ალ-იმრანი · 94/200
თარგმანი გამოთქმა — სურა ალ-იმრანი
فَمَنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ مِن بَعْدِ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ ۝٩٤
Famanif taraa `alal laahilkaziba mim ba`di zaalika fa ulaaa`ika humuz zaalimoon
📖 ქართული მნიშვნელობა
ხოლო ვინც ამის შემდეგ [მას შემდეგ, რაც თორას წაიკითხავს და ჭეშმარიტება გაუნათლდება], ალლაჰზე სიცრუეს შეთხზავს [ამბობს, რომ აკრძალვა შუამავლებს თორას ჩამოვლენამდე უკვე გარდმოვლენილი ჰქონდათ], — ასეთნი არიან უსამართლონი.

🎧 მოსმენა


📜 აია 92-96 — სურა ალ-იმრანი

92لَن تَنَالُوا الْبِرَّ حَتَّىٰ تُنفِقُوا مِمَّا تُحِبُّونَ ۚ وَمَا تُنفِقُوا مِن شَيْءٍ فَإِنَّ اللَّهَ بِهِ عَلِيمٌ
ვერ მიაღწევთ თქვენ (ო, მორწმუნენო) ღვთისმოშიშობას, სანამ არ დახარჯავთ იმას, რაც გიყვართ [თქვენს ქონებას შორის ყველაზე ძვირფასსა და საუკეთესოს]. და რასაც არ უნდა დახარჯავდეთ — ბევრს თუ ცოტას, უეჭველად, ალლაჰმა ეს იცის.
93۞ كُلُّ الطَّعَامِ كَانَ حِلًّا لِّبَنِي إِسْرَائِيلَ إِلَّا مَا حَرَّمَ إِسْرَائِيلُ عَلَىٰ نَفْسِهِ مِن قَبْلِ أَن تُنَزَّلَ التَّوْرَاةُ ۗ قُلْ فَأْتُوا بِالتَّوْرَاةِ فَاتْلُوهَا إِن كُنتُمْ صَادِقِينَ
ყოველი (კეთილი) საკვები ნებადართული იყო ისრაელის ძეთათვის [შუამავალ იაყუბის შთამომავლობისთვის], გარდა იმისა, რაც ისრაელმა [ანუ შუამავალმა იაყუბმა] თავად აიკრძალა თავისთვის [ავადმყოფობის დროს დადებული აღთქმის გამო], სანამ თორა გარდმოევლინებოდა . უთხარი (იუდეველებს), ო, (შუამავალო): «მოიტანეთ თორა და წაიკითხეთ იგი, თუ მართალნი ხართ».
94فَمَنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ مِن بَعْدِ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
ხოლო ვინც ამის შემდეგ [მას შემდეგ, რაც თორას წაიკითხავს და ჭეშმარიტება გაუნათლდება], ალლაჰზე სიცრუეს შეთხზავს [ამბობს, რომ აკრძალვა შუამავლებს თორას ჩამოვლენამდე უკვე გარდმოვლენილი ჰქონდათ], — ასეთნი არიან უსამართლონი.
95قُلْ صَدَقَ اللَّهُ ۗ فَاتَّبِعُوا مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ
უთხარი (მათ), ო, (შუამავალო): «ალლაჰმა სიმართლე თქვა! (და თქვენ, ო, იუდეველნო, თუ ჭეშმარიტნი ხართ თქვენს სიყვარულში შუამავალი იბრაჰიმის მიმართ), — მიჰყევით იბრაჰიმის სარწმუნოებას — ერთღმერთიანობას, რადგან იგი — (შუამავალი იბრაჰიმი) — არ ყოფილა მრავალღმერთიანთაგანი.
96إِنَّ أَوَّلَ بَيْتٍ وُضِعَ لِلنَّاسِ لَلَّذِي بِبَكَّةَ مُبَارَكًا وَهُدًى لِّلْعَالَمِينَ
ჭეშმარიტად, პირველი სახლი, რომელიც ადამიანებისთვის (დედამიწაზე) დადგინდა (რათა იქ ალლაჰს თაყვანი ეცათ), — არის ის, რომელიც ბაქაში [მექქაში] მდებარეობს. (ეს სახლი) კურთხეულია [მასში კეთილი საქმეებისთვის ჯილდო მრავლდება და მასზე ალლაჰის წყალობა გარდმოდის] და გზამკვლევი სამყაროებისთვის [ლოცვის მიმართულების (ყიბლის) ორიენტირი და ყველა ადამიანის მომლოცველობის ადგილი].
ალ-იმრანიყურანის საძიებელი
200აია
MedinanRevelation
94აია

თარგმანი — ალ-იმრანი 94

სურა ალ-იმრანი აია 94 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ხოლო ვინც ამის შემდეგ [მას შემდეგ, რაც თორას წაიკითხავს და…

სურა აია 94/200 — სურა ალ-იმრანი آل عمران (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: სურა ალ-იმრანი მოსმენა, სურა ალ-იმრანი თარგმანი, სურა ალ-იმრანი mp3, სურა ალ-იმრანი pdf. აია 92–96. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Monday, September 7, 2026

Don't forget us in your sincere prayers