ალ-მაიდა · 98/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
اعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ وَأَنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ ۝٩٨
I`lamooo annal laaha shadeedul `iqaabi wa annal laaha Ghafoorur Raheem
📖 ქართული მნიშვნელობა
იცოდეთ (ო, ადამიანებო), რომ ალლაჰი ძლიერია სასჯელში (იმათ მიმართ, ვინც მას არ ემორჩილება) და რომ ალლაჰი არის შემნდობი, შემწყალებელია.
🎧 მოსმენა

📜 აია 96-100 — ალ-მაიდა

96أُحِلَّ لَكُمْ صَيْدُ الْبَحْرِ وَطَعَامُهُ مَتَاعًا لَّكُمْ وَلِلسَّيَّارَةِ ۖ وَحُرِّمَ عَلَيْكُمْ صَيْدُ الْبَرِّ مَا دُمْتُمْ حُرُمًا ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ الَّذِي إِلَيْهِ تُحْشَرُونَ
ნებადართულია თქვენთვის (ო, მორწმუნენო) ზღვის ნადირობა (ცოცხალ ზღვის ცხოველებზე) და მისი საკვები [რაც უკვე მკვდრად არის მოპოვებული] — სასარგებლოდ თქვენთვის და მგზავრებისთვის. მაგრამ აკრძალულია თქვენთვის ხმელეთზე ნადირობა, სანამ იმყოფებით იჰრამში. და გეშინოდეთ ალლაჰის (სასჯელისა), რომლისკენაც იქნებით შეკრებილნი.
97۞ جَعَلَ اللَّهُ الْكَعْبَةَ الْبَيْتَ الْحَرَامَ قِيَامًا لِّلنَّاسِ وَالشَّهْرَ الْحَرَامَ وَالْهَدْيَ وَالْقَلَائِدَ ۚ ذَٰلِكَ لِتَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَأَنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
ალლაჰმა დაადგინა ქააბა — აკრძალული სახლი — ადამიანებისთვის საყრდენად, რათა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ალლაჰის წინაშე [ჰაჯის აღსასრულებლად] და იქ უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ. ასევე დაადგინა აკრძალული თვე (როდესაც ბრძოლა აკრძალული იყო) , ქააბასკენ მიყვანილი მსხვერპლშესაწირი ცხოველები და ყელსაბამებით შემკობილი (მსხვერპლშესაწირი) ცხოველები , რათა იცოდეთ, რომ ალლაჰმა იცის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა, და რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
98اعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ وَأَنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ
იცოდეთ (ო, ადამიანებო), რომ ალლაჰი ძლიერია სასჯელში (იმათ მიმართ, ვინც მას არ ემორჩილება) და რომ ალლაჰი არის შემნდობი, შემწყალებელია.
99مَّا عَلَى الرَّسُولِ إِلَّا الْبَلَاغُ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا تَكْتُمُونَ
მოციქულზე მოვალეობაა მხოლოდ (შეტყობინების) გადაცემა; ხოლო ალლაჰმა იცის ის, რასაც თქვენ ამჟღავნებთ [თქვენი აშკარა სიტყვები და ქმედებები], და ისიც, რასაც მალავთ [თქვენი აზრები]!
100قُل لَّا يَسْتَوِي الْخَبِيثُ وَالطَّيِّبُ وَلَوْ أَعْجَبَكَ كَثْرَةُ الْخَبِيثِ ۚ فَاتَّقُوا اللَّهَ يَا أُولِي الْأَلْبَابِ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ
უთხარი (ო, მოციქულო): «არ არის თანასწორი ცუდი და კარგი, თუნდაც გაგაოცოს შენ (ო, ადამიანო) ცუდის სიმრავლემ». მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის, ო, გონების მქონენო, რათა ეგების წარმატებულნი იყოთ.
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
98აია

თარგმანი — ალ-მაიდა 98

სურა ალ-მაიდა აია 98 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : იცოდეთ (ო, ადამიანებო), რომ ალლაჰი ძლიერია სასჯელში (იმათ მიმართ, ვინც…

სურა აია 98/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 96–100. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers