ალ-იმრანი · 9/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
رَبَّنَا إِنَّكَ جَامِعُ النَّاسِ لِيَوْمٍ لَّا رَيْبَ فِيهِ ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُخْلِفُ الْمِيعَادَ ۝٩
Rabbanaaa innaka jaami `un-naasi li Yawmil laa raibafeeh; innal laaha laa yukhliful mee`aad
📖 ქართული მნიშვნელობა
ო, უფალო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ ხარ (ყველა) ადამიანის შემკრები იმ დღისთვის, რომლის დადგომაშიც არ არის ეჭვი. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის თავის აღთქმას!
🎧 მოსმენა

📜 აია 7-11 — ალ-იმრანი

7هُوَ الَّذِي أَنزَلَ عَلَيْكَ الْكِتَابَ مِنْهُ آيَاتٌ مُّحْكَمَاتٌ هُنَّ أُمُّ الْكِتَابِ وَأُخَرُ مُتَشَابِهَاتٌ ۖ فَأَمَّا الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ زَيْغٌ فَيَتَّبِعُونَ مَا تَشَابَهَ مِنْهُ ابْتِغَاءَ الْفِتْنَةِ وَابْتِغَاءَ تَأْوِيلِهِ ۗ وَمَا يَعْلَمُ تَأْوِيلَهُ إِلَّا اللَّهُ ۗ وَالرَّاسِخُونَ فِي الْعِلْمِ يَقُولُونَ آمَنَّا بِهِ كُلٌّ مِّنْ عِندِ رَبِّنَا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّا أُولُو الْأَلْبَابِ
(მხოლოდ) ის (ალლაჰი) არის, ვინც ჩამოგიგზავნა შენ (ო, მუჰამმად) წიგნი (ყურანი). მასში არის აიათები ერთმნიშვნელოვანი აზრით (მკაფიო და აშკარა მნიშვნელობის მქონე), რომლებიც წიგნის საფუძველს წარმოადგენენ, და არის სხვა აიათებიც — მრავალმნიშვნელოვანი (რომელთა განმარტება სხვადასხვაგვარად შეიძლება). რაც შეეხება მათ, ვის გულებშიც არის გადახრა (ჭეშმარიტებისგან), ისინი მიჰყვებიან იმას, რაც მასში მრავალმნიშვნელოვანია, სურთ რა შეიტანონ არეულობა (მორწმუნეთა შორის) და ეძებენ მის ისეთ განმარტებას, რომელიც შეესაბამება მათ მცდარ გზას. მაგრამ მისი ჭეშმარიტი განმარტება არ იცის არავინ, გარდა ალლაჰისა. ხოლო ცოდნაში მტკიცენი ამბობენ: «ვირწმუნეთ იგი (ყურანი); ყველაფერი ჩვენი უფლისგან არის». მაგრამ შეგონებას ყურს უგდებენ მხოლოდ საღი გონების მქონენი.
8رَبَّنَا لَا تُزِغْ قُلُوبَنَا بَعْدَ إِذْ هَدَيْتَنَا وَهَبْ لَنَا مِن لَّدُنكَ رَحْمَةً ۚ إِنَّكَ أَنتَ الْوَهَّابُ
«ო, უფალო ჩვენო! ნუ გადახრი ჩვენს გულებს (ჭეშმარიტი რწმენისგან) მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენე, და მოგვმადლე შენგან წყალობა, რადგან ჭეშმარიტად, შენ ხარ ყოვლადმბოძებელი!»
9رَبَّنَا إِنَّكَ جَامِعُ النَّاسِ لِيَوْمٍ لَّا رَيْبَ فِيهِ ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُخْلِفُ الْمِيعَادَ
ო, უფალო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ ხარ (ყველა) ადამიანის შემკრები იმ დღისთვის, რომლის დადგომაშიც არ არის ეჭვი. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის თავის აღთქმას!
10إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا لَن تُغْنِيَ عَنْهُمْ أَمْوَالُهُمْ وَلَا أَوْلَادُهُم مِّنَ اللَّهِ شَيْئًا ۖ وَأُولَٰئِكَ هُمْ وَقُودُ النَّارِ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, ვერ იხსნიან საკუთარ თავს ალლაჰის (სასჯელისგან), ვერც თავიანთი ქონებით და ვერც შვილებით, და ისინი — იქნებიან ცეცხლის (ჯოჯოხეთის) საწვავი.
11كَدَأْبِ آلِ فِرْعَوْنَ وَالَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا فَأَخَذَهُمُ اللَّهُ بِذُنُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ شَدِيدُ الْعِقَابِ
(მათი ურწმუნოება) ჰგავს იმას, რაც მოხდა ფირაუნის ხალხთან, და იმასაც, რაც მათზე ადრე მცხოვრებ თემებს დაემართათ. მათ უარყვეს ჩვენი აიათები, და შეიპყრო (დასაჯა) ისინი ალლაჰმა მათი ცოდვებისთვის. და ჭეშმარიტად, ალლაჰი მკაცრია სასჯელში.
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
9აია

თარგმანი — ალ-იმრანი 9

სურა ალ-იმრანი აია 9 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ო, უფალო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ ხარ (ყველა) ადამიანის შემკრები იმ…

სურა აია 9/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 7–11. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers