სურა ალ-მურსალათი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-მურსალათი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მურსალათი თარგმანი. სურა ალ-მურსალათი (Meccan) 50 აია.
Related
- სურა ალ-მურსალათი თარგმანიქართული
- სურა ალ-მურსალათი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-მურსალათი

ﮑﮒﮓ
77:1
ვფიცავ თანმიმდევრობით მოვლენილთ
ﮔﮕﮖ
77:2
და გამანადგურებელი ქარიშხლებისა
ﮗﮘﮙ
77:3
და (ვფიცავ) ქარებს, რომლებიც (ღრუბლებს) მიმოფანტავენ,
ﮚﮛﮜ
77:4
და (ვფიცავ) ანგელოზებს, რომლებიც ჩამოდიან, რათა მტკიცედ გაარჩიონ,
ﮝﮞﮟ
77:5
და (ვფიცავ) ანგელოზებს, რომლებიც გამოცხადებას გადასცემენ, შეგონებად,
ﮠﮡﮢﮣ
77:6
როგორც მტკიცებულება ან გაფრთხილება!
ﮤﮥﮦﮧ
77:7
რაც აღთქმული გაქვთ, უეჭველად მოხდება!
ﮨﮩﮪﮫ
77:8
და როცა ვარსკვლავები ჩაქრებიან.
ﮬﮭﮮﮯ
77:9
და როდესაც ცა გაიპობა.
ﮰﮱﯓﯔ
77:10
და როცა მთები გაიფანტება.
ﯕﯖﯗﯘ
77:11
და როდესაც მოციქულებს ვადა [დრო] განესაზღვრებათ .
ﯙﯚﯛﯜ
77:12
რომელ დღემდეა გადავადება?
ﯝﯞﯟ
77:13
დაყოფის (განკითხვის) დღემდე!
ﯠﯡﯢﯣﯤﯥ
77:14
და რა გაცნობებს შენ, რა არის დაყოფის დღე?
ﯦﯧﯨﯩ
77:15
ვაი (უბედურება), იმ დღეს უარმყოფელთ!
ﯪﯫﯬﯭ
77:16
განა არ დავღუპეთ წინანდელნი?
ﯮﯯﯰﯱ
77:17
შემდეგ მათ მივაყოლებთ მომდევნოებს.
ﯲﯳﯴﯵ
77:18
ასე ვექცევით დამნაშავეებს.
ﯶﯷﯸﯹ
77:19
ვაი, იმ დღეს მატყუართა!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
77:20
ნუთუ ჩვენ არ შეგქმენით (ო, ურწმუნოებო) უმნიშვნელო სითხიდან [მამრობითი სპერმიდან]?
ﭗﭘﭙﭚﭛ
77:21
და მოვათავსეთ იგი [ეს სითხე] უსაფრთხო ადგილას [ქალის საშვილოსნოში].
ﭜﭝﭞﭟ
77:22
განსაზღვრულ ვადამდე.
ﭠﭡﭢﭣ
77:23
ჩვენ განვსაზღვრეთ. და რა დიდებული განმსაზღვრელნი ვართ!
ﭤﭥﭦﭧ
77:24
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვის დღე) ტყუილად!
ﭨﭩﭪﭫﭬ
77:25
განა არ ვქმენით მიწა თავშესაფრად?
ﭭﭮﭯ
77:26
ცოცხლებისთვის და მკვდრებისთვის!
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
77:27
და დავამკვიდრეთ მასზე მაღალი მთები და გასვით თქვენ მტკნარი წყალი.
ﭸﭹﭺﭻ
77:28
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვის დღე) ტყუილად!
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
77:29
(და ურწმუნოებს ეთქმებათ სამსჯავროს დღეს): «წადით იმისკენ, რასაც სიცრუედ მიიჩნევდით [ჯოჯოხეთი]!»
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
77:30
წადით სამად გაყოფილ ჩრდილში (ჯოჯოხეთის კვამლი).
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
77:31
არც ჩრდილიანია და არც ალისგან იცავს.
ﮑﮒﮓﮔﮕ
77:32
ჭეშმარიტად, იგი (ისეთ დიდ) ნაპერწკლებს ისვრის, რომელთაგან თითოეული (სიდიდით) სასახლეს ჰგავს,
ﮖﮗﮘﮙ
77:33
(ხოლო გარეგნობით) ისინი ყვითელ აქლემებს ჰგვანან.
ﮚﮛﮜﮝ
77:34
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვა) ტყუილად!
ﮞﮟﮠﮡﮢ
77:35
ეს ის დღეა, როცა ისინი ვერ ილაპარაკებენ.
ﮣﮤﮥﮦﮧ
77:36
და არც მიეცემათ ნება, რომ თავი იმართლონ.
ﮨﮩﮪﮫ
77:37
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვა) ტყუილად!
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
77:38
ეს არის განკითხვის დღე! ჩვენ შეგკრიბეთ თქვენც და წინანდელნიც.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙ
77:39
და თუკი რაიმე ხრიკი მოგეპოვებათ, მიმართეთ მას ჩემს წინააღმდეგ (სასჯელისგან თავის დასაღწევად).
ﯚﯛﯜﯝ
77:40
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვა) ტყუილად!
ﯞﯟﯠﯡﯢﯣ
77:41
ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი იქნებიან ჩრდილებსა და წყაროებთან.
ﯤﯥﯦﯧ
77:42
და ხილით, რასაც ინებებენ.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
77:43
(ეტყვიან): «ჭამეთ და სვით სიამოვნებით იმის გამო, რასაც აკეთებდით».
ﯯﯰﯱﯲﯳ
77:44
ჭეშმარიტად, ჩვენ ასე მივაგებთ კეთილისმქმნელთ.
ﯴﯵﯶﯷ
77:45
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვა) ტყუილად!
ﯸﯹﯺﯻﯼﯽ
77:46
ჭამეთ და დატკბით მცირედით! რამეთუ თქვენ ხართ ამბოხებულნი (ჭეშმარიტების წინააღმდეგ).
ﯾﯿﰀﰁ
77:47
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვა) ტყუილად!
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
77:48
და როცა ეტყვიან მათ: «ქედი მოიხარეთ (ილოცეთ)!» - არ მოიხრიან ქედს.
ﰉﰊﰋﰌ
77:49
ვაი, იმ დღეს, ვინც ჩათვალეს (განკითხვის დღე) ტყუილად!
ﰍﰎﰏﰐﰑ
77:50
(თუ თქვენ თუ არ გჯერათ ალლაჰის წიგნის, მაშინ) რომელ სხვა ამბავს დაიჯერებთ [ყურანის შემდეგ]?!
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







