იუსუფი · 53/111
თარგმანი გამოთქმა — იუსუფი
۞ وَمَا أُبَرِّئُ نَفْسِي ۚ إِنَّ النَّفْسَ لَأَمَّارَةٌ بِالسُّوءِ إِلَّا مَا رَحِمَ رَبِّي ۚ إِنَّ رَبِّي غَفُورٌ رَّحِيمٌ ۝٥٣
Wa maa ubarri`u nafsee; innan nafsa la ammaaratum bissooo`i illaa maa rahima Rabbee; inna Rabbee Ghafoorur Raheem
📖 ქართული მნიშვნელობა
(იუსუფმა თქვა): «და არ ვამართლებ ჩემს სულს [არ ვამბობ, რომ ჩემი სული დაცულია შეცდომისა და ცოდვისგან], რადგან სული უბიძგებს ბოროტებისკენ [ადამიანის სული ბუნებით მიდრეკილია ბოროტებისკენ, ადვილად ემორჩილება ცდუნებას და ამკობს ცუდს], თუ არა ჩემი უფლის წყალობა [გარდა იმათისა, ვისაც ალლაჰი შეიწყალებს და დაიცავს ბოროტებისა და ცოდვისგან]. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი მაპატიებელი, შემწყალებელია».
🎧 მოსმენა

📜 აია 51-55 — იუსუფი

51قَالَ مَا خَطْبُكُنَّ إِذْ رَاوَدتُّنَّ يُوسُفَ عَن نَّفْسِهِ ۚ قُلْنَ حَاشَ لِلَّهِ مَا عَلِمْنَا عَلَيْهِ مِن سُوءٍ ۚ قَالَتِ امْرَأَتُ الْعَزِيزِ الْآنَ حَصْحَصَ الْحَقُّ أَنَا رَاوَدتُّهُ عَن نَّفْسِهِ وَإِنَّهُ لَمِنَ الصَّادِقِينَ
(მეფემ მოუხმო იმ ქალებს, მათ შორის — ვეზირის ცოლს, და) უთხრა მათ: «რა იყო თქვენი საქმე? [რა მოხდა მაშინ], როცა იუსუფის შეყოლეიბას ცდილობდით (მის შეცდენას და ცოდვისკენ წაყვანას)?» მათ თქვეს: «ალლაჰმა დაგვიფაროს, ჩვენ მასში არაფერი ცუდი არ შეგვიმჩნევია». ვეზირის ცოლმა თქვა: «ახლა გამოაშკარავდა ჭეშმარიტება: მე ვიყავი ის, ვინც სცადა მისი შეცდენა, (მაგრამ ის მტკიცედ დადგა და დარჩა მართალი). და ის ნამდვილად მართალთაგანია».
52ذَٰلِكَ لِيَعْلَمَ أَنِّي لَمْ أَخُنْهُ بِالْغَيْبِ وَأَنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي كَيْدَ الْخَائِنِينَ
(იმის შემდეგ, რაც ღვინის მსხმელი დაბრუნდა ციხეში, იუსუფმა თქვა): «ეს [ჩემი უარი ციხიდან გამოსვლაზე] იმისთვისაა, რომ (ვეზირმა) იცოდეს, რომ მე არ შემიცდენია იგი მის ზურგს უკან, და რომ ალლაჰი არ მიუძღვება სწორ გზაზე მოღალატეთა ხრიკებს».
53۞ وَمَا أُبَرِّئُ نَفْسِي ۚ إِنَّ النَّفْسَ لَأَمَّارَةٌ بِالسُّوءِ إِلَّا مَا رَحِمَ رَبِّي ۚ إِنَّ رَبِّي غَفُورٌ رَّحِيمٌ
(იუსუფმა თქვა): «და არ ვამართლებ ჩემს სულს [არ ვამბობ, რომ ჩემი სული დაცულია შეცდომისა და ცოდვისგან], რადგან სული უბიძგებს ბოროტებისკენ [ადამიანის სული ბუნებით მიდრეკილია ბოროტებისკენ, ადვილად ემორჩილება ცდუნებას და ამკობს ცუდს], თუ არა ჩემი უფლის წყალობა [გარდა იმათისა, ვისაც ალლაჰი შეიწყალებს და დაიცავს ბოროტებისა და ცოდვისგან]. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი მაპატიებელი, შემწყალებელია».
54وَقَالَ الْمَلِكُ ائْتُونِي بِهِ أَسْتَخْلِصْهُ لِنَفْسِي ۖ فَلَمَّا كَلَّمَهُ قَالَ إِنَّكَ الْيَوْمَ لَدَيْنَا مَكِينٌ أَمِينٌ
(როცა იუსუფის უდანაშაულობა გამოაშკარავდა, მეფემ უბრძანა, მისთვის მიეყვანათ იგი, რადგან გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ თავის ნდობით მოსილ ადამიანად დაენიშნა) და თქვა მეფემ: «მომიყვანეთ იგი! მე მას ჩემთვის ავიყვან». და როცა მან [მეფემ] იუსუფს ესაუბრა, უთხრა: «ჭეშმარიტად, დღეს შენ ჩვენთვის პატივცემული და სანდო ადამიანი ხარ».
55قَالَ اجْعَلْنِي عَلَىٰ خَزَائِنِ الْأَرْضِ ۖ إِنِّي حَفِيظٌ عَلِيمٌ
იუსუფმა თქვა: «დამაყენე ქვეყნის საუნჯეებზე [სახელმწიფოს მარაგებსა და განძეულებზე] ზედამხედველად, რადგან მე ვარ დამცველი [შემიძლია საუკეთესო ფორმით დავიცვა და შევინახო ქონება] და მცოდნე».
იუსუფიყურანის საძიებელი
111აია
MeccanRevelation
53აია

თარგმანი — იუსუფი 53

სურა იუსუფი აია 53 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : (იუსუფმა თქვა): «და არ ვამართლებ ჩემს სულს [არ ვამბობ, რომ…

სურა აია 53/111 — იუსუფი يوسف (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: იუსუფი მოსმენა, იუსუფი თარგმანი, იუსუფი mp3, იუსუფი pdf. აია 51–55. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers