ალ-იმრანი · 22/200
თარგმანი გამოთქმა — ალ-იმრანი
أُولَٰئِكَ الَّذِينَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَمَا لَهُم مِّن نَّاصِرِينَ ۝٢٢
Ulaaa`ikal lazeena habitat a`maaluhum fid dunyaa wal Aaakhirati wa maa lahum min naasireen
📖 ქართული მნიშვნელობა
ასეთნი არიან ისინი, ვისი საქმეებიც ფუჭად იქცა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მარადიულშიც, და არ ეყოლებათ მათ არავითარი დამხმარენი.
🎧 მოსმენა

📜 აია 20-24 — ალ-იმრანი

20فَإِنْ حَاجُّوكَ فَقُلْ أَسْلَمْتُ وَجْهِيَ لِلَّهِ وَمَنِ اتَّبَعَنِ ۗ وَقُل لِّلَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ وَالْأُمِّيِّينَ أَأَسْلَمْتُمْ ۚ فَإِنْ أَسْلَمُوا فَقَدِ اهْتَدَوا ۖ وَّإِن تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْكَ الْبَلَاغُ ۗ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِالْعِبَادِ
ხოლო თუ ისინი (წიგნის ხალხი) დაიწყებენ შენთან კამათს (ო, მოციქულო) ერთღმერთიანობის შესახებ მას შემდეგ, რაც მათთან მოვიდა აშკარა მტკიცებულება, მაშინ თქვი: «მე მივუძღვენი ჩემი სახე (მხოლოდ) ალლაჰს და ასევე — ისინი, ვინც გამომყვნენ (მორწმუნეები)». და უთხარი მათ, ვისაც მიეცა წიგნი, და უწიგნურებს (არაბ წარმართებს): «დაემორჩილეთ თუ არა?» და თუ დაემორჩილებიან (ალლაჰს), მაშინ ეს ნიშნავს, რომ ისინი სწორ გზაზე დადგნენ; ხოლო თუ ზურგს აქცევენ, შენზე (ო, მოციქულო) არის მხოლოდ გზავნილის გადაცემა. და ალლაჰი ხედავს თავის მონებს.
21إِنَّ الَّذِينَ يَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَيَقْتُلُونَ النَّبِيِّينَ بِغَيْرِ حَقٍّ وَيَقْتُلُونَ الَّذِينَ يَأْمُرُونَ بِالْقِسْطِ مِنَ النَّاسِ فَبَشِّرْهُم بِعَذَابٍ أَلِيمٍ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც უარყოფენ ალლაჰის ნიშნებს (აიათებს), და უსამართლოდ ხოცავენ შუამავლებს, და კლავენ ადამიანებს, რომლებიც მოუწოდებენ სამართლიანობასა და შუამავალთა გზის მიყოლას, — ახარე მათ მტკივნეული სასჯელი!
22أُولَٰئِكَ الَّذِينَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَمَا لَهُم مِّن نَّاصِرِينَ
ასეთნი არიან ისინი, ვისი საქმეებიც ფუჭად იქცა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მარადიულშიც, და არ ეყოლებათ მათ არავითარი დამხმარენი.
23أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ أُوتُوا نَصِيبًا مِّنَ الْكِتَابِ يُدْعَوْنَ إِلَىٰ كِتَابِ اللَّهِ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ ثُمَّ يَتَوَلَّىٰ فَرِيقٌ مِّنْهُمْ وَهُم مُّعْرِضُونَ
განა არ დაინახე (ო, მოციქულო) ისინი, ვისაც მიეცა წიგნის ნაწილი (იუდეველები, რომლებმაც იციან, რომ ის, რითაც შენ მოხვედი, ჭეშმარიტებაა)? მათ უხმობენ ალლაჰის წიგნისკენ (იმისკენ, რაც ყურანშია), რათა მან განსაჯოს მათ შორის. შემდეგ კი, როცა ეს მათ სურვილებს არ შეესაბამება, ზოგიერთი მათგანი ზურგს აქცევს და თავს არიდებს (ჭეშმარიტებას).
24ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَالُوا لَن تَمَسَّنَا النَّارُ إِلَّا أَيَّامًا مَّعْدُودَاتٍ ۖ وَغَرَّهُمْ فِي دِينِهِم مَّا كَانُوا يَفْتَرُونَ
ეს (მათი გადახრა ჭეშმარიტებისგან) იმიტომაა, რომ ამბობდნენ: «ცეცხლი (ჯოჯოხეთი) არასოდეს შეგვეხება, გარდა დათვლილი რამდენიმე დღისა». და მოატყუა ისინი თავიანთ სარწმუნოებაში იმან, რასაც თავად იგონებდნენ.
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
22აია

თარგმანი — ალ-იმრანი 22

სურა ალ-იმრანი აია 22 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ასეთნი არიან ისინი, ვისი საქმეებიც ფუჭად იქცა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და…

სურა აია 22/200 — ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-იმრანი მოსმენა, ალ-იმრანი თარგმანი, ალ-იმრანი mp3, ალ-იმრანი pdf. აია 20–24. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers