ალ-მაიდა · 71/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
وَحَسِبُوا أَلَّا تَكُونَ فِتْنَةٌ فَعَمُوا وَصَمُّوا ثُمَّ تَابَ اللَّهُ عَلَيْهِمْ ثُمَّ عَمُوا وَصَمُّوا كَثِيرٌ مِّنْهُمْ ۚ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ ۝٧١
Wa hasibooo allaa takoona fitnaun fa`amoo wa sammoo summa taabal laahu `alaihim summa `amoo wa sammoo kaseerum minhum; wallaahu baseerum bimaa ya`maloon
📖 ქართული მნიშვნელობა
და მათ [ისრაელის შთამომავლებმა] იფიქრეს, რომ არანაირი გამოცდა არ იქნებოდა. ამიტომ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ [ჭეშმარიტების მოსასმენად]. შემდეგ, როცა მათ სასჯელი შეეხოთ და ალლაჰს მონანიებით მიმართეს, ალლაჰმა მიიღო მათი მონანიება. შემდეგ კი, როცა ჭეშმარიტება უკვე ნათელი გახდა, მათგან ბევრმა კვლავ დაბრმავდა და დაყრუვდა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ.
🎧 მოსმენა

📜 აია 69-73 — ალ-მაიდა

69إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَالَّذِينَ هَادُوا وَالصَّابِئُونَ وَالنَّصَارَىٰ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَعَمِلَ صَالِحًا فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ირწმუნეს, და ისინი, ვინც (მანამდე, სანამ ალლაჰმა კაცობრიობას თავისი ბოლო მოციქული გამოუგზავნა) იუდაიზმს მისდევდნენ, და საბიელები [ისინი, ვინც დაბადებიდან ბუნებრივ რწმენაზე არიან და არ მისდევენ რომელიმე განსაზღვრულ სარწმუნოებას], და ქრისტიანები — ვინც მათგან ირწმუნებს ალლაჰს და უკანასკნელ დღეს და კეთილ საქმეებს გააკეთებს, მათზე არ იქნება შიში (აღდგომის დღეს), და არ იქნებიან დამწუხრებულნი.
70لَقَدْ أَخَذْنَا مِيثَاقَ بَنِي إِسْرَائِيلَ وَأَرْسَلْنَا إِلَيْهِمْ رُسُلًا ۖ كُلَّمَا جَاءَهُمْ رَسُولٌ بِمَا لَا تَهْوَىٰ أَنفُسُهُمْ فَرِيقًا كَذَّبُوا وَفَرِيقًا يَقْتُلُونَ
უკვე აიღო ალლაჰმა აღთქმა ისრაელის შთამომავლებისგან და გავუგზავნეთ მათ წინასწარმეტყველები. ყოველ ჯერზე, როდესაც მათთან მოდიოდა რომელიმე მოციქული (ალლაჰის გამოცხადებით) იმით, რაც მათ სულებს არ სურდათ [იმ კანონებითა და ბრძანებებით], ზოგიერთს ისინი უარყოფდნენ (როგორც მაგალითად 'ისას და მუჰამმადს), ხოლო სხვებს კლავდნენ (როგორც მაგალითად ზაქარიას და იაჰიას).
71وَحَسِبُوا أَلَّا تَكُونَ فِتْنَةٌ فَعَمُوا وَصَمُّوا ثُمَّ تَابَ اللَّهُ عَلَيْهِمْ ثُمَّ عَمُوا وَصَمُّوا كَثِيرٌ مِّنْهُمْ ۚ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ
და მათ [ისრაელის შთამომავლებმა] იფიქრეს, რომ არანაირი გამოცდა არ იქნებოდა. ამიტომ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ [ჭეშმარიტების მოსასმენად]. შემდეგ, როცა მათ სასჯელი შეეხოთ და ალლაჰს მონანიებით მიმართეს, ალლაჰმა მიიღო მათი მონანიება. შემდეგ კი, როცა ჭეშმარიტება უკვე ნათელი გახდა, მათგან ბევრმა კვლავ დაბრმავდა და დაყრუვდა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ.
72لَقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ هُوَ الْمَسِيحُ ابْنُ مَرْيَمَ ۖ وَقَالَ الْمَسِيحُ يَا بَنِي إِسْرَائِيلَ اعْبُدُوا اللَّهَ رَبِّي وَرَبَّكُمْ ۖ إِنَّهُ مَن يُشْرِكْ بِاللَّهِ فَقَدْ حَرَّمَ اللَّهُ عَلَيْهِ الْجَنَّةَ وَمَأْوَاهُ النَّارُ ۖ وَمَا لِلظَّالِمِينَ مِنْ أَنصَارٍ
უკვე ურწმუნონი გახდნენ ისინი, ვინც თქვეს: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არის მესია, მარიამის ძე». ხოლო მესიამ თქვა (თავის ხალხს): «ო, ისრაელის შთამომავლებო! ეთაყვანეთ მხოლოდ ალლაჰს — ჩემს უფალს და თქვენს უფალს!» ჭეშმარიტად, ვინც ალლაჰს თანამოზიარეს დაუყენებს, მას ალლაჰი აუკრძალავს სამოთხეს. და მისი საბოლოო თავშესაფარი იქნება ცეცხლი [ჯოჯოხეთი]. და არ ეყოლებათ უსამართლოთ დამხმარეები.
73لَّقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ ثَالِثُ ثَلَاثَةٍ ۘ وَمَا مِنْ إِلَٰهٍ إِلَّا إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۚ وَإِن لَّمْ يَنتَهُوا عَمَّا يَقُولُونَ لَيَمَسَّنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
უკვე ურწმუნონი გახდნენ ისინი, ვინც თქვეს: «ალლაჰი არის მესამე სამიდან», მაშინ როცა არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა მხოლოდ ერთი ღმერთისა (და ეს ალლაჰია). და თუ ისინი [ვინც ამას ამბობენ] არ შეწყვეტენ იმას, რასაც ამბობენ, მაშინ მათგან იმათ, ვინც ურწმუნონი გახდნენ, აუცილებლად შეეხებათ მტანჯველი სასჯელი.
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
71აია

თარგმანი — ალ-მაიდა 71

სურა ალ-მაიდა აია 71 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და მათ [ისრაელის შთამომავლებმა] იფიქრეს, რომ არანაირი გამოცდა არ იქნებოდა.…

სურა აია 71/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 69–73. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers