სურა ან-ნაბა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ან-ნაბა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ან-ნაბა თარგმანი. სურა ან-ნაბა (Meccan) 40 აია.
Related
- სურა ან-ნაბა თარგმანიქართული
- სურა ან-ნაბა mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ან-ნაბა

ﭑﭒﭓ
78:1
რის შესახებ ეკითხებიან ისინი [მექქის მრავალღმერთიანები] ერთმანეთს (როცა მათთან მოვიდა ალლაჰისგან შუამავალი)?
ﭔﭕﭖﭗ
78:2
დიდებული ამბის შესახებ
ﭘﭙﭚﭛﭜ
78:3
რომლის შესახებაც ისინი [მრავალღმერთიანები] უთანხმოებაში არიან.
ﭝﭞﭟ
78:4
მაგრამ არა! მალე ისინი შეიტყობენ!
ﭠﭡﭢﭣ
78:5
და კიდევ ერთხელ — არა! მალე ისინი შეიტყობენ!
ﭤﭥﭦﭧﭨ
78:6
ნუთუ ჩვენ არ გავხადეთ მიწა ვაკედ?
ﭩﭪﭫ
78:7
და მთები — საყრდენებად,
ﭬﭭﭮ
78:8
და ჩვენ შეგქმენით (ადამიანები) წყვილებად,
ﭯﭰﭱﭲ
78:9
და დავადგინეთ თქვენი ძილი დასვენებად,
ﭳﭴﭵﭶ
78:10
და დავადგინეთ ღამე საფარად,
ﭷﭸﭹﭺ
78:11
და დავადგინეთ დღე საცხოვრისად,
ﭻﭼﭽﭾﭿ
78:12
და ავაგეთ თქვენს ზემოთ შვიდი ურყევი (ცა),
ﮀﮁﮂﮃ
78:13
და დავადგინეთ ლამპარი მოგიზგიზედ (მზე),
ﮄﮅﮆﮇﮈﮉ
78:14
და ღრუბლებიდან ჩამოვავლინეთ წყალი უხვად,
ﮊﮋﮌﮍﮎ
78:15
რათა მისით აღმოვაცენოთ მარცვალი და მცენარე,
ﮏﮐﮑ
78:16
ასევე ხშირი (შებურული) ბაღები.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗ
78:17
ჭეშმარიტად, გარჩევის დღე წინასწარაა განსაზღვრული.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
78:18
იმ დღეს, როცა ჩაიბერება რქაში, და თქვენ მოხვალთ ჯგუფებად.
ﮟﮠﮡﮢﮣ
78:19
იმ დროს ზეცა გაიხსნება და იქნება კარიბჭენი.
ﮤﮥﮦﮧﮨ
78:20
და მთები დაიძვრებიან და გახდებიან მირაჟის მსგავსი.
ﮩﮪﮫﮬﮭ
78:21
ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთი ჩასაფრებული ადგილია.
ﮮﮯﮰ
78:22
ურჩებისთვის [მრავალღმერთიანებისთვის] — დაბრუნების ადგილი.
ﮱﯓﯔﯕ
78:23
სადაც ისინი დარჩებიან საუკუნეების განმავლობაში [მარადიულად].
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
78:24
მასში ვერ იგემებენ ვერც სიგრილეს და ვერც სასმელს,
ﯝﯞﯟﯠ
78:25
გარდა მდუღარისა და ჩირქისა.
ﯡﯢﯣ
78:26
სათანადო სასჯელად.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩ
78:27
უეჭველად, მათ ანგარიშგების მოლოდინიც კი არ ჰქონდათ.
ﯪﯫﯬﯭ
78:28
და ცრუდ რაცხავდნენ ჩვენს აიათებს – მთელი თავგამოდებით,
ﯮﯯﯰﯱﯲ
78:29
ჩვენ კი ყველაფერი აღვრიცხეთ წიგნად.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸ
78:30
მაშ, იგემეთ და არაფერს მოგიმატებთ გარდა ტანჯვისა!
ﭑﭒﭓﭔ
78:31
ჭეშმარიტად ღვთისმოშიშთათვის იქნება ხსნა,
ﭕﭖﭗ
78:32
(სამოთხის) ბაღები და ვენახები,
ﭘﭙﭚ
78:33
და თანატოლი, სრულმკერდიანი ჰურიები [სამოთხის ქალწულები].
ﭛﭜﭝ
78:34
და სავსე თასი (სამოთხის ღვინით),
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
78:35
ისინი იქ [სამოთხეში] არ მოისმენენ არც ამაო საუბარს და არც სიცრუეში დადანაშაულებას ,
ﭥﭦﭧﭨﭩﭪ
78:36
საზღაურად შენი უფლისგან — ძღვენი, სრული ანგარიშით ,
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
78:37
ცათა და მიწის და მათ შორის არსებული ყველაფრის უფალი — მოწყალე. ისინი [ადამიანები] (განკითხვის დღეს) მისგან ვერ მიიღებენ საუბრის (შესაძლებლობას).
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
78:38
იმ დღეს, როცა სული [ჯიბრილი] და (სხვა) ანგელოზები რიგებად დადგებიან, არავინ ილაპარაკებს, გარდა იმათისა, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე. რადგან იგი (თავის ცხოვრებაში) ჭეშმარიტებას ამბობდა.
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
78:39
ეს დღე ჭეშმარიტებაა, და ვინც ინებებს (თავისთვის ხსნას), აირჩევს თავისთვის დაბრუნების გზას თავის უფალთან.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
78:40
ჭეშმარიტად, ჩვენ გაგაფრთხილეთ თქვენ (ო, ურწმუნოებო) ახლო სასჯელის შესახებ. იმ დღეს, როცა ადამიანი დაინახავს, რაც მისმა (ორივე) ხელმა მოამზადა, და ურწმუნო იტყვის: «ო, ნეტავ მტვერი ვყოფილიყავი».
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







