სურა ალ-ინსანი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ინსანი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ინსანი თარგმანი. სურა ალ-ინსანი (Medinan) 31 აია.
Related
- სურა ალ-ინსანი თარგმანიქართული
- სურა ალ-ინსანი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ინსანი

ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
76:1
განა არ გავიდა ადამიანისთვის (გარკვეული) დრო, (როდესაც) იგი არც კი იყო რაიმე მოხსენიებადი?
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
76:2
ჭეშმარიტად, ჩვენ შევქმენით ადამიანი შერეული წვეთისგან , გამოვცდით მას, და ვუბოძეთ მას სმენა და მხედველობა.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
76:3
ჭეშმარიტად, ჩვენ ვუჩვენეთ მას გზა, (რის შემდეგაც იგი თავად აირჩევს გზას და იქნება) ან მადლიერი (და მორწმუნე), ან უმადური (და ურწმუნო).
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
76:4
ჩვენ მოვამზადეთ ურწმუნოთათვის ჯაჭვები, ბორკილები და ალმოდებული ცეცხლი.
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
76:5
ჭეშმარიტად, ღვთისმოსავნი დალევენ (სამოთხეში) სასმისიდან, რომელშიც (ღვინო) ქაფურით არის შეზავებული.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
76:6
(და ეს ნაზავი მოედინება) წყაროდან, საიდანაც ალლაჰის მონები სვამენ და მის დინებას იქით მიმართავენ, სადაც მოისურვებენ.
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
76:7
ისინი აღასრულებდნენ აღთქმებს და ეშინოდათ იმ დღისა, რომლის ბოროტებაც გავრცელდება [(ყველაზე), გარდა იმათი, ვისაც ალლაჰი შეიწყალებს].
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
76:8
და ისინი (საკუთარი საჭიროებისა და) მისდამი სიყვარულის მიუხედავად, აპურებდნენ გაჭირვებულს, ობოლსა და ტყვეს (მრავალღმერთიანთა და სხვათა შორის):
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
76:9
(და ისინი გულში ამბობდნენ): «ჩვენ ხომ მხოლოდ ალლაჰის სახისათვის [მისი კმაყოფილების მოსაპოვებლად] გკვებავთ; თქვენგან არც საზღაურს ველით და არც მადლიერებას!
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
76:10
ჭეშმარიტად, ჩვენ ჩვენი უფლისგან გვეშინია იმ პირქუში და მძიმე დღისა».
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
76:11
და დაიფარა ისინი ალლაჰმა იმ დღის ბოროტებისგან და უბოძა მათ ბრწყინვალება და სიხარული.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊ
76:12
და მოთმინებისთვის მიაგო მათ სამოთხე და აბრეშუმი.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
76:13
იქ ტახტებზე წამოწოლილნი, ვერ იხილავენ იქ ვერც მზის პაპანაქებას და ვერც სუსხიან ყინვას.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
76:14
და ახლოს იქნება მათთან მათი [სამოთხის ხეების] ჩრდილი, ხოლო მათი ნაყოფი სრულად დაემორჩილება მათ.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
76:15
და შემოუვლიან მათ (ყმაწვილი მსახურები) წმინდა ვერცხლის ჭურჭლებითა და ბროლის სასმისებით —
ﮧﮨﮩﮪﮫﮬ
76:16
ვერცხლის ბროლისგან, რომლებიც ზუსტად არის გაზომილი [მათში ზუსტად იმდენი სასმელია, რამდენიც სამოთხის მკვიდრს სურს].
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
76:17
და (ასევე) დაარწყულებენ მათ იქ სასმისიდან, რომელშიც (ღვინო) ჯანჯაფილით არის შეზავებული —
ﯕﯖﯗﯘﯙ
76:18
წყაროდან, რომელიც იქ (სამოთხეში) მდებარეობს და რომელსაც "სალსაბიილ" ეწოდება.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
76:19
და შემოუვლიან მათ (ემსახურებიან მათ) მარადიულად ახალგაზრდა ყმაწვილი მსახურები. თუ მათ დაინახავ, (მათი სილამაზის გამო) იფიქრებ, თითქოს გაბნეული მარგალიტები იყვნენ.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
76:20
და როცა (სამოთხეში) რომელიმე ადგილს შეხედავ, იქ იხილავ ნეტარებას და (უაღრესად) დიდ მეუფებას.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
76:21
მათ ეცმევათ მწვანე ატლასის [თხელი აბრეშუმის] და ფარჩის [სქელი აბრეშუმის] სამოსი. და შეიმკობიან ისინი ვერცხლის სამაჯურებით, ხოლო მათი უფალი დაარწყულებს მათ წმინდა სასმლით [რომელიც არ ათრობს].
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
76:22
(და ეტყვიან მათ:) «ჭეშმარიტად, ეს არის თქვენი საზღაური, და თქვენი ძალისხმევა მადლიერებით იქნა მიღებული (ალლაჰის მიერ)!»
ﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
76:23
ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შენზე ყურანი ნაწილ-ნაწილ .
ﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
76:24
მოითმინე კი შენი უფლის განაჩენამდე და ნუ დაემორჩილები მათგან არც ცოდვილსა და არც ურწმუნოს!
ﰖﰗﰘﰙﰚﰛ
76:25
და (ყოველთვის) ახსენე შენი უფლის სახელი დილაობით და საღამოობით [მზის ჩასვლამდე].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
76:26
და ღამის ნაწილში საჯდა აღასრულე მისთვის და ადიდე ის ხანგრძლივი ღამით.
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
76:27
ჭეშმარიტად, მათ უყვართ წარმავალი და უკან იტოვებენ მძიმე დღეს.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
76:28
(როგორ შეიძლება მრავალღმერთიანები ასე უზრუნველად იყვნენ თავიანთი უფლის მიმართ, მაშინ როცა) ჩვენ შევქმენით ისინი, გავამაგრეთ მათი ორგანოები და სახსრები, და თუ ვინებებთ, მათ მსგავსებით შევცვლით.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
76:29
ჭეშმარიტად, ეს შეგონებაა. და ვისაც სურს, დაე, აირჩიოს გზა თავისი უფლისკენ.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
76:30
და თქვენ ვერ ინებებთ, თუ არ ინებებს ალლაჰი (სწორ გზაზე დაგაყენოთ). უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
76:31
შეიყვანს იგი თავის წყალობაში ვისაც ინებებს, ხოლო უსამართლოებისთვის მან მტანჯველი სასჯელი მოამზადა.
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







