ალ-იმრანი · 182/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيكُمْ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِّلْعَبِيدِ ۝١٨٢
Zaalika bimaa qaddamat aideekum wa annal laaha laisa bizallaamil lil`abeed
📖 ქართული მნიშვნელობა
ეს [სასჯელი] იმის გამო, რაც თქვენმა ხელებმა წინასწარ მოიმზადა [თქვენი ურწმუნოების, უსამართლობის, ბოროტებისა და ცოდვების გამო], და იცოდეთ, რომ ალლაჰი არ არის (თავისი) მსახურების მჩაგვრელი.
🎧 მოსმენა

📜 აია 180-184 — ალ-იმრანი

180وَلَا يَحْسَبَنَّ الَّذِينَ يَبْخَلُونَ بِمَا آتَاهُمُ اللَّهُ مِن فَضْلِهِ هُوَ خَيْرًا لَّهُم ۖ بَلْ هُوَ شَرٌّ لَّهُمْ ۖ سَيُطَوَّقُونَ مَا بَخِلُوا بِهِ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ وَلِلَّهِ مِيرَاثُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ
და ნურც ისინი, ვინც ძუნწობენ იმაზე, რაც ალლაჰმა თავისი სიუხვით უბოძა მათ, იფიქრებენ, რომ ეს [ძუნწობა] მათთვის სიკეთეა. არა! პირიქით — ეს მათთვის ბოროტებაა. აღდგომის დღეს მათ კისერზე ჩამოეკიდებათ ის (სიმდიდრე), რომლის გაცემასაც ისინი ძუნწობდნენ. ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის მემკვიდრეობა, და ალლაჰმა იცის ის, რასაც თქვენ აკეთებთ.
181لَّقَدْ سَمِعَ اللَّهُ قَوْلَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ فَقِيرٌ وَنَحْنُ أَغْنِيَاءُ ۘ سَنَكْتُبُ مَا قَالُوا وَقَتْلَهُمُ الْأَنبِيَاءَ بِغَيْرِ حَقٍّ وَنَقُولُ ذُوقُوا عَذَابَ الْحَرِيقِ
უეჭველად, ალლაჰმა უკვე მოისმინა იმათი [იუდეველთა] სიტყვა, რომლებმაც თქვეს: «ალლაჰი ღარიბია, ხოლო ჩვენ მდიდრები ვართ». ჩვენ ჩავწერთ იმას, რაც მათ თქვეს, და ასევე (ჩავწერთ) მათ მიერ შუამავალთა დახოცვას უსამართლოდ, და ვეტყვით (მათ): «იგემეთ ცეცხლის სასჯელი!»
182ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيكُمْ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِّلْعَبِيدِ
ეს [სასჯელი] იმის გამო, რაც თქვენმა ხელებმა წინასწარ მოიმზადა [თქვენი ურწმუნოების, უსამართლობის, ბოროტებისა და ცოდვების გამო], და იცოდეთ, რომ ალლაჰი არ არის (თავისი) მსახურების მჩაგვრელი.
183الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ عَهِدَ إِلَيْنَا أَلَّا نُؤْمِنَ لِرَسُولٍ حَتَّىٰ يَأْتِيَنَا بِقُرْبَانٍ تَأْكُلُهُ النَّارُ ۗ قُلْ قَدْ جَاءَكُمْ رُسُلٌ مِّن قَبْلِي بِالْبَيِّنَاتِ وَبِالَّذِي قُلْتُمْ فَلِمَ قَتَلْتُمُوهُمْ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ
[ეს იუდეველები არიან] ისინი, რომლებმაც თქვეს (როდესაც ისლამისკენ მოუწოდეს მათ): «ალლაჰმა გვიანდერძა [გვიბრძანა] ჩვენ (თორაში), რომ არ ვირწმუნოთ არც ერთი მოციქული, სანამ არ მოვა ჩვენთან ისეთი (სასწაულით) — მსხვერპლით, რომელსაც ის ალლაჰს შესწირავს და რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი შეჭამს [დაწვავს]». უთხარი (მათ), (ო, მოციქულო): «ჩემამდე უკვე მოვიდნენ თქვენთან მოციქულები ნათელი ნიშნებითა და მტკიცებულებებით, და იმითაც, რაც თქვენ თქვით [მსხვერპლით, რომელსაც ციდან ჩამოსული ცეცხლი წვავდა]. მაშ რატომ მოკალით ისინი, თუ მართლები ხართ იმაში, რასაც ამბობთ?»
184فَإِن كَذَّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَ رُسُلٌ مِّن قَبْلِكَ جَاءُوا بِالْبَيِّنَاتِ وَالزُّبُرِ وَالْكِتَابِ الْمُنِيرِ
თუ ისინი [იუდეველები და სხვებიც] ცრუდ შეგრაცხავენ (ო, მოციქულო), მაშ მართლაც, შენამდე უკვე უარყოფილნი იყვნენ (მრავალი) მოციქულები, რომლებიც მოდიოდნენ თავიანთ ხალხებთან ნათელი ნიშნებით, და წიგნებით, და გამანათებელი წერილით [როგორიცაა თორა, ფსალმუნი და ინჯილი].
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
182აია

თარგმანი — ალ-იმრანი 182

სურა ალ-იმრანი აია 182 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ეს [სასჯელი] იმის გამო, რაც თქვენმა ხელებმა წინასწარ მოიმზადა [თქვენი…

სურა აია 182/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 180–184. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers