ალ-ბაქარა · 60/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
۞ وَإِذِ اسْتَسْقَىٰ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ فَقُلْنَا اضْرِب بِّعَصَاكَ الْحَجَرَ ۖ فَانفَجَرَتْ مِنْهُ اثْنَتَا عَشْرَةَ عَيْنًا ۖ قَدْ عَلِمَ كُلُّ أُنَاسٍ مَّشْرَبَهُمْ ۖ كُلُوا وَاشْرَبُوا مِن رِّزْقِ اللَّهِ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ ۝٦٠
Wa izis tasqaa Moosaa liqawmihee faqulnad rib bi`asaakal hajara fanfajarat minhusnataaa `ashrata `aynan qad `alima kullu unaasim mash rabahum kuloo washraboo mir rizqil laahi wa laa ta`saw fil ardi mufsideen
📖 ქართული მნიშვნელობა
۞ (და კიდევ ერთი ჩვენი წყალობა ის იყო, რომ თქვენ უდაბნოში ხეტიალობდით და ძლიერ წყურვილს განიცდიდით) და აი, მუსამ სთხოვა წყალი თავისი ხალხისთვის, და ჩვენ ვუთხარით: «დაარტყი შენი კვერთხით კლდეს!» (და მუსამ დაარტყა) და ამოიხეთქა მისგან თორმეტი წყარო [ისრაელის შთამომავლების ტომების (გვარების) რიცხვის მიხედვით], რათა ყველა ხალხს სცოდნოდა თავისი სასმელი წყლის ადგილი [თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი წყარო, რათა გვარებს შორის დავა არ წარმოშობილიყო]. და (ჩვენ ვუთხარით): «ჭამეთ და სვით ალლაჰისგან ბოძებული საზრდოდან და ნუ ბოროტმოქმედებთ მიწაზე, უწესრიგობის თესვით».
🎧 მოსმენა

📜 აია 58-62 — ალ-ბაქარა

58وَإِذْ قُلْنَا ادْخُلُوا هَٰذِهِ الْقَرْيَةَ فَكُلُوا مِنْهَا حَيْثُ شِئْتُمْ رَغَدًا وَادْخُلُوا الْبَابَ سُجَّدًا وَقُولُوا حِطَّةٌ نَّغْفِرْ لَكُمْ خَطَايَاكُمْ ۚ وَسَنَزِيدُ الْمُحْسِنِينَ
და (გაიხსენეთ) ჩვენი წყალობა, როცა ვთქვით: «შედით ამ დასახლებაში [იერუსალიმში] და მიირთვით იქ, სადაც გნებავთ, და შედით ამ ქალაქის კარიბჭეში მუხლმოდრეკით (საჯდაზე დაცემით), და თქვით: "მიტევება!" [ო ალლაჰ, გვაპატიე!] — და ჩვენ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს და გავუმრავლებთ სიკეთის მოქმედთ [ჯილდოს]».
59فَبَدَّلَ الَّذِينَ ظَلَمُوا قَوْلًا غَيْرَ الَّذِي قِيلَ لَهُمْ فَأَنزَلْنَا عَلَى الَّذِينَ ظَلَمُوا رِجْزًا مِّنَ السَّمَاءِ بِمَا كَانُوا يَفْسُقُونَ
და შეცვალეს მათ, ვინც უსამართლობას სჩადიოდნენ (ისრაელის შთამომავლებს შორის), ალლაჰის სიტყვა სხვა სიტყვით , რომელიც მათთვის ნათქვამი არ იყო. და ჩვენ მოვავლინეთ ზეციდან სასჯელი იმათზე, ვინც უსამართლობას სჩადიოდა, იმის გამო, რომ ისინი ურჩნი იყვნენ.
60۞ وَإِذِ اسْتَسْقَىٰ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ فَقُلْنَا اضْرِب بِّعَصَاكَ الْحَجَرَ ۖ فَانفَجَرَتْ مِنْهُ اثْنَتَا عَشْرَةَ عَيْنًا ۖ قَدْ عَلِمَ كُلُّ أُنَاسٍ مَّشْرَبَهُمْ ۖ كُلُوا وَاشْرَبُوا مِن رِّزْقِ اللَّهِ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ
۞ (და კიდევ ერთი ჩვენი წყალობა ის იყო, რომ თქვენ უდაბნოში ხეტიალობდით და ძლიერ წყურვილს განიცდიდით) და აი, მუსამ სთხოვა წყალი თავისი ხალხისთვის, და ჩვენ ვუთხარით: «დაარტყი შენი კვერთხით კლდეს!» (და მუსამ დაარტყა) და ამოიხეთქა მისგან თორმეტი წყარო [ისრაელის შთამომავლების ტომების (გვარების) რიცხვის მიხედვით], რათა ყველა ხალხს სცოდნოდა თავისი სასმელი წყლის ადგილი [თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი წყარო, რათა გვარებს შორის დავა არ წარმოშობილიყო]. და (ჩვენ ვუთხარით): «ჭამეთ და სვით ალლაჰისგან ბოძებული საზრდოდან და ნუ ბოროტმოქმედებთ მიწაზე, უწესრიგობის თესვით».
61وَإِذْ قُلْتُمْ يَا مُوسَىٰ لَن نَّصْبِرَ عَلَىٰ طَعَامٍ وَاحِدٍ فَادْعُ لَنَا رَبَّكَ يُخْرِجْ لَنَا مِمَّا تُنبِتُ الْأَرْضُ مِن بَقْلِهَا وَقِثَّائِهَا وَفُومِهَا وَعَدَسِهَا وَبَصَلِهَا ۖ قَالَ أَتَسْتَبْدِلُونَ الَّذِي هُوَ أَدْنَىٰ بِالَّذِي هُوَ خَيْرٌ ۚ اهْبِطُوا مِصْرًا فَإِنَّ لَكُم مَّا سَأَلْتُمْ ۗ وَضُرِبَتْ عَلَيْهِمُ الذِّلَّةُ وَالْمَسْكَنَةُ وَبَاءُوا بِغَضَبٍ مِّنَ اللَّهِ ۗ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانُوا يَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَيَقْتُلُونَ النَّبِيِّينَ بِغَيْرِ الْحَقِّ ۗ ذَٰلِكَ بِمَا عَصَوا وَّكَانُوا يَعْتَدُونَ
და როცა თქვენ თქვით: «ჰეი, მუსა! ვეღარ მოვითმენთ ერთი და იგივე სახეობის საკვებზე ყოფნას და შენს უფალს შეევედრე, აღმოგვიცენოს ის, რაც მიწაზე ამოდის: ბოსტნეული, კიტრი, ნიორი, ოსპი და ხახვი». (მუსამ) გიპასუხათ: «ნუთუ გსურთ, შეცვალოთ უფრო ცუდით ის, რაც უკეთესია? (მაშ) ჩადით ქალაქში და, უეჭველად, ყველაფერია იქ თქვენთვის, რასაც ითხოვთ». (იქ კი) თავს დაატყდათ დამცირება, სიღარიბე და რისხვა ალლაჰისა, რადგან უარყოფდნენ ალლაჰის სასწაულებს (აიათებს) და უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავლებს. ეს ყველაფერი იმისთვის მიეზღოთ, რომ ურჩობდნენ და ზღვარს გადიოდნენ.
62إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَالَّذِينَ هَادُوا وَالنَّصَارَىٰ وَالصَّابِئِينَ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَعَمِلَ صَالِحًا فَلَهُمْ أَجْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ირწმუნეს [მუჰამმადის თემი], და ისინი, ვინც (მანამდე, ვიდრე ალლაჰმა კაცობრიობას თავისი უკანასკნელი მოციქული მოუვლინა) იუდაიზმს მისდევდნენ, და ქრისტიანები და საბიელები [ისინი, ვინც დაბადებიდან ბუნებრივ რწმენაში იმყოფებიან და რომელიმე განსაზღვრულ რელიგიას არ მისდევენ] , — ვინც მათგან ირწმუნებს ალლაჰს და უკანასკნელ დღეს და შეასრულებს მართალ საქმეებს, — მათთვის იქნება მათი ჯილდო მათი უფლის წინაშე, და არ იქნება მათზე შიში (აღდგომის დღეს), და ისინი არ იქნებიან დამწუხრებულნი (იმის გამო, რაც ამ ცხოვრებაში გაიარეს).
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
60აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 60

სურა ალ-ბაქარა აია 60 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ۞ (და კიდევ ერთი ჩვენი წყალობა ის იყო, რომ თქვენ…

სურა აია 60/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 58–62. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers