PDF —
20 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ბალადი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ბალადი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ბალადი თარგმანი. სურა ალ-ბალადი (Meccan) 20 აია.

← ალ-ფაჯრისურა ალ-ბალადი აშ-შამსი →


20 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭽﭾﭿﮀﮁ
90:1 არა! ვფიცავ ამ ქალაქს (მექქას)!
ﮂﮃﮄﮅﮆ
90:2 და შენ (ო, მოციქულო) ცხოვრობ ამ ქალაქში.
ﮇﮈﮉﮊ
90:3 და ვფიცავ მშობელს [მშობიარეს] და იმას, რაც მან შვა !
ﮋﮌﮍﮎﮏﮐ
90:4 ჩვენ ადამიანი მართლაც განსაცდელისა და სირთულის გარემოცვაში გავაჩინეთ.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
90:5 ნუთუ ფიქრობს, რომ არავის ძალუძს მისი ძლევა?
ﮘﮙﮚﮛﮜ
90:6 ამბობს იგი [ურწმუნო]: «მე დავხარჯე ურიცხვი ქონება (ისლამთან ბრძოლაში)!»
ﮝﮞﮟﮠﮡﮢ
90:7 ნუთუ მას ჰგონია, რომ არავინ ხედავდა მას?
ﮣﮤﮥﮦﮧ
90:8 ნუთუ ჩვენ არ მივეცით მას თვალები, რათა ხედავდეს?
ﮨﮩﮪ
90:9 და ენა და ბაგეები, (რათა ილაპარაკოს)?
ﮫﮬﮭ
90:10 და განა არ ვუჩვენეთ მას ორი გზა?
ﮮﮯﮰﮱ
90:11 მაგრამ მას აღმართის გადალახვა არც კი უცდია.
ﯓﯔﯕﯖﯗ
90:12 და რამ გამცნოს თუ რა არის აღმართი?!
ﯘﯙﯚ
90:13 (ეს არის) მონის/ტყვეს გათავისუფლება
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
90:14 ან დაპურება შიმშილობის დღეს,
ﯢﯣﯤﯥ
90:15 ობოლი ნათესავისა,
ﯦﯧﯨﯩﯪ
90:16 ან უკიდურესად ღატაკისა.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
90:17 ამასთან (ამ ბარიერის გადალახვისას) იგი იყო მათ შორის, ვინც ირწმუნა და ერთმანეთს ურჩევდნენ მოთმინებას და ერთმანეთს ურჩევდნენ მოწყალებას.
ﯵﯶﯷﯸ
90:18 ასეთნი არიან მარჯვენა მხარის ხალხი,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
90:19 ხოლო ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს ჩვენი აიათები (სასწაულები), ისინი არიან მარცხენა მხარის ხალხი.
ﭘﭙﭚﭛ
90:20 რომლებზეც იქნება გადახურული ცეცხლი.

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers