ალ-იმრანი · 197/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
مَتَاعٌ قَلِيلٌ ثُمَّ مَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ ۚ وَبِئْسَ الْمِهَادُ ۝١٩٧
Mataa`un qaleelun summa maawaahum Jahannam; wa bi`sal mihaad
📖 ქართული მნიშვნელობა
(ამქვეყნიური ცხოვრება) მცირე სარგებელია. ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რაოდენ ცუდი სარეცელია იგი.
🎧 მოსმენა

📜 აია 195-199 — ალ-იმრანი

195فَاسْتَجَابَ لَهُمْ رَبُّهُمْ أَنِّي لَا أُضِيعُ عَمَلَ عَامِلٍ مِّنكُم مِّن ذَكَرٍ أَوْ أُنثَىٰ ۖ بَعْضُكُم مِّن بَعْضٍ ۖ فَالَّذِينَ هَاجَرُوا وَأُخْرِجُوا مِن دِيَارِهِمْ وَأُوذُوا فِي سَبِيلِي وَقَاتَلُوا وَقُتِلُوا لَأُكَفِّرَنَّ عَنْهُمْ سَيِّئَاتِهِمْ وَلَأُدْخِلَنَّهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِن تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ثَوَابًا مِّنْ عِندِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ عِندَهُ حُسْنُ الثَّوَابِ
და უპასუხა მათ (მათ ვედრებას) მათმა უფალმა: «ჭეშმარიტად, მე არ დავკარგავ (კეთილ) საქმეს არც ერთ თქვენგანს, ვინც იგი აღასრულა — არც კაცს და არც ქალს [თითოეულს მივაგებ მის საზღაურს]. თქვენ ერთმანეთისგან ხართ [ყველანი თანასწორნი ხართ მის წინაშე]. ხოლო მათ, ვინც გადასახლდნენ (ალლაჰის გზაზე), ან განიდევნენ თავიანთი საცხოვრებლიდან, და დაიტანჯნენ ჩემს გზაზე [ჩემდამი მორჩილებისა და თაყვანისცემის გამო], და იბრძოდნენ (ჩემი სიტყვის აღსაზევებლად), და მოკლულნი იყვნენ (ამ გზაზე), — უეჭველად, მე მოვაშორებ მათ მათ ბოროტ საქმეებს [ვაპატიებ მათ ცოდვებს] და შევიყვან მათ ბაღებში (სამოთხეში), რომელთა ქვეშ მდინარეები მიედინება — საზღაურად ალლაჰისგან. და ალლაჰთანაა უმჯობესი საზღაური!»
196لَا يَغُرَّنَّكَ تَقَلُّبُ الَّذِينَ كَفَرُوا فِي الْبِلَادِ
ნუ მოგატყუებს შენ (ო, მოციქულო) ურწმუნოთა მიმოსვლა და წარმატებული მოძრაობა ქვეყნებში [მათი მშვიდი და კეთილდღეობით სავსე ცხოვრება];
197مَتَاعٌ قَلِيلٌ ثُمَّ مَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ ۚ وَبِئْسَ الْمِهَادُ
(ამქვეყნიური ცხოვრება) მცირე სარგებელია. ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რაოდენ ცუდი სარეცელია იგი.
198لَٰكِنِ الَّذِينَ اتَّقَوْا رَبَّهُمْ لَهُمْ جَنَّاتٌ تَجْرِي مِن تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا نُزُلًا مِّنْ عِندِ اللَّهِ ۗ وَمَا عِندَ اللَّهِ خَيْرٌ لِّلْأَبْرَارِ
ხოლო მათთვის, ვისაც ეშინოდათ თავიანთი უფლის (სასჯელის), — (ექნებათ) ბაღები (სამოთხის), რომელთა ქვეშ მდინარეები მიედინება. ისინი იქ მარადიულად დარჩებიან — როგორც სამყოფელი ალლაჰისგან. და ის, რაც ალლაჰთან არის, უმჯობესია სიკეთისმქმნელთათვის.
199وَإِنَّ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ لَمَن يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَمَا أُنزِلَ إِلَيْكُمْ وَمَا أُنزِلَ إِلَيْهِمْ خَاشِعِينَ لِلَّهِ لَا يَشْتَرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ ثَمَنًا قَلِيلًا ۗ أُولَٰئِكَ لَهُمْ أَجْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ ۗ إِنَّ اللَّهَ سَرِيعُ الْحِسَابِ
და ჭეშმარიტად, წიგნის ხალხთა შორის უეჭველად არიან ისეთებიც, რომლებიც ირწმუნებენ ალლაჰს [აღიარებენ მას ერთადერთ უფლად და ღმერთად და მიიღებენ ისლამს] და (ირწმუნებენ) იმას, რაც თქვენზე იქნა მოვლენილი (ო, მორწმუნენო) [ყურანს], და იმასაც, რაც მათზე იქნა მოვლენილი [თორასა და ინჯილს], დამორჩილებულნი ალლაჰის წინაშე; და არ ყიდიან ალლაჰის აიათებს მცირე ფასად. მათთვის არის აღთქმული მათი საზღაური მათი უფლისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშში!
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
197აია

თარგმანი — ალ-იმრანი 197

სურა ალ-იმრანი აია 197 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : (ამქვეყნიური ცხოვრება) მცირე სარგებელია. ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რაოდენ ცუდი…

სურა აია 197/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 195–199. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers