ალ-მაიდა · 80/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
تَرَىٰ كَثِيرًا مِّنۡهُمۡ يَتَوَلَّوۡنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْۚ لَبِئۡسَ مَا قَدَّمَتۡ لَهُمۡ أَنفُسُهُمۡ أَن سَخِطَ ٱللَّهُ عَلَيۡهِمۡ وَفِي ٱلۡعَذَابِ هُمۡ خَٰلِدُونَ  ۝٨٠
Taraa kaseeram minhum yatawallawnal lazeena kafaroo; labi`sa maa qaddamat lahum anfusuhum an sakhital laahu `alaihim wa fil `azaabi hum khaalidoon
📖 ქართული მნიშვნელობა
შენ (ო, მოციქულო) ხედავ, რომ ბევრ მათგანს [იუდეველთაგან] მოკავშირეებად იღებენ ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ [მრავალღმერთიანებს]. უეჭველად ცუდია ის, რაც მათ თავიანთმა სულებმა მოუმზადეს: რომ ალლაჰი განრისხდა მათზე, და ისინი სასჯელში მარადიულად დარჩებიან.
🎧 მოსმენა

📜 აია 78-82 — ალ-მაიდა

78لُعِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ مِنۢ بَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ عَلَىٰ لِسَانِ دَاوُۥدَ وَعِيسَى ٱبۡنِ مَرۡيَمَۚ ذَٰلِكَ بِمَا عَصَواْ وَّكَانُواْ يَعۡتَدُونَ 
დაწყევლილნი არიან ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ ისრაელის შთამომავლებიდან, დაუდის ენით [ზაბურში — წიგნში, რომელიც მას ჩამოევლინა], და 'ისას, მარიამის ძის ენით [სახარებაში]. ეს იმის გამო, რომ ისინი ალლაჰს არ ემორჩილებოდნენ და ზღვარს გადიოდნენ [არღვევდნენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს].
79كَانُواْ لَا يَتَنَاهَوۡنَ عَن مُّنكَرٍ فَعَلُوهُۚ لَبِئۡسَ مَا كَانُواْ يَفۡعَلُونَ 
ისინი [იუდეველები] არ იკავებდნენ თავს და არც ერთმანეთს აკავებდნენ იმ საძრახისი საქმისგან, რომელსაც სჩადიოდნენ. უეჭველად ცუდია ის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
80تَرَىٰ كَثِيرًا مِّنۡهُمۡ يَتَوَلَّوۡنَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْۚ لَبِئۡسَ مَا قَدَّمَتۡ لَهُمۡ أَنفُسُهُمۡ أَن سَخِطَ ٱللَّهُ عَلَيۡهِمۡ وَفِي ٱلۡعَذَابِ هُمۡ خَٰلِدُونَ 
შენ (ო, მოციქულო) ხედავ, რომ ბევრ მათგანს [იუდეველთაგან] მოკავშირეებად იღებენ ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ [მრავალღმერთიანებს]. უეჭველად ცუდია ის, რაც მათ თავიანთმა სულებმა მოუმზადეს: რომ ალლაჰი განრისხდა მათზე, და ისინი სასჯელში მარადიულად დარჩებიან.
81وَلَوۡ كَانُواْ يُؤۡمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلنَّبِيِّ وَمَآ أُنزِلَ إِلَيۡهِ مَا ٱتَّخَذُوهُمۡ أَوۡلِيَآءَ وَلَٰكِنَّ كَثِيرًا مِّنۡهُمۡ فَٰسِقُونَ 
და რომ მათ [იუდეველებს] ერწმუნათ ალლაჰი, მოციქული [მუჰამმადი], და ის, რაც მას ჩამოევლინა [ყურანი], მაშინ ისინი არ აირჩევდნენ მათ [მრავალღმერთიანებს] მოკავშირეებად, მაგრამ ბევრი მათგანი ურჩნია.
82۞ لَتَجِدَنَّ أَشَدَّ ٱلنَّاسِ عَدَٰوَةً لِّلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱلۡيَهُودَ وَٱلَّذِينَ أَشۡرَكُواْۖ وَلَتَجِدَنَّ أَقۡرَبَهُم مَّوَدَّةً لِّلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱلَّذِينَ قَالُوٓاْ إِنَّا نَصَٰرَىٰۚ ذَٰلِكَ بِأَنَّ مِنۡهُمۡ قِسِّيسِينَ وَرُهۡبَانًا وَأَنَّهُمۡ لَا يَسۡتَكۡبِرُونَ 
۞ უთუოდ აღმოაჩენ (ო, მოციქულო), რომ მორწმუნეთა მიმართ ყველაზე მეტად მტრულად განწყობილი ადამიანები არიან იუდეველები და ისინი, ვინც მრავალღმერთიანები გახდნენ. და ასევე უთუოდ აღმოაჩენ (ო, მოციქულო), რომ მორწმუნეთა მიმართ სიყვარულით ყველაზე ახლოს დგანან ისინი, ვინც ამბობენ: «ჩვენ ქრისტიანები ვართ!» ეს იმიტომ, რომ მათ შორის არიან მღვდლები და ბერები, და იმიტომაც, რომ ისინი ქედმაღლობას არ ავლენენ.
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
80აია

თარგმანი — ალ-მაიდა 80

სურა აია 80/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 78–82. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers