ან-ნისა · 164/176
თარგმანი გამოთქმა — ან-ნისა
وَرُسُلًا قَدْ قَصَصْنَاهُمْ عَلَيْكَ مِن قَبْلُ وَرُسُلًا لَّمْ نَقْصُصْهُمْ عَلَيْكَ ۚ وَكَلَّمَ اللَّهُ مُوسَىٰ تَكْلِيمًا ۝١٦٤
Wa Rusulan qad qasas naahum `alaika min qablu wa Rusulal lam naqsushum `alaik; wa kallamallaahu Moosaa takleemaa
📖 ქართული მნიშვნელობა
და (ჩვენ გავუგზავნეთ ადამიანებს) მოციქულები, რომელთა შესახებაც უკვე გაცნობეთ შენ, (ო მოციქულო) (ყურანში), და ასევე მოციქულები, რომელთა შესახებაც არ მოგვიყოლია შენთვის. და ალლაჰმა ესაუბრა მუსას ნამდვილი საუბრით — უშუალოდ, შუამავლის გარეშე.
🎧 მოსმენა

📜 აია 162-166 — ან-ნისა

162لَّٰكِنِ الرَّاسِخُونَ فِي الْعِلْمِ مِنْهُمْ وَالْمُؤْمِنُونَ يُؤْمِنُونَ بِمَا أُنزِلَ إِلَيْكَ وَمَا أُنزِلَ مِن قَبْلِكَ ۚ وَالْمُقِيمِينَ الصَّلَاةَ ۚ وَالْمُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَالْمُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ أُولَٰئِكَ سَنُؤْتِيهِمْ أَجْرًا عَظِيمًا
მაგრამ მათგან მტკიცენი ცოდნაში — (იუდეველთა შორის ის მცოდნენი, რომლებმაც ისლამი მიიღეს) — და მორწმუნენი, რომლებიც ირწმუნებენ იმას, რაც შენზე იქნა ჩამოგზავნილი, (ო, მოციქულო), და ასევე იმას, რაც შენამდე იქნა ჩამოგზავნილი, და ისინი, რომლებიც აღასრულებენ ლოცვას, და გასცემენ სავალდებულო მოწყალებას [ზაქათს] თავიანთი ქონებიდან, და რომლებიც ირწმუნებენ ალლაჰს და უკანასკნელ დღეს, — ასეთებს ჩვენ მივანიჭებთ დიდ ჯილდოს.
163۞ إِنَّا أَوْحَيْنَا إِلَيْكَ كَمَا أَوْحَيْنَا إِلَىٰ نُوحٍ وَالنَّبِيِّينَ مِن بَعْدِهِ ۚ وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطِ وَعِيسَىٰ وَأَيُّوبَ وَيُونُسَ وَهَارُونَ وَسُلَيْمَانَ ۚ وَآتَيْنَا دَاوُودَ زَبُورًا
۞ ჭეშმარიტად, ჩვენ გამოცხადებით შთაგაგონეთ შენ, (ო მოციქულო), ისე როგორც შთავაგონეთ ნუჰს და მის შემდეგ მოსულ შუამავლებს. და გამოცხადება მივეცით იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაყუბს და ტომებს — (წინასწარმეტყველებს იაყუბის შთამომავლობის თორმეტი ტომიდან), ასევე 'ისას, აიიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს. და მივეცით ჩვენ დაუდს წიგნი — ზაბური (ფსალმუნები).
164وَرُسُلًا قَدْ قَصَصْنَاهُمْ عَلَيْكَ مِن قَبْلُ وَرُسُلًا لَّمْ نَقْصُصْهُمْ عَلَيْكَ ۚ وَكَلَّمَ اللَّهُ مُوسَىٰ تَكْلِيمًا
და (ჩვენ გავუგზავნეთ ადამიანებს) მოციქულები, რომელთა შესახებაც უკვე გაცნობეთ შენ, (ო მოციქულო) (ყურანში), და ასევე მოციქულები, რომელთა შესახებაც არ მოგვიყოლია შენთვის. და ალლაჰმა ესაუბრა მუსას ნამდვილი საუბრით — უშუალოდ, შუამავლის გარეშე.
165رُّسُلًا مُّبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ لِئَلَّا يَكُونَ لِلنَّاسِ عَلَى اللَّهِ حُجَّةٌ بَعْدَ الرُّسُلِ ۚ وَكَانَ اللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًا
(და ჩვენ ვუგზავნიდით ადამიანებს) მოციქულებს როგორც მახარობლებს, და როგორც გამაფრთხილებლებს ალლაჰის სასჯელის შესახებ, რათა მოციქულების შემდეგ ადამიანებს აღარ ჰქონოდათ ალლაჰის წინაშე რაიმე გამამართლებელი საბაბი. და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
166لَّٰكِنِ اللَّهُ يَشْهَدُ بِمَا أَنزَلَ إِلَيْكَ ۖ أَنزَلَهُ بِعِلْمِهِ ۖ وَالْمَلَائِكَةُ يَشْهَدُونَ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ شَهِيدًا
მაგრამ (თუ ისინი არ გირწმუნებენ შენ, ო მოციქულო), მაშინ ალლაჰი თავად მოწმობს იმას, რაც შენზე ჩამოავლინა. მან ჩამოაგზავნა იგი თავისი ცოდნით. და ანგელოზებიც მოწმობენ. და სრულიად საკმარისია ალლაჰი მოწმედ.
ან-ნისაყურანის საძიებელი
176აია
MedinanRevelation
164აია

თარგმანი — ან-ნისა 164

სურა ან-ნისა აია 164 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და (ჩვენ გავუგზავნეთ ადამიანებს) მოციქულები, რომელთა შესახებაც უკვე გაცნობეთ შენ,…

სურა აია 164/176 — ან-ნისა النساء (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნისა მოსმენა, ან-ნისა თარგმანი, ან-ნისა mp3, ან-ნისა pdf. აია 162–166. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers