იბრაჰიმი · 20/52
თარგმანი გამოთქმა — იბრაჰიმი
وَمَا ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ بِعَزِيزٍ ۝٢٠
Wa maa zaalika `alal laahi bi `azeez
📖 ქართული მნიშვნელობა
და ეს ალლაჰისთვის ძნელი არ არის.
🎧 მოსმენა

📜 აია 18-22 — იბრაჰიმი

18مَّثَلُ الَّذِينَ كَفَرُوا بِرَبِّهِمْ ۖ أَعْمَالُهُمْ كَرَمَادٍ اشْتَدَّتْ بِهِ الرِّيحُ فِي يَوْمٍ عَاصِفٍ ۖ لَّا يَقْدِرُونَ مِمَّا كَسَبُوا عَلَىٰ شَيْءٍ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الضَّلَالُ الْبَعِيدُ
მათ, ვინც თავიანთი უფლის არ ირწმუნა, მათი საქმეები ჰგავს ფერფლს, რომელსაც ქარიან დღეს ძლიერი ქარი დაფანტავს. ისინი [ურწმუნოები] ვერაფერს მოიპოვებენ იმისგან, რაც მოიხვეჭეს. აი, ის არის შორეული გზააბნეულობა!
19أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ ۚ إِن يَشَأْ يُذْهِبْكُمْ وَيَأْتِ بِخَلْقٍ جَدِيدٍ
განა არ გინახავთ , რომ ალლაჰმა შექმნა ცანი და მიწა (და ყველაფერი მათში) ჭეშმარიტებით [სრულყოფილი სახით]; თუ ის მოისურვებს, წაგართმევთ და მოიყვანს ახალ ქმნილებას [სხვებს, რომლებიც მას სრულიად დაემორჩილებიან].
20وَمَا ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ بِعَزِيزٍ
და ეს ალლაჰისთვის ძნელი არ არის.
21وَبَرَزُوا لِلَّهِ جَمِيعًا فَقَالَ الضُّعَفَاءُ لِلَّذِينَ اسْتَكْبَرُوا إِنَّا كُنَّا لَكُمْ تَبَعًا فَهَلْ أَنتُم مُّغْنُونَ عَنَّا مِنْ عَذَابِ اللَّهِ مِن شَيْءٍ ۚ قَالُوا لَوْ هَدَانَا اللَّهُ لَهَدَيْنَاكُمْ ۖ سَوَاءٌ عَلَيْنَا أَجَزِعْنَا أَمْ صَبَرْنَا مَا لَنَا مِن مَّحِيصٍ
და (განკითხვის დღეს) ისინი ღვთის წინაშე წარსდგებიან. და უძლურნი ეტყვიან მათ, ვინც [თავიანთი წინამძღოლების მიმართ] ამპარტავნობდნენ: «ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენი მიმდევრები ვიყავით, ახლა ხომ გვიხსნით ალლაჰის სასჯელისგან (როგორც გპირდებოდით) თუნდაც მცირედით?» ისინი [გზასაცდენილთა წინამძღოლები] იტყვიან: «ალლაჰს რომ (ჭეშმარიტ) გზაზე [რწმენაზე] დავეყენებინეთ, ჩვენ ნამდვილად დაგაყენებდით თქვენც. ჩვენთვის ერთია, ვიგლოვოთ თუ ვიტანჯოთ - ჩვენთვის (ალლაჰის სასჯელისგან) თავის დაღწევის გზა არ არსებობს».
22وَقَالَ الشَّيْطَانُ لَمَّا قُضِيَ الْأَمْرُ إِنَّ اللَّهَ وَعَدَكُمْ وَعْدَ الْحَقِّ وَوَعَدتُّكُمْ فَأَخْلَفْتُكُمْ ۖ وَمَا كَانَ لِيَ عَلَيْكُم مِّن سُلْطَانٍ إِلَّا أَن دَعَوْتُكُمْ فَاسْتَجَبْتُمْ لِي ۖ فَلَا تَلُومُونِي وَلُومُوا أَنفُسَكُم ۖ مَّا أَنَا بِمُصْرِخِكُمْ وَمَا أَنتُم بِمُصْرِخِيَّ ۖ إِنِّي كَفَرْتُ بِمَا أَشْرَكْتُمُونِ مِن قَبْلُ ۗ إِنَّ الظَّالِمِينَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
და თქვა სატანამ, როდესაც საქმე გადაწყდა : «ჭეშმარიტად, ალლაჰმა მოგცათ ჭეშმარიტი აღთქმა (რომ იქნება აღდგომა და საზღაური), მე კი მოგეცით აღთქმა (რომ არაფერი იქნება ასეთი), მაგრამ მე მოგატყუეთ [თქვენთვის ცრუ აღთქმა გავეცი]. და არ მქონდა ძალა თქვენზე, გარდა იმისა, რომ მოგატყუეთ. და მე არ მქონდა თქვენზე ძალაუფლება, გარდა იმისა, რომ მე მოგიხმეთ (ურწმუნოებასა და გზასცდენილებაში), და თქვენც შემომიერთდით. ამიტომ, ნუ დამადანაშაულებთ, არამედ დაადანაშაულეთ საკუთარი თავი (თქვენი ცოდვების გამო). მე ვერ დაგეხმარებით (ალლაჰის სასჯელისგან თავის დაღწევაში), თქვენც ვერ დამეხმარებით. ჭეშმარიტად, უარვყოფ იმას, რასაც [ამქვეყნად] თანაზიარად (ალლაჰთან) გამხადეთ. ჭეშმარიტად, უსამართლოები ისინი არიან, რომლებსაც ელით მტკივნეული სასჯელი!».
იბრაჰიმიყურანის საძიებელი
52აია
MeccanRevelation
20აია

თარგმანი — იბრაჰიმი 20

სურა იბრაჰიმი აია 20 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და ეს ალლაჰისთვის ძნელი არ არის.

სურა აია 20/52 — იბრაჰიმი إبراهيم (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: იბრაჰიმი მოსმენა, იბრაჰიმი თარგმანი, იბრაჰიმი mp3, იბრაჰიმი pdf. აია 18–22. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers