იბრაჰიმი · 33/52
თარგმანი გამოთქმა — იბრაჰიმი
وَسَخَّرَ لَكُمُ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ دَائِبَيْنِ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ ۝٣٣
Wa sakhkhara lakumush shamsa walqamara daaa`ibaini wa sakhkhara lakumul laila wannahaar
📖 ქართული მნიშვნელობა
და დაგიმორჩილათ თქვენთვის მზეც და მთვარეც, მუდმივი მოძრაობით, და დაგიმორჩილათ თქვენთვის ღამე (რათა მასში მოისვენოთ) და დღე (რათა ეძიოთ მისგან ბოძებული სიკეთეები და ირჩინოთ თავი).
🎧 მოსმენა

📜 აია 31-35 — იბრაჰიმი

31قُل لِّعِبَادِيَ الَّذِينَ آمَنُوا يُقِيمُوا الصَّلَاةَ وَيُنفِقُوا مِمَّا رَزَقْنَاهُمْ سِرًّا وَعَلَانِيَةً مِّن قَبْلِ أَن يَأْتِيَ يَوْمٌ لَّا بَيْعٌ فِيهِ وَلَا خِلَالٌ
უთხარი (ო, შუამავალო) ჩემს მორწმუნე მსახურებს, რომ აღასრულონ ლოცვა (სათანადოდ) [დროულად, მოკრძალებით] და (რომ) გასცენ იმისგან, რაც ჩვენ მათ მივანიჭეთ, სანამ მოვა დღე [განკითხვის], როდესაც არ იქნება არც ვაჭრობა [ვინმე ვერ შეძლებს სასჯელის გამოსყიდვას] და არც მეგობრობა [არანაირი მეგობრული კავშირი არ უშველის].
32اللَّهُ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَأَنزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجَ بِهِ مِنَ الثَّمَرَاتِ رِزْقًا لَّكُمْ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ الْفُلْكَ لِتَجْرِيَ فِي الْبَحْرِ بِأَمْرِهِ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ الْأَنْهَارَ
ალლაჰი – ის არის, ვინც შექმნა ცანი და მიწა, და ჩამოავლინა წყალი [წვიმა] ციდან, და მისით გამოიღო [სხვადასხვა] ნაყოფი თქვენთვის საზრდოდ, და დაგიმორჩილათ გემები, რათა მათ იმოძრაონ ზღვაში მისი ბრძანებით, და დაგიმორჩილათ მდინარეები,
33وَسَخَّرَ لَكُمُ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ دَائِبَيْنِ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ
და დაგიმორჩილათ თქვენთვის მზეც და მთვარეც, მუდმივი მოძრაობით, და დაგიმორჩილათ თქვენთვის ღამე (რათა მასში მოისვენოთ) და დღე (რათა ეძიოთ მისგან ბოძებული სიკეთეები და ირჩინოთ თავი).
34وَآتَاكُم مِّن كُلِّ مَا سَأَلْتُمُوهُ ۚ وَإِن تَعُدُّوا نِعْمَتَ اللَّهِ لَا تُحْصُوهَا ۗ إِنَّ الْإِنسَانَ لَظَلُومٌ كَفَّارٌ
და მან მოგცათ ყველაფერი, რაც კი სთხოვეთ, და თუ ალლაჰის წყალობებს დაითვლით, ვერ ჩამოთვლით მათ. ჭეშმარიტად, ადამიანი უთუოდ უსამართლოა (საკუთარი თავის მიმართ) და უმადურია (თავისი უფლის მიმართ).
35وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ رَبِّ اجْعَلْ هَٰذَا الْبَلَدَ آمِنًا وَاجْنُبْنِي وَبَنِيَّ أَن نَّعْبُدَ الْأَصْنَامَ
და (გაიხსენე) (ო, შენ, შუამავალო) როდესაც იბრაჰიმმა (თავისი ვაჟი ისმაილი და მისი დედა ჰაჯარი მექქის ველზე დაასახლა) თქვა: «ჩემო უფალო! აქციე ეს ქალაქი [მექქა] უსაფრთხოდ და დამიცავი მე და ჩემი შვილები კერპთა თაყვანისცემისგან».
იბრაჰიმიყურანის საძიებელი
52აია
MeccanRevelation
33აია

თარგმანი — იბრაჰიმი 33

სურა იბრაჰიმი აია 33 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და დაგიმორჩილათ თქვენთვის მზეც და მთვარეც, მუდმივი მოძრაობით, და დაგიმორჩილათ…

სურა აია 33/52 — იბრაჰიმი إبراهيم (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: იბრაჰიმი მოსმენა, იბრაჰიმი თარგმანი, იბრაჰიმი mp3, იბრაჰიმი pdf. აია 31–35. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers