقَاتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ الَّذِينَ يُقَاتِلُونَكُمْ وَلَا تَعْتَدُوا ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْمُعْتَدِينَ
იბრძოლეთ (ო, მორწმუნენო) ალლაჰის გზაზე [რათა ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, და მხოლოდ ალლაჰის გულისთვის და იმ წესების მიხედვით, რომლებიც მან დაადგინა] იმათ წინააღმდეგ, ვინც თქვენ გებრძვით (რათა დაგაშორონ თქვენს სარწმუნოებას), მაგრამ ნუ გადახვალთ (ალლაჰის მიერ დადგენილ) საზღვრებს , ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.
191وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ وَأَخْرِجُوهُم مِّنْ حَيْثُ أَخْرَجُوكُمْ ۚ وَالْفِتْنَةُ أَشَدُّ مِنَ الْقَتْلِ ۚ وَلَا تُقَاتِلُوهُمْ عِندَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ حَتَّىٰ يُقَاتِلُوكُمْ فِيهِ ۖ فَإِن قَاتَلُوكُمْ فَاقْتُلُوهُمْ ۗ كَذَٰلِكَ جَزَاءُ الْكَافِرِينَ
და დახოცეთ ისინი [მრავალღმერთიანები, რომლებიც თქვენ წინააღმდეგ იბრძვიან], სადაც კი შეხვდებით მათ, და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ თქვენ გაგდევნეს [მექქიდან]. რადგან ფითნა [ურწმუნოება, მრავალღმერთიანობა და ისლამის წინააღმდეგ ბრძოლა] მკვლელობაზე უარესია. და არ დაიწყოთ მათთან ბრძოლა წმინდა მეჩეთთან (ალ-მასჯიდ ალ-ჰარამთან), პატივი ეცით ალლაჰის მიერ იქ დადგენილ აკრძალვას, სანამ ისინი თავად არ დაიწყებენ თქვენთან ბრძოლას იქ. ხოლო თუ ისინი იქ თქვენთან ბრძოლას დაიწყებენ, მაშინ ებრძოლეთ მათ. ასეთია ურწმუნოთა საზღაური.
192فَإِنِ انتَهَوْا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ
ხოლო თუ ისინი [მრავალღმერთიანები] თავს შეიკავებენ [შეწყვეტენ ბრძოლას აკრძალულ მეჩეთთან და ირწმუნებენ], მაშინ (იცოდეთ), რომ ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
193وَقَاتِلُوهُمْ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتْنَةٌ وَيَكُونَ الدِّينُ لِلَّهِ ۖ فَإِنِ انتَهَوْا فَلَا عُدْوَانَ إِلَّا عَلَى الظَّالِمِينَ
და ებრძოლეთ მათ [იმ მრავალღმერთიანებს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს], ვიდრე არ შეწყდება ფითნა [მორწმუნეთა დევნა და მრავალღმერთიანობა] და რჯული [რწმენა, თაყვანისცემა და მსახურება] მთლიანად ალლაჰს არ მიეძღვნება. ხოლო თუ ისინი თავს შეიკავებენ [ურწმუნოებისა და ბრძოლისგან], მაშინ მტრობა აღარ უნდა იყოს, გარდა უსამართლოთა მიმართ.
194الشَّهْرُ الْحَرَامُ بِالشَّهْرِ الْحَرَامِ وَالْحُرُمَاتُ قِصَاصٌ ۚ فَمَنِ اعْتَدَىٰ عَلَيْكُمْ فَاعْتَدُوا عَلَيْهِ بِمِثْلِ مَا اعْتَدَىٰ عَلَيْكُمْ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَعَ الْمُتَّقِينَ
აკრძალული (საომარი მოქმედებებისგან დაცული) თვე — აკრძალული თვის სანაცვლოდ . აკრძალვების დარღვევას შესაბამისი საზღაური აქვს. ვინც თქვენზე, ო, მორწმუნენო, თავდასხმას განახორციელებს, თქვენც იმავე ზომით უპასუხეთ, როგორც მან თქვენ მიმართ დაარღვიეს ზღვარი. და უფრთხილდით ალლაჰის სასჯელს. და იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
192აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 192

სურა ალ-ბაქარა აია 192 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ხოლო თუ ისინი [მრავალღმერთიანები] თავს შეიკავებენ [შეწყვეტენ ბრძოლას აკრძალულ მეჩეთთან…

სურა აია 192/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 190–194. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers