PDF —
36 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-მუტაფიფინი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-მუტაფიფინი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მუტაფიფინი თარგმანი. სურა ალ-მუტაფიფინი (Meccan) 36 აია.

← ალ-ინფიტარისურა ალ-მუტაფიფინი ალ-ინშიქაქი →


36 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﯖﯗﯘ
83:1 ვაი (მძიმე სასჯელი) მომატყუებლებს (ვაჭრობის დროს),
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
83:2 [ასეთნი არიან ისინი], რომლებიც, როცა ხალხისგან (რაღაცას) ყიდულობენ და საზომით იზომავენ, სრულად აღებას მოითხოვენ,
ﯠﯡﯢﯣﯤﯥ
83:3 ხოლო როცა (გაყიდვისას) თავად უზომავენ ან უწონიან მათ, აკლებენ (საქონლის რაოდენობას)!
ﯦﯧﯨﯩﯪﯫ
83:4 ნუთუ ასეთნი [ვინც წონაში აკლებს] არ ფიქრობენ, რომ ისინი აღდგებიან?
ﭑﭒﭓ
83:5 უდიდესი დღისათვის?
ﭔﭕﭖﭗﭘﭙ
83:6 იმ დღეს, როცა ხალხი სამყაროთა უფლის წინაშე წარსდგება.
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
83:7 არა! ჭეშმარიტად, ცოდვის მოყვარულთა (მათი სახელების) წიგნი აუცილებლად (იწერება) სიჯჯინში [ჯოჯოხეთელთა სიაში].
ﭡﭢﭣﭤﭥ
83:8 და რამ გამცნოს თუ რა არის სიჯჯინი?!
ﭦﭧﭨ
83:9 დაწერილი წიგნი! [ეს წიგნი, რომელშიც მათი სახელები იწერება, უკვე დაწერილია]
ﭩﭪﭫﭬ
83:10 იმ დღეს, ვაი ცრუდ შემრაცხველთ,
ﭭﭮﭯﭰﭱ
83:11 რომელნიც ცრუდ რაცხავენ განკითხვის დღეს.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
83:12 მას სხვა არავინ შერაცხავს, გარდა ყოველი ზღვარგადასული, ცოდვილი.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
83:13 როცა მას უკითხავენ ჩვენს აიათებს, ამბობს: «(მოგონილი) ძველთა ლეგენდებია!»
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
83:14 არა! პირიქით, მათი გულები დაიხშო (რომ ვერ მიიღონ ჭეშმარიტება) იმის გამო, რაც (ცოდვებს) იძენდნენ.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
83:15 არა! მართლაც, ისინი [ურწმუნოები] იმ დღეს თავიანთი უფლის ხილვისგან განყენებულნი იქნებიან [მოკლებულნი ამ შესაძლებლობას].
ﮔﮕﮖﮗﮘ
83:16 შემდეგ, ისინი უთუოდ შევლენ ჯოჯოხეთის ცეცხლში.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
83:17 შემდეგ ეტყვიან: «ეს არის ის, რასაც თქვენ ცრუდ მიიჩნევდით».
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
83:18 არა! ჭეშმარიტად, კეთილმოსურნეთა წიგნი უეჭველად (იწერება) ‘ილლიუნშია.
ﮨﮩﮪﮫﮬ
83:19 და რამ გამცნოს თუ რა არის ‘ილლიუნი?!
ﮭﮮﮯ
83:20 წიგნი დაწერილი.
ﮰﮱﯓ
83:21 მასზე [რაც ამ წიგნშია ჩაწერილი] დაამოწმებენ ახლოს მყოფნი (ანგელოზები).
ﯔﯕﯖﯗﯘ
83:22 ჭეშმარიტად, კეთილმოსურნენი აუცილებლად იქნებიან (სამოთხის) ნეტარებაში.
ﯙﯚﯛﯜ
83:23 ტახტებზე (დაწოლილნი) უყურებენ (იმ სიკეთეებს, რომლებიც მათთვის ალლაჰმა მოამზადა)!
ﯝﯞﯟﯠﯡﯢ
83:24 მათ სახეებში კეთილდღეობის ბრწყინვალებას ამოიცნობ.
ﯣﯤﯥﯦﯧ
83:25 მიერთმევათ ხალასი ღვინო – ბეჭედ დასმული.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
83:26 მისი [ამ ღვინის] ბეჭედი — მუშკია. და ამას დაე, ისწრაფოდნენ მსურველები.
ﯰﯱﯲﯳ
83:27 ხოლო მისი ნაზავი თასნიმიდან,
ﯴﯵﯶﯷﯸ
83:28 წყარო, რომლისგანაც სვამენ დაახლოებულნი.
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
83:29 ჭეშმარიტად, ისინი, ვინც აღუდგნენ, მორწმუნეებზე დასცინოდნენ,
ﰂﰃﰄﰅﰆ
83:30 და როცა (ეს ურწმუნოები) მათ [მორწმუნეებს] გვერდით ჩაუვლიდნენ, ერთმანეთს თვალს უკრავდნენ,
ﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
83:31 ხოლო როცა (ეს ურწმუნოები) თავიანთ ოჯახებთან ბრუნდებოდნენ, ბრუნდებოდნენ გახარებულნი,
ﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
83:32 და როცა (მრავალღმერთიანები) ხედავდნენ მათ, ამბობდნენ: «ნამდვილად, ესენი გზასაცდენილნი არიან».
ﰕﰖﰗﰘﰙ
83:33 და ისინი არ იყვნენ გაგზავნილნი მათზე მეთვალყურეებად.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
83:34 და იმ დღეს [სამსჯავროს დღეს] ისინი, ვინც ირწმუნეს, თავად დასცინებენ ურწმუნოებს (როგორც ისინი დასცინოდნენ მათ ამ ქვეყანაზე),
ﭘﭙﭚﭛ
83:35 ტახტებზე (დაწოლილნი) შესცქერიან
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
83:36 განა მიეზღოთ ურწმუნოებს იმისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ?

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers