სურა ალ-ქიამა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ქიამა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ქიამა თარგმანი. სურა ალ-ქიამა (Meccan) 40 აია.
Related
- სურა ალ-ქიამა თარგმანიქართული
- სურა ალ-ქიამა mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ქიამა

ﮊﮋﮌﮍﮎ
75:1
არა! მე, ალლაჰი, ვფიცავ აღდგომის დღეს!
ﮏﮐﮑﮒﮓ
75:2
და ვფიცავ თვითმბრალმდებელ სულს
ﮔﮕﮖﮗﮘﮙ
75:3
ნუთუ ჰგონია ადამიანს, რომ ვერ შევკრებთ მის ძვლებს?
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
75:4
პირიქით! ჩვენ ძალგვიძს მისი თითის წვერების აღდგენაც კი!
ﮡﮢﮣﮤﮥﮦ
75:5
არამედ ადამიანს სურს, რომ მის წინაშე იცოდვილოს (სურს რომ უარყოს ადამიანის გაცოცხლება).
ﮧﮨﮩﮪﮫ
75:6
კითხულობს: «როდისაა აღდგომის დღე?»
ﮬﮭﮮﮯ
75:7
და როცა თვალები დაიბინდება
ﮰﮱﯓ
75:8
და მთვარე დაბნელდება
ﯔﯕﯖﯗ
75:9
და მზე და მთვარე შეერთდება
ﯘﯙﯚﯛﯜﯝ
75:10
იმ დღეს იტყვის ადამიანი: «საითაა გასაქცევი?»
ﯞﯟﯠﯡ
75:11
მაგრამ არა! თავშესაფარი არ არის!
ﯢﯣﯤﯥﯦ
75:12
იმ დღეს შენს უფალთანაა დაბრუნება.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
75:13
იმ დღეს ეუწყება ადამიანს, რაც წინასწარ გააკეთა და რაც გადადო.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳ
75:14
უფრო მეტიც, ადამიანი თვითონ (იმ დღეს) (იქნება) საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმე,
ﯴﯵﯶﯷ
75:15
თუნდაც რომ წარმოადგინოს თავისი თავის მართლება
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
75:16
არ ამოძრავო (ო, მოციქულო) შენი ენა მისით [ყურანით], რომ დააჩქარო ეს [რომ უფრო მალე დაიმახსოვრო].
ﯿﰀﰁﰂﰃ
75:17
უეჭველად, ჩვენზეა [ყურანის] შეგროვება და წაკითხვა .
ﰄﰅﰆﰇﰈ
75:18
და როცა ჩვენ მას წავიკითხავთ , მაშინ მიჰყევი მის კითხვას.
ﰉﰊﰋﰌﰍ
75:19
შემდეგ ჩვენზეა მისი განმარტება.
ﭑﭒﭓﭔﭕ
75:20
არა! არამედ თქვენ გიყვართ წარმავალი.
ﭖﭗﭘ
75:21
და ტოვებთ საიქიოს.
ﭙﭚﭛﭜ
75:22
იმ დღეს სახეები გაბრწყინებული იქნება.
ﭝﭞﭟﭠ
75:23
თავისი უფლისკენ მომზირალი.
ﭡﭢﭣﭤ
75:24
და ზოგიერთი სახე იმ დღეს პირქუში იქნება.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪ
75:25
ფიქრით, რომ ხერხემალი უტყდებათ.
ﭫﭬﭭﭮﭯ
75:26
მაგრამ არა! როდესაც ის [სული] ლავიწის ძვლებს მიაღწევს (სიკვდილის ჟამს),
ﭰﭱﭲﭳﭴ
75:27
და ითქმება: «ვინ წაუკითხავს შელოცვას (რათა განიკურნოს)?»
ﭵﭶﭷﭸ
75:28
და მიხვდება, რომ ეს განშორებაა (სიკვდილია).
ﭹﭺﭻﭼ
75:29
და შეერთდება წვივი წვივთან [სიკვდილის წინ არსებულ სიმძიმე შეერწყმის მარადიული ცხოვრების წინაშე შიშს].
ﭽﭾﭿﮀﮁ
75:30
იმ დღეს შენი უფლისაკენ იქნება დაბრუნება.
ﮂﮃﮄﮅﮆ
75:31
(მან ხომ) არც ირწმუნა და არც ლოცვებს აღასრულებდა.
ﮇﮈﮉﮊ
75:32
არამედ, პირიქით, სიცრუედ მიიჩნია იგი [ყურანი] და ზურგი აქცია,
ﮋﮌﮍﮎﮏﮐ
75:33
შემდეგ თავისი ოჯახისკენ გაემართა ამაყი (თავისი ურწმუნოების გამო ქედმაღლური) ნაბიჯებით.
ﮑﮒﮓﮔ
75:34
ვაი (უბედურება) შენ, და ვაი (უბედურება; ეს იმიტომ, რომ ტანჯვა-წამება უკვა ახლოსაა)
ﮕﮖﮗﮘﮙ
75:35
კვლავ ვაი (უბედურება) შენ, და ვაი
ﮚﮛﮜﮝﮞﮟ
75:36
ნუთუ ჰგონია ადამიანს, რომ იგი უბრალოდ ასე იქნება მიტოვებული ?
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
75:37
განა არ იყო იგი (ოდესღაც) (მამაკაცის) თესლის წვეთი, რომელიც იღვრებოდა?
ﮧﮨﮩﮪﮫﮬ
75:38
შემდეგ იგი სისხლის შედედებული წვეთი იყო, შემდეგ კი მან შექმნა იგი (ადამიანად) და გაასწორა [მის სხეულს თანაზომიერება მიანიჭა],
ﮭﮮﮯﮰﮱﯓ
75:39
და შექმნა მისგან წყვილი: მამაკაცი და ქალი.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
75:40
ნუთუ მას არ ძალუძს მკვდრების გაცოცხლება?
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







