სურა ას-საფათი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ას-საფათი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ას-საფათი თარგმანი. სურა ას-საფათი (Meccan) 182 აია.
Related
- სურა ას-საფათი თარგმანიქართული
- სურა ას-საფათი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ას-საფათი

ﭑﭒﭓ
37:1
ვფიცავ [მე [ალლაჰი)] მათ [ანგელოზებს], რომლებიც (თავიანთი უფლის თაყვანისცემაში) დგანან მწკრივებად,
ﭔﭕﭖ
37:2
და ვფიცავ [ანგელოზებს], რომლებიც მტკიცედ დევნიან ღრუბლებს,
ﭗﭘﭙ
37:3
და ვფიცავ მათით, ვინც კითხულობს შეგონებას [ვინც ახსენებს ალლაჰს და კითხულობს მის სიტყვას].
ﭚﭛﭜﭝ
37:4
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი, არის ერთი [არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა მისი],
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
37:5
ის არის უფალი [შვიდი] ცისა და მიწის და იმისა, რაც მათ შორისაა და აღმოსავლეთების უფალი [მზისა და სხვა ციური სხეულების მბრძანებელი]!
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
37:6
ჭეშმარიტად, ჩვენ შევამკეთ უახლოესი ზეცა [სამყარო] ვარსკვლავების სილამაზით.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲ
37:7
და დასაცავად ყოველი მეამბოხე/ურჩი სატანისგან.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
37:8
ვერ ისმენენ ისინი [ეშმაკები] უმაღლესი საზოგადოების [ანგელოზთა] საუბარს, და თავს ესხმიან მათ [ეშმაკებს] [ელვებით] ყოველი მხრიდან.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂ
37:9
რათა განიდევნონ ისინი [ეშმაკები] (ზეციური მოსმენისგან), და მათთვისაა მომზადებული მარადიული სასჯელი ჯოჯოხეთში.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
37:10
(ეშმაკები ვერ ისმენენ უმაღლეს საზოგადოებას) გარდა იმათგან [ეშმაკთაგან], ვინც სწრაფად მოიპარავს სიტყვას [ანგელოზთა ნათქვამს], და მას მყისვე მისდევს მბზინავი, მფრქვეველი ალმური.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
37:11
ჰკითხე მათ [ო, მოციქულო]: ნუთუ ისინი უფრო ძნელად შესაქმნელნი არიან, თუ ის, რასაც ჩვენ შევქმენით [ყველა სხვა ქმნილება]? ჭეშმარიტად, ჩვენ შევქმენით ისინი [მათი მამა ადამი] წებოვანი თიხისგან.
ﮙﮚﮛﮜ
37:12
მაგრამ შენ [ო, მოციქულო] გაოცებული ხარ იმით, [თუ როგორ უარყოფენ ისინი აღდგომის რწმენას] და ამასთანავე დასცინიან კიდეც.
ﮝﮞﮟﮠﮡ
37:13
და როცა მათ შეაგონებენ, არ შეიგონებენ.
ﮢﮣﮤﮥﮦ
37:14
და როცა ისინი ხედავენ ნიშანს [სასწაულს], დასცინიან.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
37:15
და თქვეს მათ [ურწმუნოებმა]: «ეს [რაც შენ მოიტანე] მხოლოდ აშკარა ჯადოქრობაა!
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
37:16
ნუთუ შესაძლებელია, რომ როდესაც მოვკვდებით და მიწად და ძვლებად ვიქცევით, მართლა აღვდგებით?
ﯗﯘﯙ
37:17
ან (ნუთუ) აღდგებიან ჩვენი პირვანდელი მამებიც?»
ﯚﯛﯜﯝﯞ
37:18
უთხარი მათ [ო, მოციქულო]: «დიახ, (ყველანი აღდგებიან სამსჯავროს დღეს) და თქვენ იმ დღეს იქნებით დამცირებულნი!»
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
37:19
ეს იქნება მხოლოდ ერთი ხმა [მეორე შებერვა], და აი – ისინი უკვე ხედავენ [სამსჯავროს დღის მოვლენებს].
ﯧﯨﯩﯪﯫﯬ
37:20
და იტყვიან: «ვაი ჩვენ! ეს არის სამსჯავროს დღე!»
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
37:21
(მათ ეტყვიან): «ეს არის სასამართლოს დღე, რომელიც თქვენ სიცრუედ მიიჩნიეთ!»
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
37:22
۞ (უზენაესი უბრძანებს ანგელოზებს): «შეკრიბეთ ყველა ის, ვინც უსამართლობას სჩადიოდა, მათთან ერთად მათი მსგავსებიც და ისინიც, ვისაც ისინი თაყვანს სცემდნენ
ﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
37:23
ალლაჰის გარდა, და წაიყვანეთ ისინი ჯოჯოხეთის გზისკენ,
ﰆﰇﰈﰉﰊ
37:24
და შეაჩერეთ ისინი (ვიდრე ჯოჯოხეთს მიაღწევენ), – ჭეშმარიტად, ისინი გამოიკითხებიან [თითოეულ სიტყვასა და საქმეზე]».
ﭑﭒﭓﭔﭕ
37:25
(მათ ეტყვიან): «რა დაგემართათ, რომ არ ეხმარებით ერთმანეთს?»
ﭖﭗﭘﭙﭚ
37:26
არა! ისინი დღეს სრულიად დამორჩილებულნი იქნებიან.
ﭛﭜﭝﭞﭟﭠ
37:27
და მიუახლოვდებიან [ურწმუნონი] ერთმანეთს, და გამოკითხავენ ერთმანეთს.
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
37:28
ისინი ეუბნებიან (თავიანთ წინამძღოლებს): "ჭეშმარიტად, თქვენ მოდიოდით ჩვენთან მარჯვნიდან ».
ﭨﭩﭪﭫﭬﭭ
37:29
(მათი წინამძღოლები) უპასუხებენ მათ: «პირიქით, თქვენ თვითონ არ იყავით მორწმუნენი.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
37:30
და ჩვენ არ გვქონდა თქვენზე ძალაუფლება. მაგრამ თქვენ (ო, მრავალღმერთიანნო) (თვითონვე) იყავით ხალხი, გადამეტებული [ზღვარს გადასული ცოდვებში].
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
37:31
და ახდა ჩვენზე ჩვენი უფლის სიტყვა [მისი მუქარა], (ამიტომ) ჩვენ (თქვენთან ერთად) უეჭველად ვიგემებთ (სასჯელს)!
ﮂﮃﮄﮅﮆ
37:32
და ჩვენ დაგაბნიეთ თქვენ [გაგაშორეთ ჭეშმარიტ რწმენას], რადგან, ჭეშმარიტად, ჩვენ (თვითონვე) ვიყავით დაბნეულნი».
ﮇﮈﮉﮊﮋﮌ
37:33
და იმ დღეს ისინი [როგორც წინამძღოლები, ასევე მათი მიმდევრები] თანამონაწილენი იქნებიან სასჯელში .
ﮍﮎﮏﮐﮑ
37:34
ჭეშმარიტად, ასე ვიქცევით დამნაშავეებთან [ვინც ურწმუნოება და ცოდვები აირჩია]!
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
37:35
რადგან ჭეშმარიტად, ისინი, როცა მათ ეუბნებოდნენ: «არ არსებობს ღმერთი [თაყვანისცემის ღირსი], გარდა ალლაჰისა!» – ამპარტავნობდნენ.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
37:36
და ამბობდნენ: «ნუთუ მართლა დავტოვებთ ჩვენს ღმერთებს (ვიღაც) პოეტის გამო, რომელიც შეპყრობილია?»
ﮤﮥﮦﮧﮨﮩ
37:37
ოჰ, არა! ის (მუჰამმადი) მოვიდა ჭეშმარიტებით და დაადასტურა მოციქულების სიმართლე.
ﮪﮫﮬﮭﮮ
37:38
ჭეშმარიტად, თქვენ (ო, მრავალღმერთიანნო), უეჭველად იგემებთ მტანჯველ სასჯელს!
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
37:39
და მოგეგებათ თქვენ მხოლოდ იმ [ცოდვებზე], რასაც თქვენ ჩადიოდით.
ﯗﯘﯙﯚﯛ
37:40
გარდა ალლაჰის რჩეული მსახურებისა,
ﯜﯝﯞﯟﯠ
37:41
ისინი მიიღებენ მათთვის აღთქმულ ცნობილ სარჩოს (სამოთხეში).
ﯡﯢﯣﯤ
37:42
(მრავალფეროვან, გემრიელ) ნაყოფებს, და ისინი იქნებიან პატივში.
ﯥﯦﯧﯨ
37:43
კურთხეულ (მარადიულ) ბაღებში.
ﯩﯪﯫﯬ
37:44
ნაქარგ საწოლებზე (და მოსაუბრენი) ერთმანეთისკენ მიბრუნებული სახით.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲ
37:45
მათ შემოივლიან თასებით (სამოთხის ღვინისა), რომელიც (გამოდის) წყაროდან.
ﯳﯴﯵﯶ
37:46
თეთრი (ფერით) და სასიამოვნო (გემოთი) მსმელთათვის.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
37:47
არ არის მასში [სამოთხის ღვინოში] სიგიჟე [გონებას არ აბნელებს] (განსხვავებით ამქვეყნიური ღვინისგან), და ისინი არ დათვრებიან მისგან.
ﯿﰀﰁﰂﰃ
37:48
და მათ (სამოთხეში) ეყოლებათ მზერადახრილნი , დიდი და ლამაზი თვალებით.
ﰄﰅﰆﰇ
37:49
მსგავსნი ხელუხლებელი კვერცხებისა .
ﰈﰉﰊﰋﰌﰍ
37:50
და მათგან ზოგი ახლოვდება სხვებთან, და იკითხავენ (ერთმანეთს, როგორ ცხოვრობდნენ მიწიერ ცხოვრებაში).
ﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
37:51
მათგან ერთ-ერთი [სამოთხის მკვიდრთაგან] იტყვის: «მე მყავდა (ერთი) მეგობარი.
ﭑﭒﭓﭔﭕ
37:52
ამბობდა [ის მეგობარი დაცინვით]: "ნუთუ შენ იმათ შორის ხარ, ვინც ჭეშმარიტად მიიჩნევს (აღდგომას)?!
ﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
37:53
ნუთუ (შესაძლებელია, რომ) როცა მოვკვდებით და მიწად და ძვლებად ვიქცევით, მაშინ ნამდვილად გავსამართლდებით?"»
ﭞﭟﭠﭡﭢ
37:54
იტყვის იგი [მორწმუნე] (იმათ, ვისთანაც ის საუბრობს სამოთხეში): «ნუთუ არ შეხედავთ (სად არის ახლა ის მეგობარი)?»
ﭣﭤﭥﭦﭧﭨ
37:55
და მან შეხედა და იხილა იგი ჯოჯოხეთის შუაგულში.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮ
37:56
ეტყვის იგი [მორწმუნე] (თავის ურწმუნო მეგობარს): «ვფიცავ ალლაჰს! შენ კინაღამ მეც დამღუპე.
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
37:57
და რომ არა ჩემი უფლის წყალობა (იმით, რომ მან მაჩუქა რწმენა და გამამტკიცა მასში), უეჭველად, ვიქნებოდი დასჯილთა შორის (შენთან ერთად)».
ﭶﭷﭸﭹ
37:58
(და იტყვის მორწმუნე): «ნუთუ ჩვენ (უკვე) (აღარასოდეს) აღარ მოვკვდებით?!
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
37:59
გარდა ჩვენი პირველი სიკვდილისა, და ჩვენ აღარ ვიქნებით დასჯილნი.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆ
37:60
ჭეშმარიტად, ეს არის დიადი გამარჯვება».
ﮇﮈﮉﮊﮋ
37:61
ასეთი (უდიდესი სიკეთის) მოსაპოვებლად იღვაწონ [იშრომონ] მშრომელებმა (ამქვეყნიურ ცხოვრებაში).
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
37:62
ეს [სამოთხის ნეტარება] უკეთესია, როგორც მასპინძლობა [როგორც ალლაჰისგან ბოძებული ძღვენი], თუ ზაყყუმის ხე?
ﮓﮔﮕﮖﮗ
37:63
ჭეშმარიტად, ჩვენ გავხადეთ იგი [ზაყყუმის ხე] გამოსაცდელად უსამართლოთა [ურწმუნოთათვის].
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
37:64
ჭეშმარიტად, ეს არის ხე, რომელიც გამოდის [იზრდება] ჯოჯოხეთის ძირში.
ﮟﮠﮡﮢﮣ
37:65
მისი ნაყოფი [იმდენად მახინჯია], რომ ეშმაკების თავებს ჰგავს.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
37:66
ხოლო ისინი სინამდვილეში ჭამენ მათ [ზაყუმის ნაყოფს] და ივსებენ მისით თავიანთ მუცლებს.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
37:67
შემდეგ კი, ჭეშმარიტად, მათთვის (იქ) იქნება სასმელი — მდუღარე წყლის ნაზავი.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙ
37:68
შემდეგ კი, ჭეშმარიტად, მათი დაბრუნება აუცილებლად ჯოჯოხეთში იქნება.
ﯚﯛﯜﯝﯞ
37:69
რადგან ჭეშმარიტად, მათ ნახეს თავიანთი მამები [წინაპრები] გზააბნეულობაში.
ﯟﯠﯡﯢﯣ
37:70
და ისინი მათ კვალს სწრაფად გაჰყვნენ [დაუფიქრებლად].
ﯤﯥﯦﯧﯨﯩ
37:71
და უკვე მათამდე წინა [თაობის] უმეტესობა გზას ასცდა.
ﯪﯫﯬﯭﯮ
37:72
და ჩვენ მათთან შემგონებლები გავგზავნეთ,
ﯯﯰﯱﯲﯳﯴ
37:73
და შეხედე, როგორი იყო შეგონებულთა აღსასრული!
ﯵﯶﯷﯸﯹ
37:74
ალლაჰის გულწრფელ მსახურთა გარდა.
ﯺﯻﯼﯽﯾﯿ
37:75
და აი, უკვე მოგვმართა ნუჰმა და რა შესანიშნავად ვუპასუხეთ მის ვედრებას.
ﰀﰁﰂﰃﰄﰅ
37:76
და ჩვენ გადავარჩინეთ იგი [ნუჰი] და მისი ოჯახი [გარდა მისი ცოლისა და ერთი შვილისა] დიდი მწუხარებისგან.
ﭑﭒﭓﭔﭕ
37:77
და ჩვენ ისე მოვაწყვეთ, რომ მისი შთამომავლობა დარჩენილიყო [მას შემდეგ, რაც მისი ხალხი დაიხრჩვენ].
ﭖﭗﭘﭙﭚ
37:78
და დავტოვეთ მის შესახებ (კეთილი ხსენება) უკანასკნელ თაობებში:
ﭛﭜﭝﭞﭟﭠ
37:79
«მშვიდობა (წინასწარმეტყველ) ნუჰს სამყაროთა შორის [ყველა ანგელოზს, ჯინსა და ადამიანს შორის]!»
ﭡﭢﭣﭤﭥ
37:80
ჭეშმარიტად, ზუსტად ასე ვაჯილდოვებთ ჩვენ კეთილისმქმნელთ.
ﭦﭧﭨﭩﭪ
37:81
ჭეშმარიტად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.
ﭫﭬﭭﭮ
37:82
შემდეგ კი ჩვენ დავახრჩეთ სხვები.
ﭯﭰﭱﭲﭳﭴ
37:83
და ჭეშმარიტად, მისივე თემიდან იყო [შუამავალი] იბრაჰიმი.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺ
37:84
აი, იგი [იბრაჰიმი] მივიდა თავის უფალთან უბიწო გულით.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
37:85
აი, მან [იბრაჰიმმა] უთხრა თავის მამას და ხალხს: «რას სცემთ თაყვანს?
ﮂﮃﮄﮅﮆﮇ
37:86
ნუთუ, ცრუს იგონებთ და გსურთ თაყვანი სცეთ, ალლაჰის გარდა, [გამოგონილ] ღმერთებს?
ﮈﮉﮊﮋﮌ
37:87
აბა, რას ფიქრობთ სამყაროთა უფალზე?»
ﮍﮎﮏﮐﮑ
37:88
და მან შეხედა ვარსკვლავებს.
ﮒﮓﮔﮕ
37:89
და თქვა: «ჭეშმარიტად, მე ავად ვარ!»
ﮖﮗﮘﮙ
37:90
და მათ [მისმა ხალხმა] ზურგი აქციეს მას [შუამავალ იბრაჰიმს][და წავიდნენ დღესასწაულზე].
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
37:91
და შეიპარა იგი [იბრაჰიმი] მათ ღვთაებებთან და უთხრა [დაცინვით]: «ნუთუ არ ჭამთ [იმ საკვებს, რასაც თქვენი თაყვანისმცემლები გთავაზობენ]?
ﮡﮢﮣﮤﮥ
37:92
რა გჭირთ, რატომ არ ლაპარაკობთ [არ პასუხობთ ჩემს კითხვას]?»
ﮦﮧﮨﮩﮪ
37:93
და მიუახლოვდა იგი [იბრაჰიმი] მათ, და ურტყამდა მარჯვენა ხელით (ამტვრევდა მათ),
ﮫﮬﮭﮮ
37:94
და მივიდნენ ისინი [მისი ხალხი] მასთან [იბრაჰიმთან] აჩქარებულნი.
ﮯﮰﮱﯓﯔ
37:95
უთხრა: «ნუთუ თაყვანს სცემთ იმას, რასაც თავადვე გამოჩიჩქნით [ხისგან და ქვისგან]?
ﯕﯖﯗﯘﯙ
37:96
ხოლო ალლაჰმა შეგქმნათ თქვენ და ისიც, რასაც თქვენ აკეთებთ».
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
37:97
(მრავალღმერთოვნებმა) თქვეს: «აუშენეთ მისთვის [იბრაჰიმისთვის] ნაგებობა, (ამოავსეთ ის შეშით, დაანთეთ) და ჩააგდეთ ცეცხლში!»
ﯢﯣﯤﯥﯦﯧ
37:98
და განიზრახეს მის წინააღმდეგ მზაკვრობა (მისი მოკვლის მიზნით), ხოლო ჩვენ დავაქვეითეთ ისინი [დავამარცხეთ].
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
37:99
და თქვა მან [მოციქულმა იბრაჰიმმა]: «მე მივდივარ ჩემს უფალთან (იქ, სადაც თავისუფლად შევძლებ მის მსახურებას), და ის დამადგენს [სწორ] გზას». (და ასე გადასახლდა იგი შამში).
ﯯﯰﯱﯲﯳﯴ
37:100
(შემდეგ მან ალლაჰს მიმართა): «უფალო ჩემო! მომმადლე შთამომავლობა, (რომელიც იქნება) მართალთაგანი!»
ﯵﯶﯷﯸ
37:101
და გავახარეთ იგი მომთმენი ვაჟით (ისმაილით).
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
37:102
და როცა მან [ისმაილმა] მიაღწია (ისეთ ასაკს), რომ (უკვე) შეეძლო სიარული და შრომა მასთან ერთად, უთხრა [იბრაჰიმმა]: «ო, შვილო ჩემო! ჭეშმარიტად, მე ვხედავ სიზმარში (გამოცხადებას), რომ გწირავ შენ მსხვერპლად [ალლაჰისთვის], მაშ, შეხედე, რას ფიქრობ ამაზე». მან [ისმაილმა] თქვა: «ო, მამაჩემო! გააკეთე, რაც შენ გიბრაძანა (ალლაჰმა); (და) აღმომაჩენ, თუ ალლაჰი ინებებს, მომთმენთაგან» .
ﭑﭒﭓﭔﭕ
37:103
და როდესაც ორივენი [იბრაჰიმი და მისი ვაჟი ისმაილი] დაემორჩილნენ [ალლაჰს] და [იბრაჰიმმა] დააწვინა იგი შუბლით მიწაზე [იმისთვის, რომ მსხვერპლად შეეწირა ალლაჰისთვის],
ﭖﭗﭘﭙ
37:104
და ჩვენ მივმართეთ მას [იმ მძიმე დროს, როცა უკვე მიახლოებული იყო დანა მისი ვაჟის ყელს]: «ო, იბრაჰიმ, [შეჩერდი]!
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
37:105
შენ უკვე დაადასტურე [საქმით] სიზმარი [წინასწარმეტყველური ხილვა]». ნამდვილად, ასე ვაჯილდოებთ კეთილის მოქმედთ.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨ
37:106
ჭეშმარიტად, ეს იყო აშკარა გამოცდა.
ﭩﭪﭫﭬ
37:107
და ჩვენ შევცვალეთ იგი [ისმაილი] დიდ შესაწირავი მსხვერპლით [ვერძით],
ﭭﭮﭯﭰﭱ
37:108
და ჩვენ დავტოვეთ მის შესახებ [კეთილი ხსენება] მომდევნო თაობებში.
ﭲﭳﭴﭵ
37:109
მშვიდობა იბრაჰიმს [ალლაჰისგან]!
ﭶﭷﭸﭹ
37:110
ჭეშმარიტად, სწორედ ასე ვაჯილდოებთ ჩვენ გულწრფელ კეთილისქმნელთ.
ﭺﭻﭼﭽﭾ
37:111
ჭეშმარიტად, იგი [იბრაჰიმი] ჩვენი მორწმუნე მორჩილთა შორის იყო.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄ
37:112
და გავახარეთ იგი [იბრაჰიმი] ისჰაყით, შუამავლად და მართალთაგან.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
37:113
და ჩვენ დავლოცეთ ის [იბრაჰიმი] და ისჰაყი. მაგრამ მათი შთამომავლობიდან არიან კეთილის მოქმედნიც და ასევე აშკარად საკუთარ თავს უსამართლოდ მომქცევნიც.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖ
37:114
და [ასევე] ჩვენ მოვუვლინეთ წყალობა მუსას და ჰარუნს.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜ
37:115
და ჩვენ გადავარჩინეთ ისინი ორივენი და მათი ხალხიც დიდი მწუხარებისგან [დამცირებისგან, მონობისგან და წითელ ზღვაში დახრჩობისგან].
ﮝﮞﮟﮠﮡ
37:116
და ჩვენ დავეხმარეთ მათ, და ისინი გახდნენ გამარჯვებულნი [ფარაონსა და მისი ხალხზე].
ﮢﮣﮤﮥ
37:117
და ჩვენ მივანიჭეთ მათ ორს [მუსას და ჰარუნს] ნათელი წიგნი [თორა].
ﮦﮧﮨﮩ
37:118
და ჩვენ წარვმართეთ ისინი ორივენი [მუსა და ჰარუნი] სწორ გზაზე.
ﮪﮫﮬﮭﮮ
37:119
და ჩვენ დავტოვეთ მათ შესახებ [კეთილი ხსენება] მომდევნო თაობებში.
ﮯﮰﮱﯓﯔ
37:120
მშვიდობა მუსას და ჰარუნს [ალლაჰისგან].
ﯕﯖﯗﯘﯙ
37:121
ჭეშმარიტად, სწორედ ასე ვაჯილდოვებთ კეთილისქმნელთ.
ﯚﯛﯜﯝﯞ
37:122
ჭეშმარიტად, ისინი ორივენი ჩვენი მორწმუნე მორჩილთა შორის იყვნენ.
ﯟﯠﯡﯢﯣ
37:123
და ჭეშმარიტად, ილიასი [ასევე] იყო გამოგზავნილთაგან.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩ
37:124
აი, უთხრა მან თავის ხალხს [ისრაილის შთამომავლებს]: «ნუთუ არ შეგეშინდებათ [ალლაჰის სასჯელის]?
ﯪﯫﯬﯭﯮﯯ
37:125
ნუთუ თქვენ მიმართავთ [ვედრებით] ბა'ლას და ტოვებთ შემოქმედთაგან საუკეთესოს,
ﯰﯱﯲﯳﯴﯵ
37:126
[ტოვებთ] ალლაჰს, თქვენს უფალს და თქვენს პირველ მამათა უფალს ?
ﭑﭒﭓﭔ
37:127
და მათ უარყვეს იგი [ილიას შუამავალი]. და ჭეშმარიტად, ისინი უეჭველად მოყვანილ იქნებიან [სასამართლო დღეზე].
ﭕﭖﭗﭘﭙ
37:128
გარდა ალლაჰის რჩეული მორჩილებისა .
ﭚﭛﭜﭝﭞ
37:129
და ჩვენ დავტოვეთ მის შესახებ [კეთილი ხსენება] მომდევნო თაობებში.
ﭟﭠﭡﭢﭣ
37:130
მშვიდობა [შუამავალ] ილ იასინს [ილიასს].
ﭤﭥﭦﭧﭨ
37:131
ჭეშმარიტად, სწორედ ასე ვაჯილდოებთ ჩვენ გულწრფელ კეთილისქმნელთ.
ﭩﭪﭫﭬﭭ
37:132
ჭეშმარიტად, იგი [შუამავალი ილიასი] ჩვენი მორწმუნე მორჩილთაგანი იყო.
ﭮﭯﭰﭱﭲ
37:133
და ჭეშმარიტად, ლუტი იყო გამოგზავნილთაგან [შუამავალთაგან].
ﭳﭴﭵﭶﭷ
37:134
აი, ჩვენ გადავარჩინეთ იგი [შუამავალი ლუტი] და მისი მთელი ოჯახი.
ﭸﭹﭺﭻﭼ
37:135
გარდა მოხუცი ქალისა [მისი ცოლისა], რომელიც დარჩენილთა შორის აღმოჩნდა [თავის ხალხთან ერთად დაიღუპა თავისი ურწმუნოების გამო].
ﭽﭾﭿﮀ
37:136
შემდეგ ჩვენ გავანადგურეთ სხვები.
ﮁﮂﮃﮄﮅ
37:137
და, ჭეშმარიტად, თქვენ (ო, მექქელებო) თქვენს სავაჭრო მოგზაურობებში მათ [ლუტის დასახლებას] დილაობით ჩაუვლით.
ﮆﮇﮈﮉﮊ
37:138
და ღამითაც: ნუთუ ვერ აცნობიერებთ [რომ იგივე შეიძლება თქვენც დაგემართოთ]?
ﮋﮌﮍﮎﮏ
37:139
და ჭეშმარიტად, იუნუსიც იყო გამოგზავნილთაგან [შუამავალთაგან].
ﮐﮑﮒﮓﮔﮕ
37:140
აი, [ერთხელ] იგი [შუამავალი იუნუსი] გაიქცა [თავისი ხალხისგან ღმერთის ნებართვის გარეშე] [გაბრაზებული მათზე] გადატვირთული (ხალხითა და ტვირთით სავსე] გემისკენ.
ﮖﮗﮘﮙﮚ
37:141
და მან წილი ყარა [სხვა ადამიანებთან ერთად] და დამარცხებულთა შორის აღმოჩნდა .
ﮛﮜﮝﮞﮟ
37:142
და ის ჩაყლაპა ვეშაპმა, და იგი იყო გაკიცხულთაგანი.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥ
37:143
და რომ არა ის, რომ იგი [მანამ, სანამ ვეშაპის მუცელში აღმოჩნდებოდა] იყო ალლაჰის მადიდებელთა შორის,
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
37:144
უთუოდ დარჩებოდა მის [ვეშაპის] მუცელში იმ დღემდე, ვიდრე არ აღსდგებოდნენ.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓ
37:145
და ჩვენ კი გამოვაგდეთ იგი [იუნუსი] ცარიელ უდაბნოში [იქ, სადაც არც ადამიანი ცხოვრობს და არც რამე იზრდება], და ის იყო ძალაგამოცლილი.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙ
37:146
და აღმოვაცენეთ ჩვენ მასზე გოგრის ხე [მოციქულ იუნუსისთვის ჩრდილად და საკვებად].
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
37:147
და გავგზავნეთ ჩვენ იგი [იუნუსი] ასი ათასთან, და უფრო მეტნიც იყვნენ .
ﯡﯢﯣﯤﯥ
37:148
და ირწმუნეს მათ და გადავუვადეთ მათ [სასჯელი] გარკვეულ დრომდე.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫ
37:149
ჰკითხე მათ [ო, მოციქულო] [შენს ხალხს]: «ნუთუ [ფიქრობენ, რომ] შენს უფალს ჰყავს ქალიშვილები, ხოლო მათ კი ვაჟები?!
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
37:150
[და ჰკითხე მათ]: «ნუთუ ჩვენ ქალებად შევქმენით ანგელოზები, და ისინი იყვნენ ამის მოწმენი [ესწრებოდნენ მათ შექმნას]?»
ﯳﯴﯵﯶﯷﯸ
37:151
ო, დიახ! ჭეშმარიტად, ისინი თავიანთი მოგონილი სიცრუისგან უეჭველად ამბობენ:
ﯹﯺﯻﯼﯽ
37:152
«ალლაჰმა შვა!» – და [ხოლო] ისინი ჭეშმარიტად მატყუარები არიან [როდესაც ამბობენ იმას, რაც თვითონვე არ იციან].
ﯾﯿﰀﰁﰂ
37:153
ნუთუ მან აირჩია [თავისთვის] ქალიშვილები, ხოლო ვაჟები დატოვა?
ﭑﭒﭓﭔﭕ
37:154
რა გჭირთ თქვენ [ო, ხალხო], როგორ განსჯით?
ﭖﭗﭘ
37:155
ნუთუ არ შეიგონებთ [რომ ალლაჰს არ შეშვენის შვილების აყვანა] [ვინაიდან იგი ამაზე უზენაესია]?
ﭙﭚﭛﭜﭝ
37:156
ან იქნებ თქვენ გაქვთ ნათელი მტკიცებულება [თქვენი სიტყვებისა და მოგონილის დასამტკიცებლად]?
ﭞﭟﭠﭡﭢﭣ
37:157
მოიტანეთ მაშინ თქვენი წიგნი, თუ სიმართლეს ამბობთ.
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
37:158
და დაადგინეს [მოიგონეს] მათ [მრავალღმერთიანებმა] ნათესაობა მას [ალლაჰსა] და ჯინებს შორის. ხოლო ჯინებმა კი კარგად იციან, რომ ისინი [ვინც ამას ამბობს] წარდგენილნი იქნებიან [სასჯელისათვის].
ﭰﭱﭲﭳﭴ
37:159
წმინდაა ალლაჰი [წმინდაა იგი და აღმატებულია] იმისგან, რასაც ისინი [ურწმუნონი] მიაწერენ მას.
ﭵﭶﭷﭸﭹ
37:160
გარდა ალლაჰის რჩეულ მორჩილთა .
ﭺﭻﭼﭽ
37:161
ჭეშმარიტად, თქვენ [ო, მრავალღმერთიანნო] და ის, რასაც თაყვანს სცემთ [თქვენი ცრუ ღმერთები],
ﭾﭿﮀﮁﮂ
37:162
ვერც ერთს თქვენგანს ვერ შეიყვანთ ცდუნებაში [ვერ შეიყვანთ შეცდომაში] მის წინააღმდეგ [ალლაჰის ნების საწინააღმდეგოდ],
ﮃﮄﮅﮆﮇﮈ
37:163
გარდა მხოლოდ იმათისა, ვისთვისაც [უკვე განსაზღვრულია] ჯოჯოხეთში შესვლა.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
37:164
და [ანგელოზებმა თქვეს]: «არ არის ჩვენ შორის არც ერთი, ვისაც არ ჰქონდეს განსაზღვრული ადგილი [ზეცაში].
ﮐﮑﮒﮓ
37:165
და, ჭეშმარიტად, ჩვენ [ვდგავართ] მწკრივებად (ალლაჰის თაყვანისცემასა და მორჩილებაში).
ﮔﮕﮖﮗ
37:166
და ჭეშმარიტად, ჩვენ უეჭველად ვადიდებთ [ალლაჰს],
ﮘﮙﮚﮛ
37:167
ხოლო ისინი [მექქელი მრავალღმერთიანები] ჯიუტად ამბობდნენ:
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
37:168
«ნეტავ ჩვენ გვქონოდა შეხსენება [ალლაჰის წიგნი ან მისი წინასწარმეტყველი] წინამორბედთაგან,
ﮣﮤﮥﮦﮧ
37:169
მაშინ ჩვენ, უეჭველად, ვიქნებოდით ალლაჰის რჩეული მორჩილნი».
ﮨﮩﮪﮫﮬﮭ
37:170
მაგრამ მათ უარყვეს იგი (მუჰამმადი). და მალე ისინი შეიტყობენ [რა სასჯელიც ელით]
ﮮﮯﮰﮱﯓﯔ
37:171
და უკვე უცვლელია ჩვენი სიტყვა, (რომელიც ნათქვამია) ჩვენი მსახური მოციქულების შესახებ, (რომ)…
ﯕﯖﯗﯘ
37:172
ჭეშმარიტად, მათ მიენიჭებათ დახმარება [როგორც მტკიცებულებით, ისე ძალით] [მათი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში]
ﯙﯚﯛﯜﯝ
37:173
და ჭეშმარიტად, ჩვენი ლაშქარი (მათთვისაა) — სწორედ ის იქნება გამარჯვებული.
ﯞﯟﯠﯡﯢ
37:174
და განერიდე (ო, მოციქულო) მათ [მათ, ვინც ჭეშმარიტებას არ იღებს] განსაზღვრულ დრომდე.
ﯣﯤﯥﯦ
37:175
და შეხედე მათ [და დაელოდე], და ისინიც იხილავენ [რა სასჯელი დაატყდებათ].
ﯧﯨﯩ
37:176
ნუთუ ისინი ჩქარობენ ჩვენს სასჯელს?
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
37:177
ხოლო როცა იგი [ჩვენი სასჯელი] მათ მოედანზე [მათ ეზოებში] დაეშვება, მაშინ ცუდი იქნება დილა მათთვის, ვინც გაფრთხილებულნი იყვნენ!
ﯱﯲﯳﯴﯵ
37:178
და განერიდე (ო, მოციქულო) მათ განსაზღვრულ დრომდე.
ﯶﯷﯸﯹ
37:179
და შეხედე [და დაელოდე], და ისინიც იხილავენ [რა სასჯელიც დაატყდებათ]!
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
37:180
დიდებულია შენი უფალი, სიდიადის უფალი, და უზენაესია იგი იმაზე, რასაც ისინი [ურწმუნოები] მას მიაწერენ!
ﰁﰂﰃﰄ
37:181
მშვიდობა გზავნილებს [შუამავლებს].
ﰅﰆﰇﰈﰉ
37:182
ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა უფალს!
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







