სურა ალ-ფაჯრი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ფაჯრი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ფაჯრი თარგმანი. სურა ალ-ფაჯრი (Meccan) 30 აია.
Related
- სურა ალ-ფაჯრი თარგმანიქართული
- სურა ალ-ფაჯრი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ფაჯრი

ﭤﭥ
89:1
ვფიცავ გარიჟრაჟს
ﭦﭧﭨ
89:2
და ათ ღამეს,
ﭩﭪﭫ
89:3
წყვილსა და კენტს,
ﭬﭭﭮﭯ
89:4
ასევე (ვფიცავ) ღამეს, როცა ის მიდის.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
89:5
ნუთუ არ არის საკმარისი ეს ფიცი გონიერთათვის
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
89:6
განა არ გინახავს რა უყო შენმა უფალმა ‘ადს,
ﭾﭿﮀﮁ
89:7
(ქალაქ ან ტომ) ირამს სვეტებიანს,
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
89:8
რომლის მსგავსიც მეტი არ გაჩენილა ქალაქთა შორის,
ﮉﮊﮋﮌﮍﮎ
89:9
და სამუდს, რომლებიც ხეობაში კლდეებს კვეთდნენ.
ﮏﮐﮑﮒ
89:10
და ფარაონი — ბოძების მქონე [პირამიდებისა და დიდი ლაშქრის მქონე],
ﮓﮔﮕﮖﮗ
89:11
რომლებიც ზღვარს გადადიოდნენ ქვეყნებში .
ﮘﮙﮚﮛ
89:12
და ამრავლებდნენ მათში უკეთურებას ,
ﮜﮝﮞﮟﮠﮡ
89:13
ამიტომაც შენმა უფალმა სასჯელის მათრახი აწვიმა მათზე.
ﮢﮣﮤﮥ
89:14
ჭეშმარიტად, შენი უფალი მეთვალყურეა.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
89:15
ხოლო ადამიანი, როცა მისი უფალი გამოსცდის მას, პატივს სცემს და დაასაჩუქრებს სიკეთეებით [სიმდიდრით], მაშინ ამბობს: «ჩემმა უფალმა პატივი მცა!»
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
89:16
ხოლო როცა იგი გამოსცდის მას და შეუზღუდავს საზრდოს, მაშინ ის ამბობს: «ჩემმა უფალმა დამამცირა!»
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
89:17
მაგრამ არა! პირიქით, თქვენ თვითონ არ სცემთ პატივს ობოლს.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪ
89:18
და ერთმანეთს არ მოუწოდებთ უპოვრის დაპურებას.
ﯫﯬﯭﯮﯯ
89:19
და ჭამთ მემკვიდრეობას (ობოლთა, ქალებისა და სუსტთა) გაუმაძღრობით.
ﯰﯱﯲﯳﯴ
89:20
და გიყვართ სიმდიდრე ძლიერად.
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
89:21
მაგრამ არა! როცა მიწა სრულად გასწორდება (სასამართლო დღეს),
ﯽﯾﯿﰀﰁﰂ
89:22
და მოვა შენი უფალი [ალლაჰი] (რომ განაჩენი გამოიტანოს თავის მონებზე) და (მოვლენ) ანგელოზები რიგებად,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
89:23
და იმ დღეს მოიყვანენ ჯოჯოხეთს (და ანგელოზები მას მოათრევენ); იმ დღეს ადამიანი გაიხსენებს, მაგრამ რაღა სარგებელი ექნება მის ამ გახსენებასა და სინანულს?
ﭜﭝﭞﭟﭠ
89:24
ის იტყვის: «ო, ნეტავ მე მომემზადებინა (საქმეები) ჩემი (მარადიული) ცხოვრებისათვის!»
ﭡﭢﭣﭤﭥﭦ
89:25
და იმ დღეს (ალლაჰისგან იქნება ისეთი სასჯელი), რომ არავინ დასჯის ისე, როგორც ის სჯის.
ﭧﭨﭩﭪﭫ
89:26
და ვერც ვერავინ დაადებს ბორკილებს მისი ბორკილის მსგავსად.
ﭬﭭﭮﭯ
89:27
ო შენ, სულო დამშვიდებულო!
ﭰﭱﭲﭳﭴﭵ
89:28
დაბრუნდი შენი უფლისკენ, კმაყოფილი (იმ ჯილდოთი, რომლითაც მან დაგაჯილდოვა) და მისგან კმაყოფილმიღებული!
ﭶﭷﭸﭹ
89:29
მაშ, შედი ჩემს (რჩეულ) მსახურთა რიგებში!
ﭺﭻﭼ
89:30
და (მათთან ერთად) შედი ჩემს სამოთხეში!
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







