ტაჰა · 88/135
თარგმანი გამოთქმა — ტაჰა
فَأَخْرَجَ لَهُمْ عِجْلًا جَسَدًا لَّهُ خُوَارٌ فَقَالُوا هَٰذَا إِلَٰهُكُمْ وَإِلَٰهُ مُوسَىٰ فَنَسِيَ ۝٨٨
Fa akhraja lahum `ijlan jasadal lahoo khuwaarun faqaaloo haazaaa ilaahukum wa ilaahu Moosaa fanasee
📖 ქართული მნიშვნელობა
და მან [სამირიელმა] მათ [ისრაელის შთამომავლებს] (ოქროსგან) ხბოს ქანდაკება გამოუყვანა, რომელიც ბღაოდა (როდესაც ქარი მასში შედიოდა). მაშინ გზააცდენილებმა ისრაელის შთამომავალთაგან უთხრეს (ერთმანეთს): «ეს არის თქვენი ღვთაება და მუსას ღვთაებაც, მაგრამ მან იგი დაივიწყა».

🎧 მოსმენა


📜 აია 86-90 — ტაჰა

86فَرَجَعَ مُوسَىٰ إِلَىٰ قَوْمِهِ غَضْبَانَ أَسِفًا ۚ قَالَ يَا قَوْمِ أَلَمْ يَعِدْكُمْ رَبُّكُمْ وَعْدًا حَسَنًا ۚ أَفَطَالَ عَلَيْكُمُ الْعَهْدُ أَمْ أَرَدتُّمْ أَن يَحِلَّ عَلَيْكُمْ غَضَبٌ مِّن رَّبِّكُمْ فَأَخْلَفْتُم مَّوْعِدِي
და დაბრუნდა მუსა თავის ხალხთან განრისხებული, დამწუხრებული. უთხრა [მათ]: «ო, ჩემო ხალხო! განა თქვენმა უფალმა არ მოგცათ მშვენიერი აღთქმა [რომ ამქვეყნად ხელმძღვანელობას მოგანიჭებდათ, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში — სამოთხეს]? განა თქვენ თვითონ არ იყავით მისი დახმარების მოწმეები თქვენი მტრების წინააღმდეგ? ნუთუ ჩემი არყოფნის დრო ასე დიდხანს მოგეჩვენათ, რომ ალლაჰის აღთქმა დაივიწყეთ? თუ გსურდათ, რომ თქვენი უფლის რისხვა დაგტეხოდათ თავს, რის გამოც დაარღვიეთ ჩემთვის მოცემული პირობა [რომ მტკიცედ დარჩებოდით რწმენაში და ჩემს გზას გაჰყვებოდით]?»
87قَالُوا مَا أَخْلَفْنَا مَوْعِدَكَ بِمَلْكِنَا وَلَٰكِنَّا حُمِّلْنَا أَوْزَارًا مِّن زِينَةِ الْقَوْمِ فَقَذَفْنَاهَا فَكَذَٰلِكَ أَلْقَى السَّامِرِيُّ
მათ თქვეს: «ო, მუსა! ჩვენ ჩვენი ნებით არ დაგვირღვევია შენთვის მიცემული პირობა. მაგრამ ჩვენ გვქონდა წამოღებული იმ ხალხის [ფარაონის ხალხის] სამკაულების ტვირთი . ამიტომ ისინი ცეცხლმოკიდებულ ორმოში ჩავყარეთ. ასევე მოიქცა სამირიელიც — მანაც ჩააგდო (ის მტვერი, რომელიც ანგელოზ ჯიბრილის ცხენის ჩლიქის ნაკვალევიდან ჰქონდა აღებული).
88فَأَخْرَجَ لَهُمْ عِجْلًا جَسَدًا لَّهُ خُوَارٌ فَقَالُوا هَٰذَا إِلَٰهُكُمْ وَإِلَٰهُ مُوسَىٰ فَنَسِيَ
და მან [სამირიელმა] მათ [ისრაელის შთამომავლებს] (ოქროსგან) ხბოს ქანდაკება გამოუყვანა, რომელიც ბღაოდა (როდესაც ქარი მასში შედიოდა). მაშინ გზააცდენილებმა ისრაელის შთამომავალთაგან უთხრეს (ერთმანეთს): «ეს არის თქვენი ღვთაება და მუსას ღვთაებაც, მაგრამ მან იგი დაივიწყა».
89أَفَلَا يَرَوْنَ أَلَّا يَرْجِعُ إِلَيْهِمْ قَوْلًا وَلَا يَمْلِكُ لَهُمْ ضَرًّا وَلَا نَفْعًا
ნუთუ ისინი [ხბოს თაყვანისმცემლები] ვერ ხედავდნენ, რომ ის [ხბო] მათ პასუხს ვერ უბრუნებდა და არ შეეძლო მათთვის არც ზიანის მიყენება და არც სარგებლის მოტანა?
90وَلَقَدْ قَالَ لَهُمْ هَارُونُ مِن قَبْلُ يَا قَوْمِ إِنَّمَا فُتِنتُم بِهِ ۖ وَإِنَّ رَبَّكُمُ الرَّحْمَٰنُ فَاتَّبِعُونِي وَأَطِيعُوا أَمْرِي
და მანამდე [მუსას დაბრუნებამდე] ჰარუნმა უკვე უთხრა მათ [ისრაელის შთამომავლებს]: «ო, ჩემო ხალხო! თქვენ ამით [ამ ხბოთი] მხოლოდ გამოიცდებით [რათა გამოაშკარავდნენ თქვენ შორის მორწმუნენი და ურწმუნონი]. და უეჭველად, თქვენი უფალი არის მოწყალე (ალლაჰი); მაშ, გამომყევით მე და დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას [ალლაჰის მცნებების შესრულებაში]!»
ტაჰაყურანის საძიებელი
135აია
MeccanRevelation
88აია

თარგმანი — ტაჰა 88

სურა ტაჰა აია 88 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და მან [სამირიელმა] მათ [ისრაელის შთამომავლებს] (ოქროსგან) ხბოს ქანდაკება გამოუყვანა,…

სურა აია 88/135 — ტაჰა طه (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ტაჰა მოსმენა, ტაჰა თარგმანი, ტაჰა mp3, ტაჰა pdf. აია 86–90. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers