ალ-აჰზაბი · 39/73
თარგმანი გამოთქმა — ალ-აჰზაბი
الَّذِينَ يُبَلِّغُونَ رِسَالَاتِ اللَّهِ وَيَخْشَوْنَهُ وَلَا يَخْشَوْنَ أَحَدًا إِلَّا اللَّهَ ۗ وَكَفَىٰ بِاللَّهِ حَسِيبًا ۝٣٩
Allazeena yuballighoona Risaalaatil laahi wa yakhshaw nahoo wa laa yakkhshawna ahadan illal laah; wa kafaa billaahi Haseebaa
📖 ქართული მნიშვნელობა
რომელნიც უნაკლოდ გადმოსცემენ ალლაჰის წერილებს, და ეშინიათ მისი [ალლაჰის]. და არავისი ეშინიათ, გარდა ალლაჰისა. და საკმარისია ალლაჰი ანგარიშმგებად.
🎧 მოსმენა

📜 აია 37-41 — ალ-აჰზაბი

37وَإِذْ تَقُولُ لِلَّذِي أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيْهِ وَأَنْعَمْتَ عَلَيْهِ أَمْسِكْ عَلَيْكَ زَوْجَكَ وَاتَّقِ اللَّهَ وَتُخْفِي فِي نَفْسِكَ مَا اللَّهُ مُبْدِيهِ وَتَخْشَى النَّاسَ وَاللَّهُ أَحَقُّ أَن تَخْشَاهُ ۖ فَلَمَّا قَضَىٰ زَيْدٌ مِّنْهَا وَطَرًا زَوَّجْنَاكَهَا لِكَيْ لَا يَكُونَ عَلَى الْمُؤْمِنِينَ حَرَجٌ فِي أَزْوَاجِ أَدْعِيَائِهِمْ إِذَا قَضَوْا مِنْهُنَّ وَطَرًا ۚ وَكَانَ أَمْرُ اللَّهِ مَفْعُولًا
და აი, შენ [ო, შუამავალო] უთხარი მას, ვისაც ალლაჰმა უბოძა მადლი [მისცა რწმენა] და ვისაც შენც მიანიჭე მადლი [მონობიდან გათავისუფლებით და შვილად აყვანით ზაიდ ბინ ჰაარისა]: «შეინახე შენი ცოლი [ნუ განქორწინდები ზაინაბ ბინთ ჯაჰშზე] და გეშინოდეს ალლაჰის!» მაგრამ შენ, [ო, მუჰამმად] გულში მალავდი იმას, რასაც ალლაჰი აუცილებლად გამოავლენდა [შენ უკვე იცოდი ღვთისაგან, რომ ზაიდი მას განქორწინდებოდა და შენ თვითონ მოიყვანდი მას ცოლად]. შენ გეშინოდა, რას იტყოდნენ ადამიანები [ორპირნი], რომ თითქოს მუჰამმადი დაქორწინდა თავისი შვილად აყვანილის ყოფილ ცოლზე, მაშინ როცა ალლაჰის უფრო მეტად უნდა გეშინოდეს. მას შემდეგ, რაც ზაიდმა თავისი სურვილი აღასრულა მის მიმართ, ხოლო შემდეგ განქორწინდა, და როდესაც დასრულდა ზაინაბის იდდა [განქორწინების შემდეგ სავალდებულო მოლოდინის პერიოდი], ჩვენ შეგრთეთ იგი შენ [ო მოციქულო], ეს იმიტომ, რომ მორწმუნეებს არ ჰქონოდათ სიძნელე თავიანთი შვილად აყვანილების ყოფილი ცოლების მიმართ, როცა ისინი [ეს შვილად აყვანილნი] უკვე დაასრულებდნენ მათთან ურთიერთობას [განქორწინდებოდნენ] და ალლაჰის ბრძანება უეჭველად სრულდება.
38مَّا كَانَ عَلَى النَّبِيِّ مِنْ حَرَجٍ فِيمَا فَرَضَ اللَّهُ لَهُ ۖ سُنَّةَ اللَّهِ فِي الَّذِينَ خَلَوْا مِن قَبْلُ ۚ وَكَانَ أَمْرُ اللَّهِ قَدَرًا مَّقْدُورًا
არ არის შუამავლისთვის [მუჰამმადისთვის] ცოდვა იმაში, რაც ალლაჰმა დაუდგინა მას [იმაში, რომ მან იქორწინა შვილად აყვანილის ყოფილ ცოლზე]. ეს არის ალლაჰის დადგენილი წესი წინამორბედ წინასწარმეტყველთა შესახებაც [ასევე ნებადართული იყო მათთვის]. ხოლო ალლაჰის ბრძანება არის წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილება.
39الَّذِينَ يُبَلِّغُونَ رِسَالَاتِ اللَّهِ وَيَخْشَوْنَهُ وَلَا يَخْشَوْنَ أَحَدًا إِلَّا اللَّهَ ۗ وَكَفَىٰ بِاللَّهِ حَسِيبًا
რომელნიც უნაკლოდ გადმოსცემენ ალლაჰის წერილებს, და ეშინიათ მისი [ალლაჰის]. და არავისი ეშინიათ, გარდა ალლაჰისა. და საკმარისია ალლაჰი ანგარიშმგებად.
40مَّا كَانَ مُحَمَّدٌ أَبَا أَحَدٍ مِّن رِّجَالِكُمْ وَلَٰكِن رَّسُولَ اللَّهِ وَخَاتَمَ النَّبِيِّينَ ۗ وَكَانَ اللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمًا
არ არის მუჰამმედი არავისი მამა თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედი [ბოლო შუამავალი]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
41يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اذْكُرُوا اللَّهَ ذِكْرًا كَثِيرًا
ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! ახსენეთ ალლაჰი [გულით, ენითა და საქმეებით] მრავალგზის ხსენებით.
ალ-აჰზაბიყურანის საძიებელი
73აია
MedinanRevelation
39აია

თარგმანი — ალ-აჰზაბი 39

სურა ალ-აჰზაბი აია 39 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : რომელნიც უნაკლოდ გადმოსცემენ ალლაჰის წერილებს, და ეშინიათ მისი [ალლაჰის]. და…

სურა აია 39/73 — ალ-აჰზაბი الأحزاب (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-აჰზაბი მოსმენა, ალ-აჰზაბი თარგმანი, ალ-აჰზაბი mp3, ალ-აჰზაბი pdf. აია 37–41. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers