სურა ალ-ბურუჯი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ბურუჯი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ბურუჯი თარგმანი. სურა ალ-ბურუჯი (Meccan) 22 აია.
Related
- სურა ალ-ბურუჯი თარგმანიქართული
- სურა ალ-ბურუჯი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ბურუჯი

ﭛﭜﭝﭞ
85:1
(მე, ალლაჰი) ვფიცავ ზეცას — კოშკების [დიდი ვარსკვლავების] მქონეს,
ﭟﭠﭡ
85:2
და აღთქმულ დღეს !
ﭢﭣﭤ
85:3
ასევე მოწმეს და დამოწმებულს !
ﭥﭦﭧﭨ
85:4
დაწყევლილნი არიან თხრილის გამთხრელები .
ﭩﭪﭫﭬ
85:5
ცეცხლიანი თხრილისა, რომელიც შეშით იყო სავსე,
ﭭﭮﭯﭰﭱ
85:6
აი, ისინი [მმართველი და მისი მომხრეები] სხედან მის გვერდით [თხრილის გვერდით],
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
85:7
და ისინი მოწმეები არიან იმისა, რასაც მორწმუნეებს უკეთებენ,
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
85:8
და შურს იძიებდნენ მათზე [მორწმუნეებზე] მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ირწმუნეს ალლაჰი — ყოვლადძლიერი, ყოვლადქებული,
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
85:9
რომელსაც ეკუთვნის ძალაუფლება ცათა და მიწაზე. და ალლაჰი ყოველივეს მოწმეა!
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
85:10
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც გამოსცადეს (ცოცხლად დაწვით) მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს, შემდეგ კი არ მოინანიეს თავიანთი ბოროტმოქმედება, — მათთვის იქნება სასჯელი ჯოჯოხეთში, და მათთვის იქნება ცეცხლის სასჯელი.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
85:11
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს — მათთვისაა გამზადებული (სამოთხის) ბაღები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მოედინება. ეს არის დიდი წარმატება!
ﮮﮯﮰﮱﯓ
85:12
ჭეშმარიტად, შენი უფლის შეპყრობა სასტიკია.
ﯔﯕﯖﯗﯘ
85:13
ჭეშმარიტად, ის იწყებს შექმნას და კვლავ იმეორებს მას.
ﯙﯚﯛﯜ
85:14
და ის არის მიმტევებელი, მოყვარული.
ﯝﯞﯟﯠ
85:15
ტახტის მფლობელი, დიდებული.
ﯡﯢﯣﯤ
85:16
აღმსრულებელი იმისა, რაც მას ენებოს.
ﯥﯦﯧﯨﯩ
85:17
ნუთუ უკვე მოვიდა შენამდე (ო, მოციქულო) ამბავი ლაშქრების შესახებ ?
ﯪﯫﯬ
85:18
ფარაონისა და სამუდისა?
ﯭﯮﯯﯰﯱﯲ
85:19
პირიქით! ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, (ჯიუტად აგრძელებენ) სიცრუედ გამოცხადებას (ალლაჰის წიგნის)
ﯳﯴﯵﯶﯷ
85:20
და ალლაჰი მათ ზურგიდან გარემოიცავს!
ﯸﯹﯺﯻﯼ
85:21
არა! ეს — დიდებული ყურანია.
ﯽﯾﯿﰀ
85:22
(რომლის დედანი) დაცულ დაფაზეა .
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







