სურა ალ-მუდასირი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ალ-მუდასირი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-მუდასირი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მუდასირი თარგმანი. ალ-მუდასირი (Meccan) 56 აია.
Related
- ალ-მუდასირი თარგმანიქართული
- ალ-მუდასირი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-მუდასირი

ﮪﮫﮬ
ჰეი, სამოსელში გახვეულო (მოციქულო)!
ﮭﮮﮯ
ადექი და გააფრთხილე (ადამიანები)!
ﮰﮱﯓ
და შენი უფალი ადიდე!
ﯔﯕﯖ
და სამოსი შენი გაწმინდე!
ﯗﯘﯙ
და სიბილწეს განერიდე!
ﯚﯛﯜﯝ
და ნუ გასცემ (მოწყალებას, მისგან) მეტის მიღების მიზნით,
ﯞﯟﯠ
და შენი უფლისთვის მოითმინე!
ﯡﯢﯣﯤﯥ
ხოლო როცა საყვირს ჩაჰბერავენ.
ﯦﯧﯨﯩﯪ
აი, ის დღე იქნება მძიმე დღე.
ﯫﯬﯭﯮﯯ
რომელიც ურწმუნოებისთვის იოლი არ იქნება.
ﯰﯱﯲﯳﯴ
დამტოვე მე [ალლაჰი] მასთან, ვინც მე შევქმენი მარტოდ [რომელიც დაიბადა ყოველგვარი ქონებისა და შვილების გარეშე].
ﯵﯶﯷﯸﯹ
და (შემდეგ) მივეცი მას უამრავი ქონება,
ﯺﯻﯼ
და ძენი მის გვერდით მყოფნი
ﯽﯾﯿﰀ
და ფართოდ გავუშალე მას (ცხოვრება ამქვეყნად).
ﰁﰂﰃﰄﰅ
შემდეგ (ყოველივე ამის შემდეგაც) ის მაინც ძლიერ ისურვებს, რომ მე დავუმატო მას (სიმდიდრე და შვილები).
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
მაგრამ არა! რადგან უეჭველად, იგი ჩვენი ნიშნების მიმართ [ყურანის აიათებისა და ალლაჰის სხვა მტკიცებულებების მიმართ] ჯიუტია.
ﰍﰎﰏ
მე მას დავაკისრებ მძიმე "აღმართს" — [უმძიმეს ჯოჯოხეთურ სასჯელს].
ﰐﰑﰒﰓ
რადგან ის ფიქრობდა და გეგმავდა (როგორ შეეწინააღმდეგებოდა ყურანსა და მოციქულს).
ﭑﭒﭓﭔ
დაე, წყეული იყოს! როგორ დაგეგმა!
ﭕﭖﭗﭘﭙ
კვლავაც წყეულიმც იყოს, როგორ დაგეგმა!
ﭚﭛﭜ
შემდეგ მან შეხედა [კიდევ დაფიქრდა], (თუ რა შეიძლებოდა კიდევ გაეკეთებინა ყურანის წინააღმდეგ)
ﭝﭞﭟﭠ
შემდეგ შეიჭმუხნა და დამწუხრდა (როცა ვეღარაფერი მოიფიქრა).
ﭡﭢﭣﭤ
შემდეგ ზურგი აქცია (ჭეშმარიტებას) და გაამპარტავნდა.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და თქვა: «ეს სხვა არაფერია, თუ არა (წინაპრებისგან) გადმოცემული ჯადოქრობა».
ﭬﭭﭮﭯﭰﭱ
«ჭეშმარიტად, ეს (ყურანი) სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სიტყვა».
ﭲﭳﭴ
მალე მე მას დავწვავ ჯოჯოხეთის ფენაში!
ﭵﭶﭷﭸﭹ
და რამ გამცნოს შენ, თუ რა არის ჯოჯოხეთის ფენა?
ﭺﭻﭼﭽﭾ
ის არ ტოვებს (ხორცს სხეულზე) და არც (ძვლებს) აცდის დარჩენას.
ﭿﮀﮁ
კანების დამწველი (ტანჯულთათვის).
ﮂﮃﮄﮅ
მის ზემოთ [ჯოჯოხეთის ფენა "ას-საყარზე"] არიან ცხრამეტი (ანგელოზი),
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და ჩვენ ცეცხლის [ჯოჯოხეთის] მცველებად მხოლოდ ანგელოზები დავაყენეთ (და არა სხვები), ხოლო მათი რაოდენობა მხოლოდ გამოცდად ვაქციეთ მათთვის, ვინც ურწმუნო გახდა, და რათა დარწმუნდნენ ისინი, ვისაც წიგნი ებოძა (რომ ყურანი ალლაჰისგან მომდინარე ჭეშმარიტებაა) (რადგან მათ წიგნებშიც სწორედ ჯოჯოხეთის მცველთა ეს რაოდენობაა მოხსენიებული), და (რათა) კიდევ უფრო მოემატოთ რწმენა მათ, ვინც ირწმუნა. და (რათა) ეჭვი არ შეეპაროთ მათ, ვისაც წიგნი ებოძა, და მორწმუნეებს (რომ ყურანი ალლაჰისგან გარდმოვლენილი წიგნია). ხოლო თქვეს მათ, რომელთა გულებში სნეულებაა [თვალთმაქცებმა], და ურწმუნოებმა: «რა სურდა ალლაჰს ამით, ასეთი მაგალითის მოყვანით?» ასე ალლაჰი აცდენს ჭეშმარიტ გზას, ვისაც ინებებს, და ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს, ვისაც ინებებს. და არავინ იცის შენი უფლის ლაშქრები, გარდა მისი. ხოლო ეს [ჯოჯოხეთის ხსენება] ადამიანებისთვის მხოლოდ შეგონებაა.
ﯥﯦﯧ
მაგრამ არა! მე (ალლაჰი) ვფიცავ მთვარეს!
ﯨﯩﯪﯫ
და ღამეს, როცა ის მიიწურება
ﯬﯭﯮﯯ
და განთიადს, როცა გაბრწყინდება.
ﯰﯱﯲﯳ
უეჭველად, ეს [ჯოჯოხეთის ფენა "ას-საყარ"] ერთ-ერთი უდიდესია (უბედურება).
ﯴﯵﯶ
კაცობრიობის გამაფრთხილებლად.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
თქვენგან ვისაც სურს, წინ წავიდეს ან უკან დაიხიოს.
ﯿﰀﰁﰂﰃﰄ
ყოველი სული თავისი ნამოქმედარის მძევალია.
ﰅﰆﰇﰈ
გარდა მარჯვენის ხალხისა (მორწმუნეებისა)
ﰉﰊﰋﰌ
(რომლებიც) სამოთხეებში ერთმანეთს შეეკითხებიან
ﰍﰎﰏ
დამნაშავეთა (ურწმუნოთა) შესახებ.
ﰐﰑﰒﰓﰔ
რამ ჩაგაგდოთ საყარში?
ﰕﰖﰗﰘﰙﰚ
იტყვიან: «არ ვიყავით მლოცველთაგანნი.
ﰛﰜﰝﰞﰟ
და არ ვკვებავდით ღატაკთ
ﰠﰡﰢﰣﰤ
და ჩვენ ვიხრჩობოდით (ურწმუნოებაში, დაცინვაში, ცრუ სიტყვებში) მათთან, ვინც იხრჩობოდა,
ﰥﰦﰧﰨﰩ
და ცრუდ მივიჩნევდით სამსჯავროს დღეს,
ﰪﰫﰬﰭ
სანამ არ გვეწვია უეჭველი (სიკვდილი)».
ﭑﭒﭓﭔﭕ
და არ წაადგებათ მათ შუამდგომელთა შუამდგომლობა.
ﭖﭗﭘﭙﭚﭛ
რა ემართებათ, რომ ზურგს აქცევენ შეგონებას?
ﭜﭝﭞﭟ
თითქოს შეშინებული (ველური) ვირები იყვნენ,
ﭠﭡﭢﭣ
რომელებიც გაიქცნენ ლომისგან,
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
მაგრამ პირიქით! თითოეულ მათგანს [ამ მრავალღმერთიანთაგან] სურს, რომ მას მიეცეს (ალლაჰისგან) გაშლილი გრაგნილები (როგორც ჩამოუვლინა მუჰამმადს).
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
არა! მათ არ ეშინიათ იმქვეყნიური ცხოვრების.
ﭵﭶﭷﭸ
არა! ჭეშმარიტად, იგი შეხსენებაა.
ﭹﭺﭻﭼ
და ვისაც სურს, დაე, გაიხსენოს იგი (შეიგონოს ყურანის აიათები)
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
მაგრამ ისინი [ყურანს] არ გაიხსენებენ, თუ ალლაჰი ამას არ ისურვებს. (მართლაც, მხოლოდ) ის არის ის, (სასჯელის) ვისიც უნდა გვეშინოდეს, (და მხოლოდ ის არის ის), ვინც მიტევებას ანიჭებს!
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







