იუსუფი · 49/111
თარგმანი გამოთქმა — სურა იუსუფი
ثُمَّ يَأْتِي مِن بَعْدِ ذَٰلِكَ عَامٌ فِيهِ يُغَاثُ النَّاسُ وَفِيهِ يَعْصِرُونَ ۝٤٩
Summa yadtee mim ba`di zaalika `aamun feehi yughaa sun naasu wa feehi ya`siroon
📖 ქართული მნიშვნელობა
ამის შემდეგ მოვა წელი, როცა ხალხს უხვი წვიმა მოევლინება და ისინი გამოწურავენ (ყურძენს, ზეთს და სხვა ნაყოფებს)».

🎧 მოსმენა


📜 აია 47-51 — სურა იუსუფი

47قَالَ تَزْرَعُونَ سَبْعَ سِنِينَ دَأَبًا فَمَا حَصَدتُّمْ فَذَرُوهُ فِي سُنبُلِهِ إِلَّا قَلِيلًا مِّمَّا تَأْكُلُونَ
(იუსუფმა) უთხრა: «(აი, ამ სიზმრის ახსნა): თქვენ დათესავთ (ხორბალსა და ქერს) შვიდი წლის განმავლობაში, გულმოდგინედ შრომით. რასაც მოიმკით, დატოვეთ თავთავში [შეინახეთ მოსავალი თავთავებიანად, რათა უკეთ შეინახოს], გარდა იმ მცირე ნაწილისა, რასაც თავად შეჭამთ.
48ثُمَّ يَأْتِي مِن بَعْدِ ذَٰلِكَ سَبْعٌ شِدَادٌ يَأْكُلْنَ مَا قَدَّمْتُمْ لَهُنَّ إِلَّا قَلِيلًا مِّمَّا تُحْصِنُونَ
(ამ მოსავლიანი წლების) შემდეგ მოვა შვიდი მძიმე [უმოსავლო] წელი, რომლებიც შეჭამენ ყველაფერს, რაც მათთვის წინასწარ მოიმარაგეთ, გარდა იმ მცირე ნაწილისა, რასაც დატოვებთ (თესლისთვის).
49ثُمَّ يَأْتِي مِن بَعْدِ ذَٰلِكَ عَامٌ فِيهِ يُغَاثُ النَّاسُ وَفِيهِ يَعْصِرُونَ
ამის შემდეგ მოვა წელი, როცა ხალხს უხვი წვიმა მოევლინება და ისინი გამოწურავენ (ყურძენს, ზეთს და სხვა ნაყოფებს)».
50وَقَالَ الْمَلِكُ ائْتُونِي بِهِ ۖ فَلَمَّا جَاءَهُ الرَّسُولُ قَالَ ارْجِعْ إِلَىٰ رَبِّكَ فَاسْأَلْهُ مَا بَالُ النِّسْوَةِ اللَّاتِي قَطَّعْنَ أَيْدِيَهُنَّ ۚ إِنَّ رَبِّي بِكَيْدِهِنَّ عَلِيمٌ
(ღვინის მსხმელი დაბრუნდა მეფესთან და უამბო მას, თუ როგორ აუხსნა იუსუფმა ეს სიზმარი). მეფემ მისაღებად ჩათვალა ეს განმარტება და თქვა: «მომიყვანეთ იგი! [ის, ვინც ჩემი სიზმარი განმარტა]». როცა მასთან [იუსუფთან] მოვიდა მეფის გზავნილი და გადასცა მისი მოწოდება, იუსუფმა არ მოისურვა აჩქარება და გადაწყვიტა ლოდინი, სანამ მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. იუსუფმა უთხრა მოციქულს: «დაუბრუნდი შენს ბატონს [მეფეს] და ჰკითხე მას: ‘რა მოუვიდა იმ ქალებს, (ვის გვერდითაც ეგვიპტის ვეზირის ცოლმა მოუწოდა და) რომლებმაც ხელები გაიჭრეს?’ — რადგან ჭეშმარიტად, ჩემმა უფალმა იცის მათი ხრიკები!»
51قَالَ مَا خَطْبُكُنَّ إِذْ رَاوَدتُّنَّ يُوسُفَ عَن نَّفْسِهِ ۚ قُلْنَ حَاشَ لِلَّهِ مَا عَلِمْنَا عَلَيْهِ مِن سُوءٍ ۚ قَالَتِ امْرَأَتُ الْعَزِيزِ الْآنَ حَصْحَصَ الْحَقُّ أَنَا رَاوَدتُّهُ عَن نَّفْسِهِ وَإِنَّهُ لَمِنَ الصَّادِقِينَ
(მეფემ მოუხმო იმ ქალებს, მათ შორის — ვეზირის ცოლს, და) უთხრა მათ: «რა იყო თქვენი საქმე? [რა მოხდა მაშინ], როცა იუსუფის შეყოლეიბას ცდილობდით (მის შეცდენას და ცოდვისკენ წაყვანას)?» მათ თქვეს: «ალლაჰმა დაგვიფაროს, ჩვენ მასში არაფერი ცუდი არ შეგვიმჩნევია». ვეზირის ცოლმა თქვა: «ახლა გამოაშკარავდა ჭეშმარიტება: მე ვიყავი ის, ვინც სცადა მისი შეცდენა, (მაგრამ ის მტკიცედ დადგა და დარჩა მართალი). და ის ნამდვილად მართალთაგანია».
იუსუფიყურანის საძიებელი
111აია
MeccanRevelation
49აია

თარგმანი — იუსუფი 49

სურა იუსუფი აია 49 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ამის შემდეგ მოვა წელი, როცა ხალხს უხვი წვიმა მოევლინება და…

სურა აია 49/111 — სურა იუსუფი يوسف (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა იუსუფი მოსმენა, სურა იუსუფი თარგმანი, სურა იუსუფი mp3, სურა იუსუფი pdf. აია 47–51. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers