ჰუდი · 76/123
თარგმანი გამოთქმა — ჰუდი
يَا إِبْرَاهِيمُ أَعْرِضْ عَنْ هَٰذَا ۖ إِنَّهُ قَدْ جَاءَ أَمْرُ رَبِّكَ ۖ وَإِنَّهُمْ آتِيهِمْ عَذَابٌ غَيْرُ مَرْدُودٍ ۝٧٦
Yaaa Ibraaheemu a`rid `an haazaaa innahoo qad jaaa`a amru Rabbika wa innahum aateehim `azaabun ghairun mardood
📖 ქართული მნიშვნელობა
(ანგელოზებმა უთხრეს): «ჰეი, იბრაჰიმ, თავი დაანებე ამას! რამეთუ, უკვე მოვიდა შენი უფლის ბრძანება და უეჭველად, მათ გარდაუვალი სასჯელი ეწევათ».
🎧 მოსმენა

📜 აია 74-78 — ჰუდი

74فَلَمَّا ذَهَبَ عَنْ إِبْرَاهِيمَ الرَّوْعُ وَجَاءَتْهُ الْبُشْرَىٰ يُجَادِلُنَا فِي قَوْمِ لُوطٍ
როცა იბრაჰიმს შიშმა გაუარა და სასიხარულო ამბავი ეუწყა, ლუტის ხალხის გამო დაგვიწყო დავა (იქნება და გადაათქმევინოს მათი განადგურება).
75إِنَّ إِبْرَاهِيمَ لَحَلِيمٌ أَوَّاهٌ مُّنِيبٌ
ჭეშმარიტად, იბრაჰიმი იყო უეჭველად მოთმინებით სავსე [სასჯელს არ აჩქარებდა], მორჩილი (ალლაჰის წინაშე) და მუდამ მომნანიე.
76يَا إِبْرَاهِيمُ أَعْرِضْ عَنْ هَٰذَا ۖ إِنَّهُ قَدْ جَاءَ أَمْرُ رَبِّكَ ۖ وَإِنَّهُمْ آتِيهِمْ عَذَابٌ غَيْرُ مَرْدُودٍ
(ანგელოზებმა უთხრეს): «ჰეი, იბრაჰიმ, თავი დაანებე ამას! რამეთუ, უკვე მოვიდა შენი უფლის ბრძანება და უეჭველად, მათ გარდაუვალი სასჯელი ეწევათ».
77وَلَمَّا جَاءَتْ رُسُلُنَا لُوطًا سِيءَ بِهِمْ وَضَاقَ بِهِمْ ذَرْعًا وَقَالَ هَٰذَا يَوْمٌ عَصِيبٌ
და როცა მოვიდნენ ჩვენი მოციქულნი [ანგელოზები] ლუტთან, დამწუხრდა ის მათ გამო (რადგან არ იცოდა, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ და შეეშინდა, რომ მისი ხალხი მათ ცუდი მიზნებით მიადგებოდა), და იგრძნო უძლურება [ვერაფრით შეეძლო თავისი სტუმრების დაცვა], და თქვა: «ეს მძიმე დღეა!»
78وَجَاءَهُ قَوْمُهُ يُهْرَعُونَ إِلَيْهِ وَمِن قَبْلُ كَانُوا يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ ۚ قَالَ يَا قَوْمِ هَٰؤُلَاءِ بَنَاتِي هُنَّ أَطْهَرُ لَكُمْ ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ وَلَا تُخْزُونِ فِي ضَيْفِي ۖ أَلَيْسَ مِنكُمْ رَجُلٌ رَّشِيدٌ
და მივიდა მასთან [ლუტთან] მისი ხალხი, სწრაფად და აჩქარებით (იმისთვის, რომ მისი სტუმრები სიბილწისკენ წაეხელებინათ) და მანამდე ისინი ჩადიოდნენ ბოროტ საქმეებს [მამაკაცებთან სქესობრივ კავშირს]. უთხრა (შუამავალმა ლუტმა) თავის ხალხს: «ო, ჩემო ხალხო! აი, ესენი ჩემი ქალიშვილები [თქვენი ქალები], ისინი უფრო წმიდანი არიან თქვენთვის (თუ გსურთ ქორწინება), ვიდრე ის სიბილწე, რასაც აპირებთ. გეშინოდეთ ალლაჰის (და მოშორდით იმას, რაც მან აკრძალა), და ნუ შემარცხვენთ ჩემს სტუმართა წინაშე. ნუთუ თქვენს შორის არც ერთი გონიერი ადამიანი არ მოიძებნება, ვინც შეგაჩერებთ ამ ბოროტებისგან?»
ჰუდიყურანის საძიებელი
123აია
MeccanRevelation
76აია

თარგმანი — ჰუდი 76

სურა ჰუდი აია 76 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : (ანგელოზებმა უთხრეს): «ჰეი, იბრაჰიმ, თავი დაანებე ამას! რამეთუ, უკვე მოვიდა…

სურა აია 76/123 — ჰუდი هود (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ჰუდი მოსმენა, ჰუდი თარგმანი, ჰუდი mp3, ჰუდი pdf. აია 74–78. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers