ალ-არაფი · 72/206
თარგმანი გამოთქმა — ალ-არაფი
فَأَنجَيْنَاهُ وَالَّذِينَ مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِّنَّا وَقَطَعْنَا دَابِرَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۖ وَمَا كَانُوا مُؤْمِنِينَ ۝٧٢
Fa anjainaahu wallazeena ma`ahoo birahmatim minnaa wa qata`naa daabiral lazeena kazzaboo bi Aayaatinaa wa maa kaanoo mu`mineen
📖 ქართული მნიშვნელობა
და ჩვენ ვიხსენით იგი [ჰუდი] და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ [მორწმუნეები], ჩვენი წყალობით, და სრულად გავანადგურეთ ისინი, ვინც უარყვეს ჩვენი ნიშნები და არ იყვნენ მორწმუნეები.
🎧 მოსმენა

📜 აია 70-74 — ალ-არაფი

70قَالُوا أَجِئْتَنَا لِنَعْبُدَ اللَّهَ وَحْدَهُ وَنَذَرَ مَا كَانَ يَعْبُدُ آبَاؤُنَا ۖ فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِن كُنتَ مِنَ الصَّادِقِينَ
('ადის ხალხმა) თქვეს: «ნუთუ ამისთვის მოხვედი (ო, ჰუდ), რომ მხოლოდ ერთ ალლაჰს ვეთაყვანოთ და მივატოვოთ ის, რასაც ჩვენი მამები ეთაყვანებოდნენ? მაშ, მოგვიყვანე ის, რითაც გვემუქრები [სასჯელი], თუ შენ მართალთაგანი ხარ!»
71قَالَ قَدْ وَقَعَ عَلَيْكُم مِّن رَّبِّكُمْ رِجْسٌ وَغَضَبٌ ۖ أَتُجَادِلُونَنِي فِي أَسْمَاءٍ سَمَّيْتُمُوهَا أَنتُمْ وَآبَاؤُكُم مَّا نَزَّلَ اللَّهُ بِهَا مِن سُلْطَانٍ ۚ فَانتَظِرُوا إِنِّي مَعَكُم مِّنَ الْمُنتَظِرِينَ
(ჰუდმა) თქვა: «უკვე დაგეცათ თქვენზე თქვენი უფლისგან სასჯელი და რისხვა. ნუთუ მეკამათებით სახელებზე [ღვთაებების სახელებზე], რომლებიც თქვენ და თქვენმა მამებმა დაარქვით? ალლაჰს არ ჩამოუგზავნია მათთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ კერპები იმსახურებენ თაყვანისცემას. მაშ, დაელოდეთ, და ჭეშმარიტად, მეც თქვენთან ერთად ვიქნები მომლოდინეთაგანი ».
72فَأَنجَيْنَاهُ وَالَّذِينَ مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِّنَّا وَقَطَعْنَا دَابِرَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۖ وَمَا كَانُوا مُؤْمِنِينَ
და ჩვენ ვიხსენით იგი [ჰუდი] და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ [მორწმუნეები], ჩვენი წყალობით, და სრულად გავანადგურეთ ისინი, ვინც უარყვეს ჩვენი ნიშნები და არ იყვნენ მორწმუნეები.
73وَإِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمْ صَالِحًا ۗ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ قَدْ جَاءَتْكُم بَيِّنَةٌ مِّن رَّبِّكُمْ ۖ هَٰذِهِ نَاقَةُ اللَّهِ لَكُمْ آيَةً ۖ فَذَرُوهَا تَأْكُلْ فِي أَرْضِ اللَّهِ ۖ وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوءٍ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
და სამუდის ხალხთან (გავაგზავნეთ) მათი ძმა სალიჰი. უთხრა მან [სალიჰმა]: «ო, ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით მხოლოდ ალლაჰს — არ არსებობს თქვენთვის სხვა ღმერთი, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას, მის გარდა! უკვე მოგივიდათ თქვენთან თქვენი უფლისგან ნათელი ნიშანი [მტკიცებულება]: ეს ალლაჰის აქლემი — თქვენთვის ნიშანია. მაშ, დატოვეთ იგი, რომ ძოვდეს ალლაჰის მიწაზე, და არ შეეხოთ მას ბოროტებით [არ მიაყენოთ მას რაიმე ზიანი], რათა ამის გამო არ დაგეწიოთ მტკივნეული სასჯელი.
74وَاذْكُرُوا إِذْ جَعَلَكُمْ خُلَفَاءَ مِن بَعْدِ عَادٍ وَبَوَّأَكُمْ فِي الْأَرْضِ تَتَّخِذُونَ مِن سُهُولِهَا قُصُورًا وَتَنْحِتُونَ الْجِبَالَ بُيُوتًا ۖ فَاذْكُرُوا آلَاءَ اللَّهِ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ
და გაიხსენეთ, როდესაც მან თქვენ გაგხადათ მემკვიდრეებად 'ადის ხალხის შემდეგ და დაგამკვიდრათ მიწაზე, რომლის ველებზე თქვენ აშენებთ სასახლეებს, ხოლო მთებს თლით სახლებად. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის წყალობები, რომლებიც მან თქვენზე გამოავლინა, და ნუ ივლით მიწაზე უკეთურების (ურწმუნოების) გავრცელებით».
ალ-არაფიყურანის საძიებელი
206აია
MeccanRevelation
72აია

თარგმანი — ალ-არაფი 72

სურა ალ-არაფი აია 72 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და ჩვენ ვიხსენით იგი [ჰუდი] და ისინი, ვინც მასთან ერთად…

სურა აია 72/206 — ალ-არაფი الأعراف (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-არაფი მოსმენა, ალ-არაფი თარგმანი, ალ-არაფი mp3, ალ-არაფი pdf. აია 70–74. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers