PDF —
21 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ლაილი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ლაილი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ლაილი თარგმანი. სურა ალ-ლაილი (Meccan) 21 აია.

← აშ-შამსისურა ალ-ლაილი ად-დუჰა →


21 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮡﮢﮣﮤ
92:1 ვფიცავ ღამეს, როდესაც (სიბნელით არემარეს) ბურავს.
ﮥﮦﮧﮨ
92:2 ასევე (ვფიცავ) დღეს, როდესაც ნათელს ჰფენს (არემარეს).
ﮩﮪﮫﮬﮭ
92:3 და (ვფიცავ) მამრსაც და მდედრსაც რაც მან (ალლაჰმა) შექმნა,
ﮮﮯﮰﮱ
92:4 ჭეშმარიტად, თქვენი სწრაფვები არაერთგვაროვანია.
ﯓﯔﯕﯖﯗ
92:5 ხოლო ვინც გასცა და ღვთისმოშიში იყო,
ﯘﯙﯚ
92:6 ასევე იწამა საუკეთესო,
ﯛﯜﯝ
92:7 ჩვენ მას გავუადვილებთ უადვილესს.
ﯞﯟﯠﯡﯢ
92:8 ხოლო რაც შეეხება იმას, ვინც ძუნწობდა და თავს მდიდრად მიიჩნევდა,
ﯣﯤﯥ
92:9 და ცრუდ მიიჩნია საუკეთესო,
ﭑﭒﭓ
92:10 მას ჩვენ გავუადვილებთ სიძნელისკენ [ალლაჰი გაუძნელებს კეთილი საქმეების გზას, და ეს მას ჯოჯოხეთისკენ მიიყვანს].
ﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
92:11 ვერას არგებს მისი ქონება, როცა (ჯოჯოხეთში) გადაეშვება.
ﭛﭜﭝﭞ
92:12 უეჭველად, ჩვენზეა ჭეშმარიტ გზაზე დაკვალიანება.
ﭟﭠﭡﭢﭣ
92:13 ჭეშმარიტად, ჩვენ გვეკუთვნის უკანასკნელიც და პირველიც.
ﭤﭥﭦﭧ
92:14 აი, მე თქვენ გაფრთხილებთ ცეცხლით მძვინვარეთი.
ﭨﭩﭪﭫﭬ
92:15 მასში არავინ შევა, გარდა ყველაზე უბედურისა.
ﭭﭮﭯﭰ
92:16 რომელმაც (შუამავალი) ცრუდ შერაცხა და (რწმენისგან) პირი იბრუნა.
ﭱﭲﭳ
92:17 და მას განარიდებენ ყველაზე ღვთისმოშიშს.
ﭴﭵﭶﭷﭸ
92:18 რომელიც ქონებას გასცემს, რათა განიწმინდოს.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
92:19 და (რომელიც ქონებას გასცემს რათა განიწმინდოს) იმასთან არავის აქვს სარგებელი.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅ
92:20 მხოლოდ უზენაესი უფლის (კმაყოფილი) სახის მოპოვება სწადია (თავისი ქონების გაცემაში).
ﮆﮇﮈ
92:21 შემდეგ უთუოდ დარჩება კმაყოფილი.

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers