სურა ატ-ტაქვირი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ატ-ტაქვირი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ატ-ტაქვირი თარგმანი. სურა ატ-ტაქვირი (Meccan) 29 აია.
Related
- სურა ატ-ტაქვირი თარგმანიქართული
- სურა ატ-ტაქვირი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ატ-ტაქვირი

ﭙﭚﭛﭜ
81:1
როცა მზე შეიკვრება ,
ﭝﭞﭟﭠ
81:2
და როცა ვარსკვლავები ჩამოცვივდება ,
ﭡﭢﭣﭤ
81:3
და როცა მთები დაიძრება,
ﭥﭦﭧﭨ
81:4
და როცა ორსულობის მეათე თვეში მყოფი აქლემები უპატრონოდ დარჩებიან (დიდი შიშის გამო),
ﭩﭪﭫﭬ
81:5
და როცა მხეცები შეიყრებიან,
ﭭﭮﭯﭰ
81:6
და როცა ზღვები აალდება,
ﭱﭲﭳﭴ
81:7
და როცა სულები განაწილდებიან (ჯგუფებად)
ﭵﭶﭷﭸ
81:8
და როცა ცოცხლად დამარხულ ჩვილ გოგონას კითხავენ ,
ﭹﭺﭻﭼ
81:9
თუ რომელი ცოდვისთვის მოიკლა?
ﭽﭾﭿﮀ
81:10
და როცა გრაგნილები (საქმეების ჩანაწერებით) გაიშლება (ანგარიშსწორებისთვის),
ﮁﮂﮃﮄ
81:11
და როცა ზეცა აიხდება,
ﮅﮆﮇﮈ
81:12
და როცა ჯოჯოხეთი აგიზგიზდება,
ﮉﮊﮋﮌ
81:13
და როცა სამოთხე დაახლოვდება,
ﮍﮎﮏﮐﮑ
81:14
(მაშინ) გაიგებს სული თუ რა გაუმზადებია.
ﮒﮓﮔﮕ
81:15
არა! (მე, ალლაჰი) ვფიცავ უკანდახეულებს [ციურ სხეულებს] ,
ﮖﮗﮘ
81:16
მოძრავებს (თავიანთ ორბიტებზე მიცურავებს) და დამალულებს (ჰორიზონტს მიღმა),
ﮙﮚﮛﮜ
81:17
და ღამეს, როცა იგი მოიცავს (თავისი სიბნელით),
ﮝﮞﮟﮠ
81:18
და (ადრეულ) დილას, როცა იგი (სიგრილით) სუნთქავს!
ﮡﮢﮣﮤﮥ
81:19
ჭეშმარიტად, ეს [ყურანი] — უეჭველად არის სიტყვა (ალლაჰისგან) ღირსეულ მოციქულზე.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
81:20
ძლევამოსილისა და ტახტის მფლობელთან მაღალი მდგომარეობის მქონისა,
ﮭﮮﮯﮰ
81:21
მორჩილების მქონისა [რომელსაც სხვა ანგელოზები ემორჩილებიან] და ამასთან ერთად სანდო.
ﮱﯓﯔﯕ
81:22
და თქვენი მეგობარი (მუჰამმადი), არ არის შეშლილი.
ﯖﯗﯘﯙﯚ
81:23
და მან იხილა იგი ნათელ ჰორიზონტზე (მზის ამოსვლამდე),
ﯛﯜﯝﯞﯟﯠ
81:24
და იგი [მუჰამმადი] არ იშურებს დაფარულის გადაცემას,
ﯡﯢﯣﯤﯥﯦ
81:25
და ეს [ყურანი] — არ არის რომელიმე ქვით განდევნილი [დაწყევლილი] სატანის სიტყვა,
ﯧﯨﯩ
81:26
მაშ, საითკენ მიდიხართ (ყურანის დატოვებით)?
ﯪﯫﯬﯭﯮﯯ
81:27
ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.
ﯰﯱﯲﯳﯴﯵ
81:28
თქვენგან მათთვის, ვისაც სწორ გზაზე დგომა სურს.
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
81:29
მაგრამ თქვენ ამას [სწორ გზას] ვერ ინებებთ, თუ არ ინებებს ალლაჰი — სამყაროთა უფალი.
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







