PDF —
46 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ან-ნაზიათი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ან-ნაზიათი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ან-ნაზიათი თარგმანი. სურა ან-ნაზიათი (Meccan) 46 აია.

← ან-ნაბასურა ან-ნაზიათი აბასა →


46 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮢﮣﮤ
79:1 (მე, ალლაჰი) ვფიცავ (ანგელოზებს), რომლებიც ძალით ამოაძრობენ (ურწმუნოთა სულებს),
ﮥﮦﮧ
79:2 და ვფიცავ (ანგელოზებს), რომლებიც რბილად ამოიღებენ (მორწმუნეთა სულებს),
ﮨﮩﮪ
79:3 და ვფიცავ (ანგელოზებს), რომლებიც მშვიდად მიედინებიან (როცა ზეციდან ჩამოდიან ან მასზე ადიან),
ﮫﮬﮭ
79:4 და ვფიცავ (ანგელოზებს), რომლებიც სწრაფად ასწრებენ [მყისვე ასრულებენ ალლაჰის ბრძანებას],
ﮮﮯﮰ
79:5 და ვფიცავ (ანგელოზებს), რომლებიც ასრულებენ (ალლაჰის) ბრძანებებს!
ﮱﯓﯔﯕ
79:6 იმ დღეს, როცა შეირყევა შერყევადი [პირველი ჩაბერვა მოხდება რქაში, რის შემდეგაც ქმნილებები მოკვდებიან],
ﯖﯗﯘ
79:7 და მის შემდეგ მოჰყვება მეორე ,
ﯙﯚﯛﯜ
79:8 ურწმუნოთა გულები იმ დღეს შიშისგან ირხევიან,
ﯝﯞﯟ
79:9 და მზერები იქნებიან დახრილნი,
ﯠﯡﯢﯣﯤﯥ
79:10 ისინი ამბობენ: «ნუთუ ჩვენ დაგვაბრუნებენ პირვანდელ მდგომარეობაში?
ﯦﯧﯨﯩﯪ
79:11 ნუთუ (დაგვაბრუნებენ) მაშინაც კი, როცა ჩვენ უკვე გახრწნილ ძვლებად ვიქცევით?»
ﯫﯬﯭﯮﯯﯰ
79:12 იტყვიან ისინი [ურწმუნოები]: «მაშინ, ეს დაბრუნება წამგებიანი იქნება!»
ﯱﯲﯳﯴﯵ
79:13 და აი, მხოლოდ ერთი შერყევა [რქაში ჩაბერვა] —
ﯶﯷﯸﯹ
79:14 და აი, ისინი აღმოჩნდებიან მიწის ზედაპირზე (აღდგენილნი).
ﯺﯻﯼﯽﯾ
79:15 ნუთუ უკვე მოვიდა შენამდე (ო, მოციქულო) ამბავი მუსაზე?
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
79:16 აი, მოუხმო მას მისმა უფალმა ტუვას წმინდა ველზე:
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
79:17 «წადი ფარაონთან, რადგან იგი მართლაც ზღვარს გადაცდა (ალლაჰის ურჩობაში)».
ﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
79:18 და უთხარი: «არ გინდა განიწმინდო?
ﭞﭟﭠﭡﭢ
79:19 დაგაკვალიანო შენი ღმერთისკენ და იქცე (ღვთის) მოშიშად?»
ﭣﭤﭥﭦ
79:20 და მან [მუსამ] უჩვენა მას [ფარაონს] უდიდესი ნიშანი (სასწაული) ,
ﭧﭨﭩ
79:21 მაგრამ (ფარაონმა) ეს სასწაულები სიცრუედ მიიჩნია და გაურჩდა,
ﭪﭫﭬﭭ
79:22 შემდეგ კი ზურგი აქცია (რწმენას) და გულმოდგინედ შეუდგა წინააღმდეგობას.
ﭮﭯﭰ
79:23 და შეკრიბა (ხალხი) და ხმამაღლა გამოაცხადა,
ﭱﭲﭳﭴﭵ
79:24 და თქვა: «მე ვარ თქვენი უზენაესი ღმერთი!»
ﭶﭷﭸﭹﭺﭻ
79:25 და დასაჯა იგი ალლაჰმა სასჯელით, როგორც მარადიულ ცხოვრებაში, ისე ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
79:26 ჭეშმარიტად, ამაშია [ფარაონის დასჯაში] შეგონება მათთვის, ვისაც ალლაჰის ეშინია.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
79:27 თქვენ ხართ (ო, ადამიანებო) უფრო ძნელი შესაქმნელად [აღსადგენად], თუ ცა, რომელიც მან უკვე ააგო?
ﮋﮌﮍﮎ
79:28 მან აამაღლა მისი თაღი [ცა] და გაასწორა იგი.
ﮏﮐﮑﮒﮓ
79:29 და მისი ღამე ბნელად აქცია და მისი განთიადი გამოაჩინა.
ﮔﮕﮖﮗﮘ
79:30 და ამის შემდეგ მიწა გააფართოვა [გახადა იგი ფართო და საცხოვრებლად მოსახერხებელი].
ﮙﮚﮛﮜﮝ
79:31 და ამოიყვანა მისგან [მიწიდან] მისი წყალი და (აღმოაცენა) საძოვარი.
ﮞﮟﮠ
79:32 და მთები დაამყარა მან (როგორც ბოძები).
ﮡﮢﮣﮤ
79:33 (და ეს ყველაფერი მან შექმნა) თქვენთვის და თქვენი პირუტყვის სასარგებლოდ.
ﮥﮦﮧﮨﮩ
79:34 და როცა მოვა უდიდესი უბედურება [მეორე ჩაბერვა რქაში],
ﮪﮫﮬﮭﮮﮯ
79:35 იმ დღეს, როცა ადამიანი გაიხსენებს ყველაფერს, რისთვისაც ის ცდილობდა.
ﮰﮱﯓﯔﯕ
79:36 და ჯოჯოხეთი გამოეცხადება ყველას, ვინც ხედავს.
ﯖﯗﯘﯙ
79:37 და ის, ვინც ზღვარს გადაცდა,
ﯚﯛﯜﯝ
79:38 და ამქვეყნიური ცხოვრება ამჯობინა,
ﯞﯟﯠﯡﯢ
79:39 ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთია მისი თავშესაფარი.
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
79:40 ხოლო ვისაც ეშინოდა თავისი უფლის წინაშე წარდგომისა და აკავებდა თავს (თავის სულს) ვნებებისგან,
ﯭﯮﯯﯰﯱ
79:41 მაშ, ჭეშმარიტად, სამოთხე იქნება მისი საბოლოო სამყოფელი.
ﯲﯳﯴﯵﯶﯷ
79:42 ისინი გეკითხებიან შენ (ო, მოციქულო) საათის შესახებ: «როდის იქნება მისი მოსვლა?»
ﯸﯹﯺﯻﯼ
79:43 რაში გეხება შენ მისი ხსენება? [ეს არ არის შენს ცოდნაში.]
ﯽﯾﯿﰀ
79:44 შენს უფალთანაა საბოლოო ცოდნა მის შესახებ.
ﰁﰂﰃﰄﰅﰆ
79:45 შენ (ო, მოციქულო) მხოლოდ შემგონებელი ხარ მათთვის, ვისაც ეშინია მისი [სასამართლო დღის დადგომის].
ﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
79:46 იმ დღეს, როცა ისინი დაინახავენ მას, მათ მოეჩვენებათ, თითქოს დარჩნენ მხოლოდ დღის ნაწილი [ზენიტიდან მზის ჩასვლამდე] ან დილა [მზის ამოსვლიდან ზენიტამდე].

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers